თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2717,
კომენტარები: 23
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
"იუნაიტედის" ყოფილი მცველის მოსაზრება ზედიზედ ექვს გამარჯვებაში მწვრთნელის გავლენაზე.
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
გარი ნევილს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებათა სერიაში ჟოზე მოურინიოს უდიდესი გავლენა თამაშობს როლს.

"ვესტ ჰემთან" მატჩის პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ მოურინიომ ხუან მატა ჩართო თამაშში, მოგვიანებით კი მარკუს რეშფორდიც და სწორედ მათმა დუეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი კაცნაკლული "ჩაქუჩების" დამარცხებაში.

მატამ რეშფორდის საგოლე გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც "წითლებს" მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

"ორი თუ სამი თვის წინ ბრალს სდებდნენ, რომ თავისი მაგია დაკარგა, ან მატჩებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო, მაგრამ დღეს უზარმაზარი გავლენა იქონია.

დიდებული მენეჯერია. რეშფორდის ასე გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მაქსიმალურად ფართოდ ათამაშა და ამან დიდი პრობლემები გამოიწვია.

ძველი წესია, რომ როცა 10 კაცით თამაშობ, მოედანი რაც შეიძლება უნდა გაწელო და ლინგარდი და მხითარიანი ძალიან ვიწროდ, ძალიან ღრმად და ძალიან ადრე იწევდნენ.

მაგრამ, როცა რეშფორდი შევიდა, თითქოს გვერდით ხაზს მიეჯაჭვა და საქმე გაურთულა. მატჩზე მართლაც დიდი გავლენა მოახდინა.

"იუნაიტედისთვის" ბევრი შანსი შექმნა, მატასთვის გაკეთებული პასი კი მატჩის საუკეთესო მომენტი იყო და მიმაჩნია, რომ დღევანდელი ცვლილებები დიდებული იყო.

დაცვაში მაიკლ კერიკის გადაყვანამ პირველი გოლის გატანას შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან გააკეთა გადაცემა ფლანგზე",
- აცხადებს ნევილი.

წყარო: skysports
ინტერვიუები
23 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
3 იანვარი 2017 16:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
100% მსაჯებზეც იმდენი იწუწუნა :)) დინმა ააჰააო :))
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
3 იანვარი 2017 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წინ ემიუ მუდამ მუდამ გამარჯვებებიიიი მოუ არ გეპატიება ერთი მარცხი ამ სეზნში ბიჭები მომიხოდეეეე წინ ურთულესი თამაში არის გარდამტეხი იქნება ორივე გუნდისთვის ემიუმ პირში უნდა მიცეს ყლივერპულს და დაეეჯმებათ თან დაიბნევიან ბატივით
0
№3
ავტორი: shotkin
3 იანვარი 2017 16:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
რომახსენდება სიტისთან ბრავოს თამაში რომახსენდება არგაძევებული ლუიზი რომახსენდება უოტფროდის გოლი რომელიც ჯარიმა იყო არ დაგვიდეს და მაგშეტევაში გაგვიტანეს რომახსენდება არდადებული პენლები და ჯარიმები ზოგი წვრილი ჯარიმა ამრა მაინც, და რომახსენდება ეს უიღბლობები ლოგიკურია რო იღბალი მეორენახევარში ცოთათი მაინც როგორც მინუმუმ ჩვენსკენ როა იმიტორო ბუნებრივ კანონზომიერებს გასცდებოდა ეს უიღბლობა როგაგრძელებულიყო და დაე გაგვიმართლოს მსაჯებიც იყვნენ ჩვენსკენ ჩვენ ისეთ თამაშებსაც ვიგებდით და ხან არვაგებდით სადაც მოწინააღმდეგე გუნდთან ერთად მსაჯიც გვეთამაშებოდა და გვეკაიფებოდა და 2 მაგად სასიამოვნოა იმ რტული პერიოდის და იხელა წნეხის მერე რაც გუნდს და მოუს ქონდა ესეთი კარგი მანჩესტერის ხილვა. love
4
№4
ავტორი: I L C
3 იანვარი 2017 17:41
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რაშფორდი ან მარსიალი ყოველთვის უნდა იდგნენ სასტარტოში.

რაშფორდის შემოსვლის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
3 იანვარი 2017 17:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აშკარაა რომ მოუმ გამოიცნო ცვლილებები
0
№6
ავტორი: ikeoni
3 იანვარი 2017 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Jozec shedis formashi ❤️❤️❤️
0
№7
ავტორი: dybbuk
3 იანვარი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
6ზედიზედ მოგებული თამაში, ხარისხი, ჟილკა, შედეგი აშკარად ჩანს, ეს იმათ გასაგონად ვინც ჩამოწერა მოუ. პოზიცია ვერ ავიმაღლეთ, ყველა იგებს თამაშებს, ისედაც დიდი იყო დაშორება, მაგრამ უკვე საგრძნობლად მივუახლოვდით ლიდერთა ჯგუფს, ლივერთან მოგება ხო ყოველთვის ზეიმია, მაგრამ ეხა სატურნირო დატვირთვაც აქვს და უდიდესი ფსიქოლოგიურად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
2
№8
ავტორი: SANDROGRIGA
3 იანვარი 2017 18:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Jozem moigo es tamashi
0
№9
ავტორი: gaga1987
3 იანვარი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpthumb
0
№10
ავტორი: levionok
3 იანვარი 2017 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ჟოზემ ცვლილება კი არ გამოიცნო ჟოზემ მთელი თამაში დაგეგმა ზუსტად იცოდ რა დროს რა მოხდებოდა და რა უნდა გაეკეთებინა,გუნდი რომ დიღლებოდა ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდებოდა(თუნდაც არ გაეგდოთ)ხოლო დაღლილ მცველებთან დასვენებული სწრაფი ფეხბურთელი შეუშვა და ფიზიკურად ვერ გაუმკლავდნენ რომ დასჭირვებოდათ კიდევ გაიტანდნენ! ოფსაიდიდან გაიტანა კი მაგრამ მაგაზე მნიშვნელოვანი სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს და არავის ხმა არ ამოუღია მითუმეტეს მესის უთანაბრდებოდა და ისტორიულ შედეგს დებდა და ეს გოლი საერთოდ არ ცვლიდა თამაშის სურათს არ იქნებოდა ეგ იქნებოდა მეორე მომენტი წესტ ჯემს მარტო სირბილი კი არა სიარული აღარ შეეძლო მაუმ თავისი გონებით და რათქმაუნდა დიდი რესურსით მოუგო ბილიჩს დაუწერა მთელი თამაში და მიიყვანა ბოლომდე
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top