თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ამ ვითარებას კაცი გაუმკლავდება და არა ბავშვი"
ჟოზე მოურინიო თავის შეგირდებს სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს მოუწოდა, "ჩელსისთან" 4-0 განადგურების შემდეგ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ვაჟკაცობა გამოიჩინონ და შექმნილ ვითარებას კაცებივით გაუმკლავდნენ.

კვირას დაფიქსირებული შედეგი "იუნაიტედის" მიერ ყველა ტურნირზე ნაჩვენები 6-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასასრული იყო, მოურინიომ და "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ყველა პირმა კი ნამდვილი კოშმარული საღამო გადაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას "წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგის თასზე პოპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა ესპანელისა და პორტუგალიელი მწვრთნელების გზები მანჩესტერულ დერბიში გადაიკვეთება. პირველი შემთხვევა "ოლდ ტრაფორდზე" "ცისფერების" გამარჯვებით დასრულდა.

"მირჩევნია მომდევნო მატჩი პრემიერ ლიგაში გვქონდეს. ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს პრემიერ ლიგაში დაფიქსირებული შედეგების კომბინაციით, რამეთუ პირველ ადგილამდე სხვაობა 6 ქულაა.

ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ამ კვირაშიც დავკარგეთ ქულები და მაშინაც კი, როცა კარგად ვთამაშობდით. ახლა მოგების დროა.

არ ვამბობ, რომ ადვილი იქნება, მაგრამ წინ "ბარნლისთან", "სუონსისთან", "ვესტ ჰემთან", "სანდერლენდთან" და "მიდლსბროსთან" მატჩებია - ისინი უნდა მოვიგოთ.

პირველი ოთხეულის, პირველი ხუთეულის გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ და ისინიც დაკარგავენ ქულებს, როგორც ეს ჩვენ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" მოგვიხდა.

ძალიან, ძალიან დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ეს ბავშვის საქმეა, არათუ კაცის... ვაჟკაცობა უნდა გამოვიჩინოთ და მომდევნოსთვის ვიშრომოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: sky sports
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
25 ოქტომბერი 2016 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს თუ მართალია მაშინ ამას მოუ*** დედაა
0
№12
ავტორი: Govermetv
25 ოქტომბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
Aba ra egona amparta ro moyavda moiyvane axalgazrda swrafi da kai ( chicharito ) exerxeba inglishi tamashi da rames izamda es pogba ki ert tamashs skamze imsaxurebs da mere mixvdeba ro mis gareshec sheidzleba Ramis keteba mere gaqanebs zang ukanals xolo felains da cericis shedarebac ki mtrgunavs
0
№13
ავტორი: mogeba
26 ოქტომბერი 2016 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
chemi azriy titon gundla itamasha dan cudad tu davakbirdebit pogba lsof'io donis motamashea ise bevria gasashvebi .prosta gundia ajrili erti rame maejvebs kargad ri tamashibs gundi rato cvlis shemadgenlobasa da runis gashveba es sasaciloia ubralod runi formashi ara da es chvenc vicit ltavaria gundma moigos resursi ashhkarad udidesia ibra ki ki bevs gitans da keriki aucilebelia dalain sasatgeblo kacia cvale movigebt lagrad ljerav tan handikaoit machester droa chveni stili daibru'o swrafi sheltevi lamazi fexburti mao atamashebs
0
№14
ავტორი: levionok
26 ოქტომბერი 2016 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
როცა გუნდი მორღვეულია იქ ვერავინ ვეღარ თამაშობს რათქმაუნდა მაუმ იცის ვინ უკეთეს ფორმაშია კონკრეტულ შეხვედრაში მაგრამ ერთი წესიერი ბირთვი უნდა აიღოს და დააგდოს ძირითადი და ეგაა ყოველ თამაშზე როტაცია არ ვარგა თან პოგბას ხან 10 ზე ათამაშებს ხან 6 ზე ხან 8 ნზე ჩელსისთან მატას ამოგდება pოგბას წინ aწევა და ცენტრის ფელაინი ერერას დუეტზე მინდობა იყო დიდი shეცდომა კანtემ და მატიჩმა დაჩაგრეს ძალიან ადვილად! ასეთ ძლიერ ცენტრთან უნდა დაეყენებინა ზუსთან პოგბა ცენტრში ფეlა ამოეგდო და ერერა პოგბა ან კერიკი პოგბა დამდგარიყვნენ მაგრამ როგორც იტყვიან პოსლე დრაკი კულაკამი ნე მაშუტ იმედია დააბალანსებს მაუ გუნდs და ბევრი მათგანი ტ....კს
0
№15
ავტორი: JuanMata
26 ოქტომბერი 2016 03:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ყველაზე მთავარი რაც გუნდს ჭირდება არის ბრძოლისუნარიანობა, მოტივაცია, მოგების სურვილი. ფსიქოლოგიურად გუნდი უნდა იყოს განწყობილი ბრძოლისთვის ყველა თამაშში და უნდა გრძნობდნენ რომ 11-ვე იბრძვის ერთი მიზნისთვის.

ეს ერთიანობა და ჟინი დიდი ხანია აღარაა მანჩესტერში, მოურინიოსგან პირველ რიგში ველოდებოდი გუდნის ხასიათის ჩამოყალიბებას, რომელიც ჯერ აშკარად არაა, ვერც ვან გაალმა და ვერც მოიესმა ვერ შეეძლო შეეკრა 11 ფეხბურთელი, რომელიც იბრძოლებდა ერთად მოგებისთვის.

რა ტაქტიკაც არ უნდაა ააწყო, რა ფეხბურთელებიც არ უნდა მოიყვანო, ამ ყველაფრის გარეშე შენი გუნდი იქნება ნოლი. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ცუდ ფეხბურთელებს ვყიდულობთ, რომ იქ სხვა დონეა აქ სხვა, შნეიდერლინი ჩვენთან გადმოსვლამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო აპლ-ში და ხედავთ რაც ჭირს, კანტესაც იგივე სიტუაცია, წავიდა ჩელსიში და მგონი უფრო და უფრო უმატებს. დეპაი მოვიდა მოკვდა, მანე ლივერპულში დაფრინავს. ეს ფეხბურთელები ჩვენთან მოსვლამდე ძალიან მაგრები იყვნენ, პოგბაზე და იბრაზე აღარაფერს ვამბობ, კიდევ ბევრი სხვა. ჩვენთან ყველა კვდება, ყველას ეზარება თამაში, ბრძოლა არ უნდათ, სხვა გუნდებში გადადიან და უფრო მაღალ დონეზე აყავთ თამაში. პრობლემა გუნდშია, იმ სიტუაციაში და ატმოსფეროში რაც დღეს მანჩესტერში სუფევს.

შარშანდელი მკვდარი ჩელსი, იგივე ფეხბურთელებით საშინლად თამაობდნენ, საერთოდ არ ჰქონდათ მოტივაცია, წელს სხვაგ უნდს ვხედავთ. იგივე ლივერპული, ანთებულია გუნდი, დაგეშილი ძაღლებივით არიან იმის მოლოდინში როდის აუშვებენ, რომ მოედანძე შევარდნენ.

ფერგის დროს მანჩესტერს ჰქონდა თავისი სტილი, ხასიათი. ყველამ იცოდა რომ მანჩესტერი მებრძოლი გუნდია, რომ ბოლო წუთებამდე არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის და ეს ქამბექებიც ზუსტად ამის შედეგი იყო. ცალკეული ფეხბურთელების კი არ ეშინდოდათ, ეშინოდათ გუნდის, ერთიანი მებრძოლი სულის, რაც ტრიალებდა.

კანტე რომ გვეყიდა ახლა იქნებოდა ხე (უფრო კუნძი), მანე იქნებოდა დეპაი 2, ლევანდოვსკი იდგებოდა და ივლიდა იბრასავით და მესი ისეირნებდა პოგბასავით, იმიტომ რომ არ არის სიტუაცია გუნდში, რომელიც ამ ფეხბურთელებს შეკრავს ერთად და აიძულებს თამაშს.
0
№16
ავტორი: ROLANDO
26 ოქტომბერი 2016 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გამარჯობათ.. სიმართლე გითხრათ ვერ ვნახე თამაში, უბრალოდ სურათებს გადავხედე და პირველი რაც თვალში მომხვდა იყო კადრი, სადაც ბლინდი კარის ხაზზე დგას და აზარის დარტყმის მომენტში სახეზე ხელს იფარებს...
დარწმუნებული ვარ, რომ იგივე სიტუაციაში, ვიდიჩი, ფერდინანდი, გარი ნევილი და თუნდაც ბრაუნი და ევანსი სახეს შეუშვერდა ბურთს, რომ გოლი არ გასულიყო.
ყველა კარაგდ გვახსოვს პუიოლის მაგალითი....
ამით მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოება, რომ ჩვენ რომ გვიყვარს და გვენატრება ეს ის მანჩესტერი აღარ არის პირველ რიგში იმის გამო, რომ გუნდი აღარ ჩხუბობობს, აღარ თამაშობს ემოციურ ფეხბურთს, არ არის ლიდერი მოედანზე, რომელიც ემოციურად წარმართავს თამაშს და ვის ვხედავთ ამის მაგივრად? განაზებულ ბლინდს, უემოციო მარსიალს, ფელაინს, როხოს, რომელი ერთი ჩამოვთვალო..

დარწმუნებული ვარ, რომ ფერგის ეპოქაში არათუ შემადგენლობაში, სკაუტების მხედველობის არეშიც კი არ მოხვდებოდა თითოეული მათგანი.. ყოველთვის ვბრაზობდი ფლეტჩერით, ევანსით, კერიკით და ნანით რომ თამაშობდა ფერგი და სულ მინდოდა ვინმე "ტოპ კლასი"-ს ფეხბურთელი მოეყვანა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ფლეტჩერის, ნანის და ევანსის დონის არცერთი არ თამაშობს დღევანდელ მანჩესტერში..

არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ როდესაც დღევანდელი მანჩესტერიდან რუნის გაშვებაზე არის საუბარი, ეს არის დანაშაული, იმის ფონზე თუ რაც ხდება გუნდში. რეალურად, რუნის თუ კლასიკურ ცხრა ნომერზე ათამაშებ, იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე იბრა დღეს...


მოკლედ, გამოსავალი ალბათ ერთია, რომ ფერგი რაგაც სახით უნდა დაბრუნდეს გუნდში.. სამწვრთნელო შტაბში უნდა დაინიშნოს გიგზი და სკოულზი და ასე ვთქვათ მათ კონსულტაცაის ფერგი გაუწევს.. ეს გუნდში ისევ შექმნის ფერგის ფაქტორს, თუნდაც გასახდელში ფერგი დარიგება გუნდს გარდაქმნის. დამიჯერეთ, არ არი სხვა გამოსავალი..
0
№17
ავტორი: AkkRed
26 ოქტომბერი 2016 11:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვაცადოთ ამ კაცს და თავისას იზავს, ყველაფერი აქვს იმისთვის რომ გაიმარჯვოს და მე მჯერა, რომ ასეც იქნება.
0
№18
ავტორი: lefty
26 ოქტომბერი 2016 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მონდომება აქვთ დაკარგული დაწყებამდე წაგებულები არიან.
0
№19
ავტორი: ნიკუშა
26 ოქტომბერი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
კარგი შემადგენლობა უნდა ყავდეს
0
№20
ავტორი: runi runi
26 ოქტომბერი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
tqven xo ar chechyavt shig xo ar gaqvt bijooooo. bolo tamashebshi ro mdzgneri chame runi sad iyo shemadgenlobashi she sirtava. aq manius gadarchenis ori variantia, an fergis dabruneba rac warmoudgeneli mechveneba da an gigsi romelsac ibras varskvlavoba da pogbas prichoska imena ert adgilas kidia da vinc bolomde ar daixarjeba fergisavit mosvavs tavis adgilas. vso meti sxva gamosavali me ar mesaxeba bratci. es chemi piradi azria.
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top