თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 23:25
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3684,
კომენტარები: 30
დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".
დეილი ბლინდი როგორც "იუნაიტედის" ერთ–ერთი მთავარი ფეხბურთელი.
დეილი ბლინდი – დაუფასებელი
დერბი "სიტისთან" ის მატჩია რომელიც ჰოლანდიელმა აუცილებლად უნდა დაივიწყოს, რადგანაც მისმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა "იუნაიტედს" ორი გაშვებული ბურთი მოუტანა.

ერთი მატჩით "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა დეილი არ უნდა შეაფასონ, რადგანაც ის გუნდის ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა და კრიტიკოსებს ამას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს.

ბლინდმა არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწია დაცვის ხაზში კრის სმოლინგს. მან 55 შეხვედრაში ითამაშა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც არც ერთ "იუნაიტედის" ფეხბურთელს არ ჰქონია ბოლო 21 წლის განმავლობაში.

ბლინდმა სმოლინგთან ერთად გუნდს 18–ჯერ დაეხმარა პრემიერ ლიგაში კარის მშრალად შენახვაში, რის შედეგადაც "მანჩესტერმა" "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები გუნდის სტატუსი გაინაწილა.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

გასული სეზონის მთავარ გმირად კრის სმოლინგი დასახელდა, რადგანაც მან როგორც იქნა დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ინგლისელს მძიმე პერიოდი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის გუნდში ფერგიუსონმა მოიყვანა, ტრავმები, პრობლემები სასტარტოში დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა, მაგრამ ბლინდი მეტ შექებას იმსახურებს.

უცხო არავისთვის არაა რომ ჰოლანდიელი ფიზიკური სიძლიერის და სიმაღლის კომპონენტში მოიკოჭლებს და ეს მას ხელს უშლის მოიაზრებოდეს დაცვის ცენტრის როგორც მთავარი კანდიდატი, მაგრამ მისი ინტელექტი და თამაშის კითხვის უნარი ამ მინუსებს ფარავს.

როცა ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა, თანაც დედლაინზე, ყველას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მის ტრანსფერზე. უმეტესად ეს იყო დადებითი ემოციები, რადგანაც გულშემატკივრებს ახსოვდათ მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. განსაკუთრებით ალბათ ის დასამახსოვრებელი გადაცემა, როდესაც ვან პერსიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის პერიოდი "იუნაიტედში" ნამდვილად არ იყო იდეალური, ყველა დაგვეთანხმება რომ ბლინდი მისი პერიოდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

ბლინდს ჰყავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიბაძოს და ეს მისი მამაა, ცნობილი ფეხბურთელი რომელმაც კარიერა ფლანგის მცველად დაიწყო და თანდათანობით დაცვის ცენტრში გადავიდა. როგორც მისი შვილი, დანი ბლინდიც თამაშობდა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "აიაქსში", სადაც ის 3–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამასთან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.

სანამ დეილი დაცვის ცენტრში გადავიდოდა, საწყის ეტაპზე ის იყო როგორც ფლანგის მცველი, ასევე ჩამშლელი ნახევარმცველი. მაშინ როცა გუნდს ტრავმები ჰქონდა მისი უნივერსალობა იყო გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "იუნაიტედისთვის". უნივერსალობა ბლინდის ერთ–ერთი მთავარი კოზირია.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ბლინდის საუკეთესო პოზიციასთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვაა, რადგანაც კარიერის მანძილზე მან ისეთ პოზიციებზე ითამაშა, როგორიცაა ცენტრალური მცველი, მარცხენა ფლანგის მცველი, ჩამშლელი ნახევარმცველი, მარცხენა ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი. "აიაქსში" ის ჩამშლელი ნახევამრცველის პოზიციაზე თამაშობდა, პოზიცია რომელიც მას ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამება და მოურინიომ ის სწორედ ამ პოზიციაზე უნდა ათამაშოს. ბლინდმა "აიაქსს" 4–ჯერ დაეხმარა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.

ჩვენ ვიცით რომ მოურინიოს უყვარს ძლიერი ცენტრალური მცველების ყოლა. ეს იმას ნიშნავს რომ დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ბაიი–სმოლინგის წყვილს ვიხილავთ, რაც ბლინდს საშუალებას მისცემს უფრო "ზევით" წაიწიოს.

"იუნაიტედის" ახლანდელი ნახევარდაცვა გუნდს ვერანაირ საჩემპიონო ბრძოლას ვერ დაპირდება, ბლინდის აქ განწესება კი ნახევარდაცვას უფრო ეფექტურს გახდის.

ცენტრში პოგბასა და ფელაინის წყვილი, რომელსაც წინ უეინ რუნი ჰყავს "ათიანზე" არაეფექტურია და ამ თემაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ.

პოგბასთვის მეტი თავისუფლების მიცემა და დაცვითი ფუნქციების ფელაინიზე განაწილება გუნდისთვის პრობლემას ხდის სწრაფ ფეხბურთელებთან წინააღმდეგ თამაშში. გასათვალისწინებელია ის თუ როგორ სწრაფად "ბერდება" უეინ რუნი, მოურინიომ აუცილებლად უნდა შეცვალოს ცენტრის განლაგება.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ხელმძღვანელობას 89 მილიონი ფუნტი არ გადაუხდიათ ფეხბურთელში, რომელმაც დაცვითი როლი უნდა მოირგოს მოედანზე. იმისათვის რომ პოგბა შემტევი გახდეს, ჟოზეს 4–3–3 სისტემაზე მოუწევს გადართვა.

კაპიტანი დიდებული შემქმნელი და შემსრულებელი იყო, მაგრამ მისი თამაში დღეს უკვე ძალზედ პროგნოზირებადია. ამასთან ის ფაქტია რომ ფელაინი არ არის ტიპური ჩამშლელი ნახევარმცველი და მას მუდამ უყვარდა წინ წასვლა და შეტევებში ჩართვა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის და მეტოქეს უფრო მეტად უადვილებს საქმეს.

რადგანაც ნახევარდაცვა არ არის იდეალური, უნდა განვიხილოთ ბლინდის კანდიდატურა. ბლინდი კარგია დაცვის ცენტრში, მაგრამ რეალურად ის გაცილებით უკეთესი იქნება მოედნის ცენტრში(ჩამშლელის პოზიციაზე). ბლინდი აქ უფრო თავისუფალი იქნება, ამასთან ის იმ მთავარ ბალანსს შექმნის, რაც გუნდს ასე აკლია. ნახევარდაცვისა და თავდასხმის კავშირი ისევე ცუდია როგორც რუნის და ფელაინის, ერთ–ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეცვალოს ბლინდმა.

მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, კარგად გამოჩნდა რომ მოურინიო კვლავ ეძებს იდეალურ განლაგებას. ის აუცილებლად დასვამს ფეხბურთელებს სკამზე, მაგრამ ბლინდის სკამზე დასმა მხოლოდ პრობლემას მოუტანს "იუნაიტედს".

ბლინდი არ იყო არც "უოტფორდთან" და არც "ფეინოორდთან" მატჩში, გუნდმა ორივე მატჩი წააგო და კარგად იგრძნობოდა თუ როგორ ჭირდა მომენტების შექმნა, თამაში დაცვიდან და ა.შ.

სმოლინგს და ბაიის უჭირთ შეტევის წამოწყება, პასის გაკეთება, ბლინდის არ ყოფნა აისახება გუნდის ბურთის კონტროლზე როგორც მეტოქის, ასევე თავიანთ ნახევარზე.

ჰოლანდიელი ალბათ მსოფლიო ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ბლინდი "იუნაიტედს" სჭირდება, თუ სად ეს მოურინიომ უნდა გადაწყვიტოს.

წყარო:Dailyrecord.co.uk
სტატიები
30 კომენტარი
№1
ავტორი: chestersa
25 სექტემბერი 2016 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ცენტრალურ მცველად ნუ დააყენებს და ფლანგზეც და საყრდენადაც ძალიან მაგარია!
3
№2
ავტორი: Mike
25 სექტემბერი 2016 23:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ბლინდის საჭირო ფეხბურთელია უბრალოდ რომელიმე მწვრთნელმა უნდა მოუნახოს იდეალური პოზიცია თორე ცოდოა ესე აქეთ იქეთ , ნახევარდაცვაში მაინტერესებს ძალიან როგორ იქნება პოგბასთან ერთად
3
№3
ავტორი: kantona-7
26 სექტემბერი 2016 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჩამშლელად დააყენოს ძალიან მაგრად ითამაშებს მაგპოზიციაზე>>>მე მაგრად მევასება ესკაცი და ძაან კლასნი პასიაქვს
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: ikeoni
26 სექტემბერი 2016 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
martla sachiro motamashea ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2016 00:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩამშლელი ნახევარმცველი საუკეთესო პოზიციაა ჩემი აზრით ბლინისთვის
0
№6
ავტორი: manfan
26 სექტემბერი 2016 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
+ ყველაზე კარგი ჩამწოდებელიცაა
0
№7
ავტორი: tupaca
26 სექტემბერი 2016 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ბლინდი მართლა მაგარი გვყავს სადაც გვჭირდება იქ დგება კაცი :)) ხო მართლა ლესტერთან რუნი რო არ აწოდებდა კუთხურებს იმიტო შევყარეთ გოლები და ბლინდს სტანდარტულების შესრულებაც კარგად შეუძლია და პასის კულტურაც მშვენიერი აქ ასე რო ბლინდი უნდა იყოს სასტავში და თუ სად მაგაზე მაურინიომ იმტვრიოს თავი :D
0
№8
ავტორი: gela-manutd
26 სექტემბერი 2016 01:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ლესტერთან ყველა კაი იყო
0
№9
ავტორი: chestersa
26 სექტემბერი 2016 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ჩამშლელად მეც მინდ პოგბას გვერდით ბოლო-ბოლო სოუ რომ დაბრუნდება ეს ფლანგზე ვეღარ დადგება ცენტრშიც ნაღდად არ არის ამის ადგილი საუკეთესო პოზიცია ამისთვის იქნება საყრდენი მაგრამ ერერა უნდა დაჯდეს სკამზე მაშინ და ცოდოა ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელია და მაგრადაც თამაშობს ან მეორე ვარიანტიცაა ბლინდი საყრდენად და ერერა 10-ზე მატა სკაზე მაგრამ საუკეთესო მაინც პოგბა 10-იანზე და ცენტრში ბლინდი და ერერა ერთად მემგონ საუკეთესო ვარიანტი ესაა იმედია გააკეთებს ამას მოუ! ლინგარდი და დეპაი მოაშოროს ოღონდ!
0
№10
ავტორი: JuanMata
26 სექტემბერი 2016 09:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საყრდენზე გაუშვას, კერიკის ტიპია ჩემი აზრით, აუღელვებლად თამაშობს, ბურთებს გაანაწილებს, შეტევაში გადაიტანს თამაშს კარგად, დაცვაში იმხელა გამოცდილება მიიღო არც შეტევების ჩაშლა გაუჭირდება, თან მოწინააღმდეგის თამაშს კითხულობს და დამზღვევებიც ჰყავს უკან. და ფაქტია კუთხურები დეილიმ უნდა ჩააწოდოს.
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top