თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3179,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ამ ვითარებას კაცი გაუმკლავდება და არა ბავშვი"
ჟოზე მოურინიო თავის შეგირდებს სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს მოუწოდა, "ჩელსისთან" 4-0 განადგურების შემდეგ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ვაჟკაცობა გამოიჩინონ და შექმნილ ვითარებას კაცებივით გაუმკლავდნენ.

კვირას დაფიქსირებული შედეგი "იუნაიტედის" მიერ ყველა ტურნირზე ნაჩვენები 6-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასასრული იყო, მოურინიომ და "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ყველა პირმა კი ნამდვილი კოშმარული საღამო გადაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას "წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგის თასზე პოპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა ესპანელისა და პორტუგალიელი მწვრთნელების გზები მანჩესტერულ დერბიში გადაიკვეთება. პირველი შემთხვევა "ოლდ ტრაფორდზე" "ცისფერების" გამარჯვებით დასრულდა.

"მირჩევნია მომდევნო მატჩი პრემიერ ლიგაში გვქონდეს. ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს პრემიერ ლიგაში დაფიქსირებული შედეგების კომბინაციით, რამეთუ პირველ ადგილამდე სხვაობა 6 ქულაა.

ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ამ კვირაშიც დავკარგეთ ქულები და მაშინაც კი, როცა კარგად ვთამაშობდით. ახლა მოგების დროა.

არ ვამბობ, რომ ადვილი იქნება, მაგრამ წინ "ბარნლისთან", "სუონსისთან", "ვესტ ჰემთან", "სანდერლენდთან" და "მიდლსბროსთან" მატჩებია - ისინი უნდა მოვიგოთ.

პირველი ოთხეულის, პირველი ხუთეულის გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ და ისინიც დაკარგავენ ქულებს, როგორც ეს ჩვენ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" მოგვიხდა.

ძალიან, ძალიან დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ეს ბავშვის საქმეა, არათუ კაცის... ვაჟკაცობა უნდა გამოვიჩინოთ და მომდევნოსთვის ვიშრომოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: sky sports
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: DRJBECKHAM
25 ოქტომბერი 2016 14:31
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ნორმალური შემადგენლობა საკმარისია მაგ თამაშების მოსაგებად !!!
1
№2
ავტორი: gilmour
25 ოქტომბერი 2016 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჟოზე ვისაც თამაში არ უნდა ყველა გაყარე გუნდიდან რა, ამოვიდა ყელში უკვე სამი წელია ტიპებს ცენზურას განძრევა ეზარებათ, მირჩევნია საშუალო დონის მონდომებული ხალხი გვყავდეს ვიდრე ეს გაბლატავებული პიჟონი მძორები. არცერთ ფეხბურთელზე არ დამწყდება გული რო გააგდოს ვისაც კარგად არ ესმის რას ნიშნავს აქ თამაში. აღარ შეიძლება უკვე სულ მწვრთელზე საუბარი
0
№3
ავტორი: manchemanche007
25 ოქტომბერი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ეს 100 მილიონი დასვი ცოტა ხანს სკამზე ხეხოს სკამი და კიდევ იმ ამპარტავანი იბრა ყველაზე მაგარი რომ გონია თავი.........ცოტა ხანს შეცვალე ფლანგები და მხითარიანი და დეპაი ათამაშე თავდასხმასჰი კი რეშფორდი......... და საყრდენად კერიკი ათამაშე .....სვაინას კი მიეცი ცოთა შანსი ამ გაჩერებულკადრს ფელაინის ჯობია რამდენი წლისაც არ უნდა იყოს.
2
№4
ავტორი: GeorgeBest
25 ოქტომბერი 2016 15:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პოგბამ თუ ესე სიარული განაგრძო რა აზრი აქვს მაგის ყოფნას areyoukiddingme არად აამ ტრანსფერის არ გამართლება ყველაზე დიდი ცენზურაობა იქნება ისტორიაში
0
№5
ავტორი: I L C
25 ოქტომბერი 2016 16:07
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მარრთალიხარ ბევრი შრომაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ფელაინი ლინგარდი და ძმანი მათნი გასაყრელები არიან..

იმ მანჩესტერის £££££££££££££ სადაც ლინგარდი და ფელაინი ძირითადში იდგებიან cerealguy2

დააყენე კერიკი კაცი როგორ ალაგებს თამაშს ცადე შვაინა სადაც ამ ცენზურა როხოს აქვს შამსი მიეცი იმასაც ლეგენდაა კაცი ბოლობოლო.. ტაქტიკის შეცვლაც არიქნება ურიგოო მანჩესტერი თამაშობს მარტო ერთი ტაქტიკით 4-4-2 !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ან გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი სკამზე რატომ ზის ??? მარსიალზემაქვს საუბარი areyoukiddingme

პოჩეტინო მოიყვნაეთ ბიჭო როგორ მაგონებს ფერგისს ზუსტად ის სტილია ტიპი recourse
5
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2016 17:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია სიტისთან წესიერ შემადგენლობას ვიხილავთ და არა ფელაინის და ლინგარდს
0
№7
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2016 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Arada es tamashic rogori principuliaa...tan premierligashi gvaq magari amosaqachii mshvenierii kalendariaa
0
№8
ავტორი: gela-manutd
25 ოქტომბერი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჩელსი მონაგონი არ იყოს იმის მეშინია მე
0
№9
ავტორი: jokero89
25 ოქტომბერი 2016 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მე ვიცი რომ ჟოზე ყველაფერს აკეთებს მანჩესტერისთვის და მოვა დრო და მანჩესტერი დაბრუნდება დიდების მწვერვალზე ჟოზესთან ერთად

მე ვიცი რომ ჟოზე ყველაფერს აკეთებს მანჩესტერისთვის და მოვა დრო და მანჩესტერი დაბრუნდება დიდების მწვერვალზე ჟოზესთან ერთად
0
№10
ავტორი: mogeba
25 ოქტომბერი 2016 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ukve 4 wageba bevria gigzi moiuvanet gkeizerebo tu fuls aketebt xo undz amoigot dzxarjuli fuli ragac uazro shemadgenlobas ayenebs maejvebs es tore mao frofesionalia yvelam vicit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top