თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2718,
კომენტარები: 23
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
"იუნაიტედის" ყოფილი მცველის მოსაზრება ზედიზედ ექვს გამარჯვებაში მწვრთნელის გავლენაზე.
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
გარი ნევილს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებათა სერიაში ჟოზე მოურინიოს უდიდესი გავლენა თამაშობს როლს.

"ვესტ ჰემთან" მატჩის პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ მოურინიომ ხუან მატა ჩართო თამაშში, მოგვიანებით კი მარკუს რეშფორდიც და სწორედ მათმა დუეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი კაცნაკლული "ჩაქუჩების" დამარცხებაში.

მატამ რეშფორდის საგოლე გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც "წითლებს" მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

"ორი თუ სამი თვის წინ ბრალს სდებდნენ, რომ თავისი მაგია დაკარგა, ან მატჩებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო, მაგრამ დღეს უზარმაზარი გავლენა იქონია.

დიდებული მენეჯერია. რეშფორდის ასე გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მაქსიმალურად ფართოდ ათამაშა და ამან დიდი პრობლემები გამოიწვია.

ძველი წესია, რომ როცა 10 კაცით თამაშობ, მოედანი რაც შეიძლება უნდა გაწელო და ლინგარდი და მხითარიანი ძალიან ვიწროდ, ძალიან ღრმად და ძალიან ადრე იწევდნენ.

მაგრამ, როცა რეშფორდი შევიდა, თითქოს გვერდით ხაზს მიეჯაჭვა და საქმე გაურთულა. მატჩზე მართლაც დიდი გავლენა მოახდინა.

"იუნაიტედისთვის" ბევრი შანსი შექმნა, მატასთვის გაკეთებული პასი კი მატჩის საუკეთესო მომენტი იყო და მიმაჩნია, რომ დღევანდელი ცვლილებები დიდებული იყო.

დაცვაში მაიკლ კერიკის გადაყვანამ პირველი გოლის გატანას შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან გააკეთა გადაცემა ფლანგზე",
- აცხადებს ნევილი.

წყარო: skysports
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2017 03:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: I L C
რაშფორდი ან მარსიალი ყოველთვის უნდა იდგნენ სასტარტოში.

რაშფორდის შემოსვლის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა


გეთანხმები, ორივე ძალიან მაგარია.
მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ თავიდანვე ჟოზეს ჩანაფიქრი იყო რეშფორდის მერე შეყვანა, მაქსიმალური შედეგი გამოწურა დაღლილ მცველებთან რეშფორდით, რთულია თქვა რა მოხდებოდა თავიდანვე რომ ყოფილიყო რეშფორდი. ასეთ მომენტებში სკამზე უნდა გყავდეს რეაქტიული ფეხბურთელი, რომელიც დასვენებული გამოვა და დიდ პრობლემებს შეუქმნის მეტოქის დაცვას.
მაგრამ სათადარიგოსთვის მენანება რეშფორდიც და მარსიალიც, აი დეპაი რამეს რომ აკეთებდეს მოედანზე კარგი ვარიანტი იქნებოდა wink
0
№22
ავტორი: Temo-Mu
4 იანვარი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ჩემი აზრით მოუმ იცის თუ რა როგორ უნდა გააკეთოს და ლივერპულთანაც სათანადო შედეგს დადებს. წინ ემიუ <3 am fellow
0
№23
ავტორი: temo-scholes
4 იანვარი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: shotkin
რომახსენდება სიტისთან ბრავოს თამაში რომახსენდება არგაძევებული ლუიზი რომახსენდება უოტფროდის გოლი რომელიც ჯარიმა იყო არ დაგვიდეს და მაგშეტევაში გაგვიტანეს რომახსენდება არდადებული პენლები და ჯარიმები ზოგი წვრილი ჯარიმა ამრა მაინც, და რომახსენდება ეს უიღბლობები ლოგიკურია რო იღბალი მეორენახევარში ცოთათი მაინც როგორც მინუმუმ ჩვენსკენ როა იმიტორო ბუნებრივ კანონზომიერებს გასცდებოდა ეს უიღბლობა როგაგრძელებულიყო და დაე გაგვიმართლოს მსაჯებიც იყვნენ ჩვენსკენ ჩვენ ისეთ თამაშებსაც ვიგებდით და ხან არვაგებდით სადაც მოწინააღმდეგე გუნდთან ერთად მსაჯიც გვეთამაშებოდა და გვეკაიფებოდა და 2 მაგად სასიამოვნოა იმ რტული პერიოდის და იხელა წნეხის მერე რაც გუნდს და მოუს ქონდა ესეთი კარგი მანჩესტერის ხილვა. love

ეგაა ძმა.... იმედია შემდეგში გამოსწორდება სიტუაცია...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top