თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ამ ვითარებას კაცი გაუმკლავდება და არა ბავშვი"
ჟოზე მოურინიო თავის შეგირდებს სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს მოუწოდა, "ჩელსისთან" 4-0 განადგურების შემდეგ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში ვაჟკაცობა გამოიჩინონ და შექმნილ ვითარებას კაცებივით გაუმკლავდნენ.

კვირას დაფიქსირებული შედეგი "იუნაიტედის" მიერ ყველა ტურნირზე ნაჩვენები 6-მატჩიანი წაუგებელი სერიის დასასრული იყო, მოურინიომ და "იუნაიტედთან" დაკავშირებულმა ყველა პირმა კი ნამდვილი კოშმარული საღამო გადაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას "წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგის თასზე პოპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა ესპანელისა და პორტუგალიელი მწვრთნელების გზები მანჩესტერულ დერბიში გადაიკვეთება. პირველი შემთხვევა "ოლდ ტრაფორდზე" "ცისფერების" გამარჯვებით დასრულდა.

"მირჩევნია მომდევნო მატჩი პრემიერ ლიგაში გვქონდეს. ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს პრემიერ ლიგაში დაფიქსირებული შედეგების კომბინაციით, რამეთუ პირველ ადგილამდე სხვაობა 6 ქულაა.

ძალიან რთული პერიოდი გვქონდა. ამ კვირაშიც დავკარგეთ ქულები და მაშინაც კი, როცა კარგად ვთამაშობდით. ახლა მოგების დროა.

არ ვამბობ, რომ ადვილი იქნება, მაგრამ წინ "ბარნლისთან", "სუონსისთან", "ვესტ ჰემთან", "სანდერლენდთან" და "მიდლსბროსთან" მატჩებია - ისინი უნდა მოვიგოთ.

პირველი ოთხეულის, პირველი ხუთეულის გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ და ისინიც დაკარგავენ ქულებს, როგორც ეს ჩვენ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" მოგვიხდა.

ძალიან, ძალიან დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ეს ბავშვის საქმეა, არათუ კაცის... ვაჟკაცობა უნდა გამოვიჩინოთ და მომდევნოსთვის ვიშრომოთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: sky sports
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: vanovano
26 ოქტომბერი 2016 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ხოდა გაუმკლავდი კაცი არახარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top