თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2016, 22:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4021,
კომენტარები: 27
მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"
ანდერ ერერა, როგორც მოურინიოს მთავარი იარაღი.
მოურინიო:
მისი ყოველი ვარდნა მეტოქის ფეხებში და გაკეთებული პასი მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებდა მოურინიოსგან "ლესტერთან" მატჩში. მოურინიოს ერერა ძალიან მოსწონს და ესპანელს დაუდგა ის დრო, როდესაც მან საბოლოოდ უნდა დაიმკვიდროს საკუთარი თავი გუნდის რიგებში.

"ლესტერთან" გამართული მატჩი იყო მისთვის მე–4 ამ სეზონში. ესპანელმა 2 მატჩი ჩემპიონატში ჩაატარა, 1 ევროპა ლიგაზე და 1 ლიგის თასზე.

როცა "იუნაიტედი" დერბის თამაშობდა, ერერა მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და იყო ერთ–ერთი თუ ერთადერთი არა რომელმაც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და გუნდისთვის სათამაშო უპირატესობის მოტანა.

მოურინიოს ერერას მონდომება და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დაუტოვებია. პორტუგალიელმა ესპანელი "ლესტერთან" მატჩში პოგბას მეწყვილედ გამოიყვანა მოედანზე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე. პოზიციის მიუხედავად მას სიღრმეში არ უთამაშია, მაგრამ 6 ჩაჭრის და 3 ზუსტი ვარდნის განხორციელება მოახერხა, რომ არაფერი ვთქვათ იმ სივრცეების შექმნაზე, რომლებიც მან თანაგუნდელებს შეუქმნა თავისი აქტიური გადაადგილებებით.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ანდერ ერერას 6 ჩაჭრა "ლესტერთან" მატჩში.


მას შემდეგ რაც სმოლინგმა "იუნაიტედს" ადრეული უპირატესობა მისცა, რამდენი წუთის შემდეგ ერერას აქტიურობით გუნდს მეორე გოლის გატანა შეეძლო. ესპანელმა ზუსტი შორეული გადაცემით იბრაჰიმოვიჩი გამოძებნა, რომელმაც მიღებული ბურთით რაშფორდი ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ დატოვა მაგრამ სამწუხაროდ ეს მომენტი გოლით არ დასრულებულა. ეს იყო კარგად შესრულებული სწრაფი კონტრშეტევა, რომელსაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები ნამდვილად მოწყურებულნი არიან.

ანდერს კარგი სტატისტიკა აქვს. მან თავისი შორეული გადაცემების 85% შეასრულა ზუსტად, ხოლო საერთო გადაცემების სიზუსტე 88%–ია. ერერა ბურთთან გაცილებით კარგია ვიდრე ფელაინია და ეს თითქმის ეჭვგარეშეა. ფელაინი იყო ფეხბურთელი, რომელმაც "უოტფორდთან" მატჩში ყველაზე მეტი გადაცემა შეასრულა. ეს ფაქტი მიუთითებს და კარგად აჩვენებს იმას თუ რამდენად უჭირდა "იუნაიტედს" შეტევის სწორად ორგანიზება. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი ფეხბურთი აჩვენა გუნდმა "უოტფორდთან".

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

"ლესტერთან" შესრულებული გადაცემები.


ანდერი კარგია და შეესაბამება ნახევარდაცვის ამ პოზიციას. მისმა აქტიურობამ გუნდს მეტი თავისუფალი სივრცე მოუტანა, ამასთან მისი კარგი პასი დიდ როლს თამაშობს როგორც შეტევის წამოწყებაში, ასევე მის სწრაფ განვითარებაში. ფელაინი შესაძლოა კარგია დაცვაში და მეტოქის შეტევების ჩაშლაში, მაგრამ ის ვერ ინარჩუნებს მისი გუნდის ტემპს. ერერა ის ფეხბურთელია რომელიც აკონტროლებს და მხარს უბამს გუნდის ტემპს და მის მიმდინარეობას. ესპანელი უფრო დიდ როლს თამაშობს გუნდის შეტევის წამოწყებასა თუ განვითარებაში ვიდრე ბელგიელი.

მოურინიომ დაინახა ყველაფერი ეს და ამიტომაც შეაქო ესპანელი: "მე ის მომწონს. ის კარგია. ამიტომ ვფიქრობ რომ ის სულ იქნება ჩემთან. ხანდახან ძირითადში, ხანდახან სკამზე."

მოურინიოს მთავარი პრობლემა ერერას მოედანზე სწორად განწესებაა. "ლესტერთან" მან კარგად ითამაშა ჩამშლელის პოციზიაზე, მაგრამ როგორც პოგბა ერერაც შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, აქ უფრო კარგად შეიძლება მისი თვისებების გამოყენება.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ამ სეზონში ესპანელმა საშუალოდ ორთაბრძოლების 55% მოიგო.


სეზონის დასაწყისში მოურინიომ აღნიშნა რომ მისთვის კონკრეტული პოზიციის მოთამაშეებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მრავალფუნქციურ ფეხბურთელებს. ერერა უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მას უყვარს ბოლომდე დახარჯვა, ბურთის სწრაფად გადატანა მეტოქის ნახევარზე, დაკარგვის შემთხვევაში პრესინგი და კვლავ მისი დაბრუნება.

"იუნაიტედის" ნახევარდაცვა ფორმირების პროცესშია. "მანჩესტერს" სჭირდება სწრაფი და კრეატიული ნახევარდაცვა. პოლ პოგბა ის ფეხბურთელია რომელიც აუცილებლად იქნება მოედნის ცენტრში. მისი საუკეთესო მეწყვილე კი სწორედ ანდერ ერერა უნდა იყოს. ტემპის, აქტიურობის, ბურთის მოძრაობის და მომენტების შექმნაში ერერა ის ფეხბურთელია, რომელიც პოგბას და მთლიანად გუნდს იდეალურად წაადგება.

წყარო:Squawka.com





სტატიები
27 კომენტარი
№11
ავტორი: chestersa
27 სექტემბერი 2016 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია ყოველთვის ყვეაზე მეტს იბრძვის მოედანზე და როცა თამაშობს ყოველთვის ბევრს აკეთებს გუნდისთვის აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს ეს კაცი!
0
№12
ავტორი: manuchari
27 სექტემბერი 2016 06:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ერერა მაგარი კაცია ის სუფთა ესპანუ თამაშ თამაშობს მოკლე უამრავი და მოკლე პასები ის სულსადა გულს დებს მოედანზე ყველგან არის სულ ოძრაობ და ბურთთან ყოფნა უნდა და აქ იცერება კროსი ან მოდრიჩი ვიყიდითო მარგალიტი ბრილიანტი სახლშ გვყავს სხვა რად გვინდა მიდი ერერა მას ნამდვილად უყვარს ემიუ და ემიუს გულშემატკივრები
0
№13
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2016 08:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Maqsimalurad ixarjeba uvelafers debs moedanze da rac mtavaria klasi aqvs da am yvelafers marto mondomebis xarjze ar aketebs ❤️
0
№14
ავტორი: MEMPHIS 7
27 სექტემბერი 2016 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მაგარი ბიჭია ერერაა ბასკია და აქ მებრძოლი სული ნამდვი წითელი ეშმაკია მაგრა მიყვარს ერერა

ეს არაფერ შუაშია მაგრამ ბეილს კონტრატს არუხანგრძლივებენ ვერ შეთახმდენ და ბეილი ამბობს რო დაიღალა კრიშტიანოს ჩრდილში ყოფნით და აგენტს დაავალა მანჩესტერთან მოლაპარაკებაა
0
№15
ავტორი: nika_nikusha
27 სექტემბერი 2016 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
გამოვლენ აქ მერე და დამიწყებენ კამათს ფელაინი ჯობია ერერასო და ფელაინის უხეშობა და უაზრო იდაყვების ქნევა უფრო ადგება გუნდსო derpwhy
0
№16
ავტორი: chudikone
27 სექტემბერი 2016 10:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი დაუფასებელი კაცი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: WeAreUnited
27 სექტემბერი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მე მომწონს ეს კაცი და თუ გინდა შეეცით ეხლა ფელაინი არის სხვა სტილის მოთამაშე ჩამშლელია არ აქვს პასი და ელემენტარული საფეხბურთო ინტელექტი არაა ეგ კაცი ასნავნოის

მე მომწონს ეს კაცი და თუ გინდა შეეცით ეხლა ფელაინი არის სხვა სტილის მოთამაშე ჩამშლელია არ აქვს პასი და ელემენტარული საფეხბურთო ინტელექტი არაა ეგ კაცი ასნავნოის
0
№18
ავტორი: Buk777
27 სექტემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
კი უნდა ადროვოს ნამდვილათ სამი ოთხი თამაში ამას ფელაინის ნაცვლათ და ნახოს რას იზამს უფრო მოქნილი და სწრაფია და სიმაგლე ამასაც არააქვს ნაკლები თან დაყენებული დარტყმა აქვს
0
№19
ავტორი: PaLoMo
27 სექტემბერი 2016 13:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
დგეს პოგბას მეწყვილედ ეს უნდა იყოს და არა სხვა ვინმე სულს და გულს დებს მატჩებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№20
ავტორი: ლადო
27 სექტემბერი 2016 15:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მომდევნო თამაშს ისე ვერ ჩაატარებს როგორც საჭიროა და დაიწყებთ ისევ, გააჯმეინეთ, ამას ხე ფელაინი ჯობია და ასე შემდეგ :D

ერერა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top