თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2016, 22:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4016,
კომენტარები: 27
მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"
ანდერ ერერა, როგორც მოურინიოს მთავარი იარაღი.
მოურინიო:
მისი ყოველი ვარდნა მეტოქის ფეხებში და გაკეთებული პასი მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებდა მოურინიოსგან "ლესტერთან" მატჩში. მოურინიოს ერერა ძალიან მოსწონს და ესპანელს დაუდგა ის დრო, როდესაც მან საბოლოოდ უნდა დაიმკვიდროს საკუთარი თავი გუნდის რიგებში.

"ლესტერთან" გამართული მატჩი იყო მისთვის მე–4 ამ სეზონში. ესპანელმა 2 მატჩი ჩემპიონატში ჩაატარა, 1 ევროპა ლიგაზე და 1 ლიგის თასზე.

როცა "იუნაიტედი" დერბის თამაშობდა, ერერა მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და იყო ერთ–ერთი თუ ერთადერთი არა რომელმაც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და გუნდისთვის სათამაშო უპირატესობის მოტანა.

მოურინიოს ერერას მონდომება და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დაუტოვებია. პორტუგალიელმა ესპანელი "ლესტერთან" მატჩში პოგბას მეწყვილედ გამოიყვანა მოედანზე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე. პოზიციის მიუხედავად მას სიღრმეში არ უთამაშია, მაგრამ 6 ჩაჭრის და 3 ზუსტი ვარდნის განხორციელება მოახერხა, რომ არაფერი ვთქვათ იმ სივრცეების შექმნაზე, რომლებიც მან თანაგუნდელებს შეუქმნა თავისი აქტიური გადაადგილებებით.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ანდერ ერერას 6 ჩაჭრა "ლესტერთან" მატჩში.


მას შემდეგ რაც სმოლინგმა "იუნაიტედს" ადრეული უპირატესობა მისცა, რამდენი წუთის შემდეგ ერერას აქტიურობით გუნდს მეორე გოლის გატანა შეეძლო. ესპანელმა ზუსტი შორეული გადაცემით იბრაჰიმოვიჩი გამოძებნა, რომელმაც მიღებული ბურთით რაშფორდი ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ დატოვა მაგრამ სამწუხაროდ ეს მომენტი გოლით არ დასრულებულა. ეს იყო კარგად შესრულებული სწრაფი კონტრშეტევა, რომელსაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები ნამდვილად მოწყურებულნი არიან.

ანდერს კარგი სტატისტიკა აქვს. მან თავისი შორეული გადაცემების 85% შეასრულა ზუსტად, ხოლო საერთო გადაცემების სიზუსტე 88%–ია. ერერა ბურთთან გაცილებით კარგია ვიდრე ფელაინია და ეს თითქმის ეჭვგარეშეა. ფელაინი იყო ფეხბურთელი, რომელმაც "უოტფორდთან" მატჩში ყველაზე მეტი გადაცემა შეასრულა. ეს ფაქტი მიუთითებს და კარგად აჩვენებს იმას თუ რამდენად უჭირდა "იუნაიტედს" შეტევის სწორად ორგანიზება. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი ფეხბურთი აჩვენა გუნდმა "უოტფორდთან".

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

"ლესტერთან" შესრულებული გადაცემები.


ანდერი კარგია და შეესაბამება ნახევარდაცვის ამ პოზიციას. მისმა აქტიურობამ გუნდს მეტი თავისუფალი სივრცე მოუტანა, ამასთან მისი კარგი პასი დიდ როლს თამაშობს როგორც შეტევის წამოწყებაში, ასევე მის სწრაფ განვითარებაში. ფელაინი შესაძლოა კარგია დაცვაში და მეტოქის შეტევების ჩაშლაში, მაგრამ ის ვერ ინარჩუნებს მისი გუნდის ტემპს. ერერა ის ფეხბურთელია რომელიც აკონტროლებს და მხარს უბამს გუნდის ტემპს და მის მიმდინარეობას. ესპანელი უფრო დიდ როლს თამაშობს გუნდის შეტევის წამოწყებასა თუ განვითარებაში ვიდრე ბელგიელი.

მოურინიომ დაინახა ყველაფერი ეს და ამიტომაც შეაქო ესპანელი: "მე ის მომწონს. ის კარგია. ამიტომ ვფიქრობ რომ ის სულ იქნება ჩემთან. ხანდახან ძირითადში, ხანდახან სკამზე."

მოურინიოს მთავარი პრობლემა ერერას მოედანზე სწორად განწესებაა. "ლესტერთან" მან კარგად ითამაშა ჩამშლელის პოციზიაზე, მაგრამ როგორც პოგბა ერერაც შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, აქ უფრო კარგად შეიძლება მისი თვისებების გამოყენება.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ამ სეზონში ესპანელმა საშუალოდ ორთაბრძოლების 55% მოიგო.


სეზონის დასაწყისში მოურინიომ აღნიშნა რომ მისთვის კონკრეტული პოზიციის მოთამაშეებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მრავალფუნქციურ ფეხბურთელებს. ერერა უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მას უყვარს ბოლომდე დახარჯვა, ბურთის სწრაფად გადატანა მეტოქის ნახევარზე, დაკარგვის შემთხვევაში პრესინგი და კვლავ მისი დაბრუნება.

"იუნაიტედის" ნახევარდაცვა ფორმირების პროცესშია. "მანჩესტერს" სჭირდება სწრაფი და კრეატიული ნახევარდაცვა. პოლ პოგბა ის ფეხბურთელია რომელიც აუცილებლად იქნება მოედნის ცენტრში. მისი საუკეთესო მეწყვილე კი სწორედ ანდერ ერერა უნდა იყოს. ტემპის, აქტიურობის, ბურთის მოძრაობის და მომენტების შექმნაში ერერა ის ფეხბურთელია, რომელიც პოგბას და მთლიანად გუნდს იდეალურად წაადგება.

წყარო:Squawka.com





სტატიები
27 კომენტარი
№1
ავტორი: Lee Sharpe
26 სექტემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ძირითადის კაცია ეტყობა რომ თამაში უნდა და მაქსიმუმს დებს მოედანზე
7
№2
ავტორი: Dato Sirabidze
26 სექტემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ანდრესიტო ის ფეხბურთელია რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს. უბრალოდ როცა გოლს გაიტანს აი მაშინვე შეამჩნევ ამას. ამას გუნდი ყველაზე მეტად უყვარს დღეს ალბათ (გამოხატვის მიხედვით ასეა). სწორედ ის ფეხბურთელია რომელზეც იტყვი რომ ყველაფერს დებს მოედანზეო, ძალიან მაგრად მიყვარს და ვიცი რომ ბევრ სარგებელს მოიტანს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: crawling
26 სექტემბერი 2016 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ერერა აქამდეც უნდა ჩამჯდარიყო სასტავში წლები დაიკარგა ტყუილად
მე არ მახსოვს ამის ცუდი თამაში და რაც მთავარია დარტყმა აქვს ძაან მოუხერხებელი მეკარეებისთვის. კარგია თუ მიეცემა დრო მარა მწვრთნელი გვყავს დუყლუყა და მაგას რა ვუშველოთ
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
26 სექტემბერი 2016 22:40
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: crawling
ერერა აქამდეც უნდა ჩამჯდარიყო სასტავში წლები დაიკარგა ტყუილად
მე არ მახსოვს ამის ცუდი თამაში და რაც მთავარია დარტყმა აქვს ძაან მოუხერხებელი მეკარეებისთვის. კარგია თუ მიეცემა დრო მარა მწვრთნელი გვყავს დუყლუყა და მაგას რა ვუშველოთ

მწვრთნელმა თქვა ჩემთან იქნებაო, აწი ბევრ შეხვედრაში ათამაშებს მოურინიო არ ინერვიულო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: shotkin
26 სექტემბერი 2016 22:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერარა რამდენი ხანია ვამბობდი რო იდეალურია ეს კაცი ნახევარდაცვაში სწრაფია ტექნიკური პასიაქვს ხედვააქვს ბურთთან რბილად მოქმედებს მეტი რაქნას პოგბა და ეს იდეალურია და ქერიქი ჩამშლელად, Tumca ereras kargi patkatic aqvs da burtis artmevac xshirad uyvars
0
№6
ავტორი: Dato Sirabidze
26 სექტემბერი 2016 22:45
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: shotkin
ერარა რამდენი ხანია ვამბობდი რო იდეალურია ეს კაცი ნახევარდაცვაში სწრაფია ტექნიკური პასიაქვს ხედვააქვს ბურთთან რბილად მოქმედებს მეტი რაქნას პოგბა და ეს იდეალურია და ქერიქი ჩამშლელად, Tumca ereras kargi patkatic aqvs da burtis artmevac xshirad uyvars

ამიტომ 4–3–3 manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: POL POGBA END MEMPIS DEPAY
26 სექტემბერი 2016 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Hereira she genatale me ra ai namdvili manchestereli fexburteli romelic yvelafers aketebs mosagebad made gagrdzele DA pogbas ertad magari gaxvdebi
0
№8
ავტორი: gela-manutd
27 სექტემბერი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჰერერა მაგარია
0
№9
ავტორი: Sh-rati
27 სექტემბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
4-3-3 ,4_7- ar tamashobs es mwvrtneli ese da ha.4-2-3-1 ese icis xoda dges ereras vaqebt xval gavlanzgavt mere runis amovagdebt mere gavagmertebt da ese mara meti ra saqem gvaqvs egacaaa
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2016 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან კარგი იყო ანდერი ლესტეთან, მართლა სულს და გულს დებს მოედანზე, მაგრამ ჩემი აზრით მისი მთავარი ნაკლი ბურთთან ერთად მოძრაობაა, უმეტესად მოკლე პასებით და სივრცეების შექმნით გამოირჩევა მაგრამ კაი იქნება თუ ბურთთან ერთად მოძრაობას დახვეწს და იმოძრავებს ბურთიანად, ასე უფრო სარგებლის მომტანი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top