თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 23:25
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3689,
კომენტარები: 30
დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".
დეილი ბლინდი როგორც "იუნაიტედის" ერთ–ერთი მთავარი ფეხბურთელი.
დეილი ბლინდი – დაუფასებელი
დერბი "სიტისთან" ის მატჩია რომელიც ჰოლანდიელმა აუცილებლად უნდა დაივიწყოს, რადგანაც მისმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა "იუნაიტედს" ორი გაშვებული ბურთი მოუტანა.

ერთი მატჩით "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა დეილი არ უნდა შეაფასონ, რადგანაც ის გუნდის ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა და კრიტიკოსებს ამას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს.

ბლინდმა არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწია დაცვის ხაზში კრის სმოლინგს. მან 55 შეხვედრაში ითამაშა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც არც ერთ "იუნაიტედის" ფეხბურთელს არ ჰქონია ბოლო 21 წლის განმავლობაში.

ბლინდმა სმოლინგთან ერთად გუნდს 18–ჯერ დაეხმარა პრემიერ ლიგაში კარის მშრალად შენახვაში, რის შედეგადაც "მანჩესტერმა" "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები გუნდის სტატუსი გაინაწილა.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

გასული სეზონის მთავარ გმირად კრის სმოლინგი დასახელდა, რადგანაც მან როგორც იქნა დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ინგლისელს მძიმე პერიოდი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის გუნდში ფერგიუსონმა მოიყვანა, ტრავმები, პრობლემები სასტარტოში დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა, მაგრამ ბლინდი მეტ შექებას იმსახურებს.

უცხო არავისთვის არაა რომ ჰოლანდიელი ფიზიკური სიძლიერის და სიმაღლის კომპონენტში მოიკოჭლებს და ეს მას ხელს უშლის მოიაზრებოდეს დაცვის ცენტრის როგორც მთავარი კანდიდატი, მაგრამ მისი ინტელექტი და თამაშის კითხვის უნარი ამ მინუსებს ფარავს.

როცა ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა, თანაც დედლაინზე, ყველას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მის ტრანსფერზე. უმეტესად ეს იყო დადებითი ემოციები, რადგანაც გულშემატკივრებს ახსოვდათ მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. განსაკუთრებით ალბათ ის დასამახსოვრებელი გადაცემა, როდესაც ვან პერსიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის პერიოდი "იუნაიტედში" ნამდვილად არ იყო იდეალური, ყველა დაგვეთანხმება რომ ბლინდი მისი პერიოდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

ბლინდს ჰყავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიბაძოს და ეს მისი მამაა, ცნობილი ფეხბურთელი რომელმაც კარიერა ფლანგის მცველად დაიწყო და თანდათანობით დაცვის ცენტრში გადავიდა. როგორც მისი შვილი, დანი ბლინდიც თამაშობდა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "აიაქსში", სადაც ის 3–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამასთან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.

სანამ დეილი დაცვის ცენტრში გადავიდოდა, საწყის ეტაპზე ის იყო როგორც ფლანგის მცველი, ასევე ჩამშლელი ნახევარმცველი. მაშინ როცა გუნდს ტრავმები ჰქონდა მისი უნივერსალობა იყო გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "იუნაიტედისთვის". უნივერსალობა ბლინდის ერთ–ერთი მთავარი კოზირია.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ბლინდის საუკეთესო პოზიციასთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვაა, რადგანაც კარიერის მანძილზე მან ისეთ პოზიციებზე ითამაშა, როგორიცაა ცენტრალური მცველი, მარცხენა ფლანგის მცველი, ჩამშლელი ნახევარმცველი, მარცხენა ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი. "აიაქსში" ის ჩამშლელი ნახევამრცველის პოზიციაზე თამაშობდა, პოზიცია რომელიც მას ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამება და მოურინიომ ის სწორედ ამ პოზიციაზე უნდა ათამაშოს. ბლინდმა "აიაქსს" 4–ჯერ დაეხმარა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.

ჩვენ ვიცით რომ მოურინიოს უყვარს ძლიერი ცენტრალური მცველების ყოლა. ეს იმას ნიშნავს რომ დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ბაიი–სმოლინგის წყვილს ვიხილავთ, რაც ბლინდს საშუალებას მისცემს უფრო "ზევით" წაიწიოს.

"იუნაიტედის" ახლანდელი ნახევარდაცვა გუნდს ვერანაირ საჩემპიონო ბრძოლას ვერ დაპირდება, ბლინდის აქ განწესება კი ნახევარდაცვას უფრო ეფექტურს გახდის.

ცენტრში პოგბასა და ფელაინის წყვილი, რომელსაც წინ უეინ რუნი ჰყავს "ათიანზე" არაეფექტურია და ამ თემაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ.

პოგბასთვის მეტი თავისუფლების მიცემა და დაცვითი ფუნქციების ფელაინიზე განაწილება გუნდისთვის პრობლემას ხდის სწრაფ ფეხბურთელებთან წინააღმდეგ თამაშში. გასათვალისწინებელია ის თუ როგორ სწრაფად "ბერდება" უეინ რუნი, მოურინიომ აუცილებლად უნდა შეცვალოს ცენტრის განლაგება.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ხელმძღვანელობას 89 მილიონი ფუნტი არ გადაუხდიათ ფეხბურთელში, რომელმაც დაცვითი როლი უნდა მოირგოს მოედანზე. იმისათვის რომ პოგბა შემტევი გახდეს, ჟოზეს 4–3–3 სისტემაზე მოუწევს გადართვა.

კაპიტანი დიდებული შემქმნელი და შემსრულებელი იყო, მაგრამ მისი თამაში დღეს უკვე ძალზედ პროგნოზირებადია. ამასთან ის ფაქტია რომ ფელაინი არ არის ტიპური ჩამშლელი ნახევარმცველი და მას მუდამ უყვარდა წინ წასვლა და შეტევებში ჩართვა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის და მეტოქეს უფრო მეტად უადვილებს საქმეს.

რადგანაც ნახევარდაცვა არ არის იდეალური, უნდა განვიხილოთ ბლინდის კანდიდატურა. ბლინდი კარგია დაცვის ცენტრში, მაგრამ რეალურად ის გაცილებით უკეთესი იქნება მოედნის ცენტრში(ჩამშლელის პოზიციაზე). ბლინდი აქ უფრო თავისუფალი იქნება, ამასთან ის იმ მთავარ ბალანსს შექმნის, რაც გუნდს ასე აკლია. ნახევარდაცვისა და თავდასხმის კავშირი ისევე ცუდია როგორც რუნის და ფელაინის, ერთ–ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეცვალოს ბლინდმა.

მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, კარგად გამოჩნდა რომ მოურინიო კვლავ ეძებს იდეალურ განლაგებას. ის აუცილებლად დასვამს ფეხბურთელებს სკამზე, მაგრამ ბლინდის სკამზე დასმა მხოლოდ პრობლემას მოუტანს "იუნაიტედს".

ბლინდი არ იყო არც "უოტფორდთან" და არც "ფეინოორდთან" მატჩში, გუნდმა ორივე მატჩი წააგო და კარგად იგრძნობოდა თუ როგორ ჭირდა მომენტების შექმნა, თამაში დაცვიდან და ა.შ.

სმოლინგს და ბაიის უჭირთ შეტევის წამოწყება, პასის გაკეთება, ბლინდის არ ყოფნა აისახება გუნდის ბურთის კონტროლზე როგორც მეტოქის, ასევე თავიანთ ნახევარზე.

ჰოლანდიელი ალბათ მსოფლიო ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ბლინდი "იუნაიტედს" სჭირდება, თუ სად ეს მოურინიომ უნდა გადაწყვიტოს.

წყარო:Dailyrecord.co.uk
სტატიები
30 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
26 სექტემბერი 2016 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
ციტატა: JuanMata
საყრდენზე გაუშვას, კერიკის ტიპია ჩემი აზრით, აუღელვებლად თამაშობს, ბურთებს გაანაწილებს, შეტევაში გადაიტანს თამაშს კარგად, დაცვაში იმხელა გამოცდილება მიიღო არც შეტევების ჩაშლა გაუჭირდება, თან მოწინააღმდეგის თამაშს კითხულობს და დამზღვევებიც ჰყავს უკან. და ფაქტია კუთხურები დეილიმ უნდა ჩააწოდოს.

რის დაწერასაც ვაპირებდი ყველაფერი დაწერე ამ რამდენიმე წინადადებაში hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: Solskjær20
26 სექტემბერი 2016 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
კარგი იქნება მოურინიო საყრდენად თუ დააყენებს.
0
№13
ავტორი: GeorgeBest
26 სექტემბერი 2016 10:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა სულ დედის ტრაკს აგინებდა ყველა winked

უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა, ყველა მატჩი ჩაატარა თითქმის და უმეტესად იქ იდგა რაც საერთოდ არ იყო ამის პოზიცია. სიმარტლე რომ ვთქვა უკვე აღარც ვიცი რა არის ბლინდის პოზიცია

მეც იმ კატეგორიაში ვარ ვინც ბლინდს ჩამშლელად მოიაზრებს. ადრე სარისკო იყო, ჯერ ერთი მარტო ვერ დადგებოდა ნახევარდაცვაში და მეორეც შეცდომებს უშვებდა ხშირად. ეხლა ეს პრობლემა ასე თუ ისე მოაგვარა
1
№14
ავტორი: dybbuk
26 სექტემბერი 2016 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
მიუხედავად იმისა რო მთელი წინა სეზონი სმოლინგთან ერთად იდგა ცენტრში, სიტისთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რო ეს ის პოზიციაა სადაც ყველაზე ნაკლებად უნდა თამაშობდეს, ესეთი უნივერსალები დღეს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია და აუცილებლად უნდა გამოიყენოს მოუმ მისი პოტენციალი
0
№15
ავტორი: giotsitsila
26 სექტემბერი 2016 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
კარგი სტატიაა, სეზონი გვანახებს რა და როგორ იქნება, მთავარია სტაბილური იყოს ბლინდიც და მთელი გუნდიც, სტაბილურობა აკლია მთელ გუნდს.

პ.ს "მოძმე" კლუბის გვერდიდან პოგბაზე :D
აგერ დაიმახსოვრეთ სიტი, არსენალი, ლივერპული, ამ ბაზრის კახპ…ს გუნდს გადაასწრებს და ეს სულ მინიმუმ, იქ ჩელსიც და ტოტენჰემიც გადაასწრებს ძალიან დიდი ალბათობით და თქვენ ნახეთ ამ ჩამოთვლილი გუნდებიდან რამდენი მოუგებს თუ ყველამ არა მაგ მონის გუნდს, კონტე დაროსგავს ყველას ამ ორი ჩაგდებული თამაშის გამო და ნახეთ ჩელსიც როგორ დაიქოქოს, თან გუნდის ძირითადი ბირთვი დიდი ხანია ერთად თამაშობს და მათ ემოციური ქარიზმატული მვრთნელი სჭირდებოდათ და ასევე ტაქტიკოსი, როგორიც კონტეა, უბრალოდ ადაბტაცია ჭირდება ცოტა, ძალან მეზზღეა და ბევრს შეზიზღდა თაისი არასწორი სრული ამ სიტყვის მნშვნელობით არასწორი არჩევნის გამო ეგ მონა, არანაირი ლოგკით საერთოდ აბსურდული გადაწყვეტილება ყოველგვარ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება მიიღო, ბოლოს და ბოლოს და ბოლოს ერთი სეზონი მაინც დალოდებოდა, რა იცი იქნებ ლიგას იგებ, იქნებ ოქროს ბურთს იგებ, რა გუნდი გყავს, როგორი დაბალანსებული და იუვეს ფაქტიურად ყელაზე ძლიერი და დაბალანსებული ყველა ვარსკვლავი ეყოლებოდა თან ისე კი არა არაეული რომ იყო რეალი გალაქტიკოს დროს, არამედ ყველამ თავისი ადგილი იცის, ახლა ვიოცოთ მართლა რომ მარკიზიო სასწაულ ფორმაში დაბრუნდეს, მერე სეიძლება რაღაცაზე ფიქრი, თუ ტრანვებმა არ შეგვაწუხეს
0
№16
ავტორი: Salome
26 სექტემბერი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
ამდენი სიმართლე და კარგი, მგონი პირველად დაიწერა ჩემს ბლინდი მინდიზე ❤❤❤ მიხარია, რომ საბოლოოდ იწყებს ხალხი მის ისე დაფასებას როგორც იმსახურებს ❤❤❤
1
№17
ავტორი: just-rezi
26 სექტემბერი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ჩემი აზრით პოგბას უნდა შეუწყვილოს და ცადოს რა გამოუვათ, რათქმაუნდა ჩამშლელად კარგად უნდა გაართვას თავი და სიღრმიდან მისი გრძელი პასები კარგად გამოადგება გუნდს, შესანიშნავი ხედვა აქვს მოედნის რაც იშვიათია ამ ამპლუის ფეხბურთელისთვის პრაკრიკულად უნივერსალია და ცოდოა სკამის სახეხად
0
№18
ავტორი: tyeshela1
26 სექტემბერი 2016 12:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მე არ მესმის კერიკი რატო არ უნდა ათამაშო პოგბას გვერდზე ან ერერა და პოგბა. კერიკის ასაკი ნამდვილად არის გასათვალისწინებელი მაგრამ კაცს შეუძლოია თამაში და ამაში ასაკი ხელს არ უშლის ამიტომ ასეთი გამოცდილი ნახევარმცველის სკამზე დატოვება გაუმართლებელია ჩემთვის
0
№19
ავტორი: PrinceZlatan
26 სექტემბერი 2016 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ბლინდი არის ფეხბურთელი ინტელექტით.რაც ძალიან დაგვაკლდა თითქოს.პოგბა,ფელაინი,ბეილი,სმოლინგი და ზლატანი ფიზიკურად ძლიერები არიან,მაგრამ საფეხბურთო ინტელექტი ბლინდს მათზე ბევრად მეტი აქვს ჩემი აზრით.საჭირო ფეხბურთელია და მარცხენა მცველის პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა გუშინ.
0
№20
ავტორი: MEMPHIS 7
26 სექტემბერი 2016 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ბლინდი იმენა მოზგია სასტარტოს კაცია მაგრამ სად უნდა დავაყენოთ რო ცენტრალურ მცველად ნაღდად არმინდა ბაი სმოლინგი კარგია საყრდენად მაგრამ ერეაც მომწონს ძალიან არვიცი რაა შოუს ამოგდების შანსი არააქ ანდა რა პასებს ანაწილებს ბლინდი მარჯვნიდამნ ვალენსიას ვერშეცვლის არამგონია ამ პოზიციაზე კარგი იყოს უფრო საყრდენად რა დაცვასაც დაეხმარება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top