თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2718,
კომენტარები: 23
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
"იუნაიტედის" ყოფილი მცველის მოსაზრება ზედიზედ ექვს გამარჯვებაში მწვრთნელის გავლენაზე.
გარი ნევილი მოურინიოს გავლენას მიმოიხილავს
გარი ნევილს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებათა სერიაში ჟოზე მოურინიოს უდიდესი გავლენა თამაშობს როლს.

"ვესტ ჰემთან" მატჩის პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ მოურინიომ ხუან მატა ჩართო თამაშში, მოგვიანებით კი მარკუს რეშფორდიც და სწორედ მათმა დუეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი კაცნაკლული "ჩაქუჩების" დამარცხებაში.

მატამ რეშფორდის საგოლე გადაცემით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც "წითლებს" მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

"ორი თუ სამი თვის წინ ბრალს სდებდნენ, რომ თავისი მაგია დაკარგა, ან მატჩებზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო, მაგრამ დღეს უზარმაზარი გავლენა იქონია.

დიდებული მენეჯერია. რეშფორდის ასე გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მაქსიმალურად ფართოდ ათამაშა და ამან დიდი პრობლემები გამოიწვია.

ძველი წესია, რომ როცა 10 კაცით თამაშობ, მოედანი რაც შეიძლება უნდა გაწელო და ლინგარდი და მხითარიანი ძალიან ვიწროდ, ძალიან ღრმად და ძალიან ადრე იწევდნენ.

მაგრამ, როცა რეშფორდი შევიდა, თითქოს გვერდით ხაზს მიეჯაჭვა და საქმე გაურთულა. მატჩზე მართლაც დიდი გავლენა მოახდინა.

"იუნაიტედისთვის" ბევრი შანსი შექმნა, მატასთვის გაკეთებული პასი კი მატჩის საუკეთესო მომენტი იყო და მიმაჩნია, რომ დღევანდელი ცვლილებები დიდებული იყო.

დაცვაში მაიკლ კერიკის გადაყვანამ პირველი გოლის გატანას შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან გააკეთა გადაცემა ფლანგზე",
- აცხადებს ნევილი.

წყარო: skysports
ინტერვიუები
23 კომენტარი
№11
ავტორი: CHUMI
3 იანვარი 2017 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
MAGARI XAR JOZE MIDI derpthumb
0
№12
ავტორი: Mixito
3 იანვარი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ბიჯებო ვინმე ( KlASH OF CLANS ) თამაშობთ
0
№13
ავტორი: kaxeti
3 იანვარი 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ლივერპული გაიჟიმება ისინი ჩვენი კუდრაჭები არიან
0
№14
ავტორი: Manstark_United
3 იანვარი 2017 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
დებილი უნდა იყო,რომ ვერ ხვდებოდე,რამხელა წინსვლაა იმ ავადსახსენებელ 3 წელთან შედარებით.ერთი დიდი ნახტომი გაკეთებულია,მაგრამ რამდენიმე ნახტომი კიდე დარჩა ჟოზეეე love
0
№15
ავტორი: RojoDiablo
3 იანვარი 2017 21:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mixito
ბიჯებო ვინმე ( KlASH OF CLANS ) თამაშობთ

მე ვთამაშობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: irakli87
3 იანვარი 2017 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კერიკი ძალიან მაგარია და მისი შემცვლელი აუცილებლად გვჩირდება. ერერამ რაცარუნდა ირბინოს კერიკის 30 პროცენტს ვერ გააკეთებს, მითუმეტეს როცა პას ეხება. ერერა წინ პასებში და საგოლე გადაცემებში არის ''0''
0
№17
ავტორი: niksonpro101
3 იანვარი 2017 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
ციტატა: irakli87
კერიკი ძალიან მაგარია და მისი შემცვლელი აუცილებლად გვჩირდება. ერერამ რაცარუნდა ირბინოს კერიკის 30 პროცენტს ვერ გააკეთებს, მითუმეტეს როცა პას ეხება. ერერა წინ პასებში და საგოლე გადაცემებში არის ''0''

ერტს გეტყვი თამაშის დამხატველი გვჭირდება როგორიც არის კერიკი მართალი ხარ მარა ვინ ეგ არის საკითხავი მე ვთვლი რო ერიკ დაიერი არ არის ცუდი ვარიანტი და ვერატი მაქედან რომელიმე რა
0
№18
ავტორი: stepno
3 იანვარი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love
0
№19
ავტორი: giorgi_mg
3 იანვარი 2017 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სკოულზის და რიოს კომენტარები იგვიანებენ
ისე საინტერესო იქნებოდა ბაბუს კომენტარიც
0
№20
ავტორი: irakli87
4 იანვარი 2017 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
არსენალს კუზავენ :D მგონი არსენალის ადგილს ჩვენ დავიკავებთ ოთხეულში :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top