თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2016, 22:32
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4021,
კომენტარები: 27
მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"
ანდერ ერერა, როგორც მოურინიოს მთავარი იარაღი.
მოურინიო:
მისი ყოველი ვარდნა მეტოქის ფეხებში და გაკეთებული პასი მხოლოდ და მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებდა მოურინიოსგან "ლესტერთან" მატჩში. მოურინიოს ერერა ძალიან მოსწონს და ესპანელს დაუდგა ის დრო, როდესაც მან საბოლოოდ უნდა დაიმკვიდროს საკუთარი თავი გუნდის რიგებში.

"ლესტერთან" გამართული მატჩი იყო მისთვის მე–4 ამ სეზონში. ესპანელმა 2 მატჩი ჩემპიონატში ჩაატარა, 1 ევროპა ლიგაზე და 1 ლიგის თასზე.

როცა "იუნაიტედი" დერბის თამაშობდა, ერერა მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა და იყო ერთ–ერთი თუ ერთადერთი არა რომელმაც შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და გუნდისთვის სათამაშო უპირატესობის მოტანა.

მოურინიოს ერერას მონდომება და შესაძლებლობები უყურადღებოდ არ დაუტოვებია. პორტუგალიელმა ესპანელი "ლესტერთან" მატჩში პოგბას მეწყვილედ გამოიყვანა მოედანზე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე. პოზიციის მიუხედავად მას სიღრმეში არ უთამაშია, მაგრამ 6 ჩაჭრის და 3 ზუსტი ვარდნის განხორციელება მოახერხა, რომ არაფერი ვთქვათ იმ სივრცეების შექმნაზე, რომლებიც მან თანაგუნდელებს შეუქმნა თავისი აქტიური გადაადგილებებით.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ანდერ ერერას 6 ჩაჭრა "ლესტერთან" მატჩში.


მას შემდეგ რაც სმოლინგმა "იუნაიტედს" ადრეული უპირატესობა მისცა, რამდენი წუთის შემდეგ ერერას აქტიურობით გუნდს მეორე გოლის გატანა შეეძლო. ესპანელმა ზუსტი შორეული გადაცემით იბრაჰიმოვიჩი გამოძებნა, რომელმაც მიღებული ბურთით რაშფორდი ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ დატოვა მაგრამ სამწუხაროდ ეს მომენტი გოლით არ დასრულებულა. ეს იყო კარგად შესრულებული სწრაფი კონტრშეტევა, რომელსაც "იუნაიტედის" გულშემატკივრები ნამდვილად მოწყურებულნი არიან.

ანდერს კარგი სტატისტიკა აქვს. მან თავისი შორეული გადაცემების 85% შეასრულა ზუსტად, ხოლო საერთო გადაცემების სიზუსტე 88%–ია. ერერა ბურთთან გაცილებით კარგია ვიდრე ფელაინია და ეს თითქმის ეჭვგარეშეა. ფელაინი იყო ფეხბურთელი, რომელმაც "უოტფორდთან" მატჩში ყველაზე მეტი გადაცემა შეასრულა. ეს ფაქტი მიუთითებს და კარგად აჩვენებს იმას თუ რამდენად უჭირდა "იუნაიტედს" შეტევის სწორად ორგანიზება. ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორი ფეხბურთი აჩვენა გუნდმა "უოტფორდთან".

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

"ლესტერთან" შესრულებული გადაცემები.


ანდერი კარგია და შეესაბამება ნახევარდაცვის ამ პოზიციას. მისმა აქტიურობამ გუნდს მეტი თავისუფალი სივრცე მოუტანა, ამასთან მისი კარგი პასი დიდ როლს თამაშობს როგორც შეტევის წამოწყებაში, ასევე მის სწრაფ განვითარებაში. ფელაინი შესაძლოა კარგია დაცვაში და მეტოქის შეტევების ჩაშლაში, მაგრამ ის ვერ ინარჩუნებს მისი გუნდის ტემპს. ერერა ის ფეხბურთელია რომელიც აკონტროლებს და მხარს უბამს გუნდის ტემპს და მის მიმდინარეობას. ესპანელი უფრო დიდ როლს თამაშობს გუნდის შეტევის წამოწყებასა თუ განვითარებაში ვიდრე ბელგიელი.

მოურინიომ დაინახა ყველაფერი ეს და ამიტომაც შეაქო ესპანელი: "მე ის მომწონს. ის კარგია. ამიტომ ვფიქრობ რომ ის სულ იქნება ჩემთან. ხანდახან ძირითადში, ხანდახან სკამზე."

მოურინიოს მთავარი პრობლემა ერერას მოედანზე სწორად განწესებაა. "ლესტერთან" მან კარგად ითამაშა ჩამშლელის პოციზიაზე, მაგრამ როგორც პოგბა ერერაც შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, აქ უფრო კარგად შეიძლება მისი თვისებების გამოყენება.

მოურინიო:"ის სულ ჩემთან იქნება"

ამ სეზონში ესპანელმა საშუალოდ ორთაბრძოლების 55% მოიგო.


სეზონის დასაწყისში მოურინიომ აღნიშნა რომ მისთვის კონკრეტული პოზიციის მოთამაშეებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მრავალფუნქციურ ფეხბურთელებს. ერერა უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მას უყვარს ბოლომდე დახარჯვა, ბურთის სწრაფად გადატანა მეტოქის ნახევარზე, დაკარგვის შემთხვევაში პრესინგი და კვლავ მისი დაბრუნება.

"იუნაიტედის" ნახევარდაცვა ფორმირების პროცესშია. "მანჩესტერს" სჭირდება სწრაფი და კრეატიული ნახევარდაცვა. პოლ პოგბა ის ფეხბურთელია რომელიც აუცილებლად იქნება მოედნის ცენტრში. მისი საუკეთესო მეწყვილე კი სწორედ ანდერ ერერა უნდა იყოს. ტემპის, აქტიურობის, ბურთის მოძრაობის და მომენტების შექმნაში ერერა ის ფეხბურთელია, რომელიც პოგბას და მთლიანად გუნდს იდეალურად წაადგება.

წყარო:Squawka.com





სტატიები
27 კომენტარი
№21
ავტორი: levionok
27 სექტემბერი 2016 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ნელ ნელა მივდივართ 4-3-3 ისკენ როგორც იქნა მიხვდნენ და აღარ იქნება მარტო ვიგნერებზე დამოკიდებული შეტევის სისწრაფელესტერთან თამაშში ბევრი რამე გამოჩნდა რიი დახვეწაც და რიი გამოსწორებაც არი შესაძლებელიმალე ლივერპულთან მოდის შეხვედრა და იდეალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ
0
№22
ავტორი: kantona-7
27 სექტემბერი 2016 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დადეთ სიახლერა 3d_1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№23
ავტორი: Dato Sirabidze
27 სექტემბერი 2016 16:48
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: kantona-7
დადეთ სიახლერა 3d_1

რა სიახლე ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№24
ავტორი: Malboro463
27 სექტემბერი 2016 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სევილის,ბილბაოს დონის ფეხბურთელია
თან არასტაბილურიცა ამ დონის ფეხბურთელებით რომ დაკომპლექტდა გუნდი იმიტოა ასეთ დღეში
0
№25
ავტორი: kantona-7
27 სექტემბერი 2016 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: kantona-7
დადეთ სიახლერა 3d_1

რა სიახლე ? wink

სიახლე lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№26
ავტორი: Legend Sir Alex
27 სექტემბერი 2016 21:45
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
რატომ არ უნდა გიყვარდეს იუნაიტედის ფანს ერერა ვერ ვხვდები, ტიპს იუნაიტედი სიგიჟემდე უყვარს მისი რექციები იუნაიტედის გატანილ გოლებზე, რომ ნახო ერთი სიამოვნებაა ისეთ ემოციას გამოხატავს ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯება. ძაან მიყვარს ერერა და ძაან ვაფასებ ჩვენ ბასკს love
0
№27
ავტორი: Malboro463
27 სექტემბერი 2016 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მასე იანვსაც უყვარს უნაიტედი დ გიბსონსაც უყვარდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top