თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 22
პატრის ევრა "იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს
ფრანგი მარცხენა მცველი "იუვენტუსის" დატოვებას გეგმავს.
პატრის ევრა
2 წელიწად-ნახევრიანი განშორების შემდეგ პატრის ევრა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს.

35 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსის" რიგებში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, რაშიც დაცვის ხაზში გაზრდილმა კონკურენციამ შეუწყო ხელი.

M.E.N. Sport-ი იტყობინება, რომ ევრა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ უცნობია, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიოს.

თავის მომავალთან დაკავშირებით ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის გამოყენებით გააკეთა კომენტარი: "მხოლოდ ჩემმა მაიმუნმა იცის, რა მოხდება მომავალში. მიყვარს ეს თამაში".

პატრის ევრა "იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს


"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე, განსხვავებით მარჯვენა ფლანგისგან.

21 წლის ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ მიიღო ტრავმა და იგი მოურინიომ საჯაროდაც გააკრიტიკა. შედეგად, ინგლისელს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ადგილს ხშირად მატეო დარმიანი იკავებს, რომელიც პოზიციას ნამდვილად ვერ აძლიერებს.

"იუნაიტედში" გატარებული რვა-ნახევარი წლის განმავლობაში ევრა გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მისი ბანერი ახლახანს საშინაო მატჩზეც გამოიყენეს.

11 წლის წინ "მონაკოდან" შეძენილმა ფეხბურთელმა "იუნაიტედთან" ერთად ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, სამჯერ ლიგის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიო საკლუბ ჩემპიონატი. კლუბი კი მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა ამჯერად უკან დაბრუნება სურს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: ROONEY-RUNI
6 იანვარი 2017 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოვიდეს ჩვენი ძმააა ბოლოს და ბოლოს ფერგის გაზრდილი ბიჭია და მემგონი დარმიანს მაინც აჯობებს
0
№22
ავტორი: stepno
6 იანვარი 2017 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Vaimee rogor minda
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top