თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2016, 23:25
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3689,
კომენტარები: 30
დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".
დეილი ბლინდი როგორც "იუნაიტედის" ერთ–ერთი მთავარი ფეხბურთელი.
დეილი ბლინდი – დაუფასებელი
დერბი "სიტისთან" ის მატჩია რომელიც ჰოლანდიელმა აუცილებლად უნდა დაივიწყოს, რადგანაც მისმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა "იუნაიტედს" ორი გაშვებული ბურთი მოუტანა.

ერთი მატჩით "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა დეილი არ უნდა შეაფასონ, რადგანაც ის გუნდის ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა და კრიტიკოსებს ამას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს.

ბლინდმა არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწია დაცვის ხაზში კრის სმოლინგს. მან 55 შეხვედრაში ითამაშა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც არც ერთ "იუნაიტედის" ფეხბურთელს არ ჰქონია ბოლო 21 წლის განმავლობაში.

ბლინდმა სმოლინგთან ერთად გუნდს 18–ჯერ დაეხმარა პრემიერ ლიგაში კარის მშრალად შენახვაში, რის შედეგადაც "მანჩესტერმა" "ტოტენჰემთან" ერთად ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები გუნდის სტატუსი გაინაწილა.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

გასული სეზონის მთავარ გმირად კრის სმოლინგი დასახელდა, რადგანაც მან როგორც იქნა დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ინგლისელს მძიმე პერიოდი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის გუნდში ფერგიუსონმა მოიყვანა, ტრავმები, პრობლემები სასტარტოში დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა, მაგრამ ბლინდი მეტ შექებას იმსახურებს.

უცხო არავისთვის არაა რომ ჰოლანდიელი ფიზიკური სიძლიერის და სიმაღლის კომპონენტში მოიკოჭლებს და ეს მას ხელს უშლის მოიაზრებოდეს დაცვის ცენტრის როგორც მთავარი კანდიდატი, მაგრამ მისი ინტელექტი და თამაშის კითხვის უნარი ამ მინუსებს ფარავს.

როცა ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა, თანაც დედლაინზე, ყველას განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მის ტრანსფერზე. უმეტესად ეს იყო დადებითი ემოციები, რადგანაც გულშემატკივრებს ახსოვდათ მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. განსაკუთრებით ალბათ ის დასამახსოვრებელი გადაცემა, როდესაც ვან პერსიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის პერიოდი "იუნაიტედში" ნამდვილად არ იყო იდეალური, ყველა დაგვეთანხმება რომ ბლინდი მისი პერიოდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.

ბლინდს ჰყავს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიბაძოს და ეს მისი მამაა, ცნობილი ფეხბურთელი რომელმაც კარიერა ფლანგის მცველად დაიწყო და თანდათანობით დაცვის ცენტრში გადავიდა. როგორც მისი შვილი, დანი ბლინდიც თამაშობდა ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "აიაქსში", სადაც ის 3–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამასთან ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა.

სანამ დეილი დაცვის ცენტრში გადავიდოდა, საწყის ეტაპზე ის იყო როგორც ფლანგის მცველი, ასევე ჩამშლელი ნახევარმცველი. მაშინ როცა გუნდს ტრავმები ჰქონდა მისი უნივერსალობა იყო გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "იუნაიტედისთვის". უნივერსალობა ბლინდის ერთ–ერთი მთავარი კოზირია.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ბლინდის საუკეთესო პოზიციასთან დაკავშირებით კვლავ ბევრი კითხვაა, რადგანაც კარიერის მანძილზე მან ისეთ პოზიციებზე ითამაშა, როგორიცაა ცენტრალური მცველი, მარცხენა ფლანგის მცველი, ჩამშლელი ნახევარმცველი, მარცხენა ნახევარმცველი, ცენტრალური ნახევარმცველი. "აიაქსში" ის ჩამშლელი ნახევამრცველის პოზიციაზე თამაშობდა, პოზიცია რომელიც მას ალბათ ყველაზე მეტად შეესაბამება და მოურინიომ ის სწორედ ამ პოზიციაზე უნდა ათამაშოს. ბლინდმა "აიაქსს" 4–ჯერ დაეხმარა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში.

ჩვენ ვიცით რომ მოურინიოს უყვარს ძლიერი ცენტრალური მცველების ყოლა. ეს იმას ნიშნავს რომ დაცვის ცენტრში სავარაუდოდ ბაიი–სმოლინგის წყვილს ვიხილავთ, რაც ბლინდს საშუალებას მისცემს უფრო "ზევით" წაიწიოს.

"იუნაიტედის" ახლანდელი ნახევარდაცვა გუნდს ვერანაირ საჩემპიონო ბრძოლას ვერ დაპირდება, ბლინდის აქ განწესება კი ნახევარდაცვას უფრო ეფექტურს გახდის.

ცენტრში პოგბასა და ფელაინის წყვილი, რომელსაც წინ უეინ რუნი ჰყავს "ათიანზე" არაეფექტურია და ამ თემაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ.

პოგბასთვის მეტი თავისუფლების მიცემა და დაცვითი ფუნქციების ფელაინიზე განაწილება გუნდისთვის პრობლემას ხდის სწრაფ ფეხბურთელებთან წინააღმდეგ თამაშში. გასათვალისწინებელია ის თუ როგორ სწრაფად "ბერდება" უეინ რუნი, მოურინიომ აუცილებლად უნდა შეცვალოს ცენტრის განლაგება.

დეილი ბლინდი – დაუფასებელი "ჯარისკაცი".

ხელმძღვანელობას 89 მილიონი ფუნტი არ გადაუხდიათ ფეხბურთელში, რომელმაც დაცვითი როლი უნდა მოირგოს მოედანზე. იმისათვის რომ პოგბა შემტევი გახდეს, ჟოზეს 4–3–3 სისტემაზე მოუწევს გადართვა.

კაპიტანი დიდებული შემქმნელი და შემსრულებელი იყო, მაგრამ მისი თამაში დღეს უკვე ძალზედ პროგნოზირებადია. ამასთან ის ფაქტია რომ ფელაინი არ არის ტიპური ჩამშლელი ნახევარმცველი და მას მუდამ უყვარდა წინ წასვლა და შეტევებში ჩართვა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის და მეტოქეს უფრო მეტად უადვილებს საქმეს.

რადგანაც ნახევარდაცვა არ არის იდეალური, უნდა განვიხილოთ ბლინდის კანდიდატურა. ბლინდი კარგია დაცვის ცენტრში, მაგრამ რეალურად ის გაცილებით უკეთესი იქნება მოედნის ცენტრში(ჩამშლელის პოზიციაზე). ბლინდი აქ უფრო თავისუფალი იქნება, ამასთან ის იმ მთავარ ბალანსს შექმნის, რაც გუნდს ასე აკლია. ნახევარდაცვისა და თავდასხმის კავშირი ისევე ცუდია როგორც რუნის და ფელაინის, ერთ–ერთი მათგანი აუცილებლად უნდა შეცვალოს ბლინდმა.

მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო, კარგად გამოჩნდა რომ მოურინიო კვლავ ეძებს იდეალურ განლაგებას. ის აუცილებლად დასვამს ფეხბურთელებს სკამზე, მაგრამ ბლინდის სკამზე დასმა მხოლოდ პრობლემას მოუტანს "იუნაიტედს".

ბლინდი არ იყო არც "უოტფორდთან" და არც "ფეინოორდთან" მატჩში, გუნდმა ორივე მატჩი წააგო და კარგად იგრძნობოდა თუ როგორ ჭირდა მომენტების შექმნა, თამაში დაცვიდან და ა.შ.

სმოლინგს და ბაიის უჭირთ შეტევის წამოწყება, პასის გაკეთება, ბლინდის არ ყოფნა აისახება გუნდის ბურთის კონტროლზე როგორც მეტოქის, ასევე თავიანთ ნახევარზე.

ჰოლანდიელი ალბათ მსოფლიო ვარსკვლავი არ არის, მაგრამ ბლინდი "იუნაიტედს" სჭირდება, თუ სად ეს მოურინიომ უნდა გადაწყვიტოს.

წყარო:Dailyrecord.co.uk
სტატიები
30 კომენტარი
№21
ავტორი: lefty
26 სექტემბერი 2016 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ერერა და ბლინდს შორის უნდა აირჩიოს მოუმ პოგბას მეწყვილედ.ძაან მაგარი პასი და ხედვა აქვს ბლინდს დანარჩენში ერერა გაცილებით ჯობია
0
№22
ავტორი: POL POGBA END MEMPIS DEPAY
26 სექტემბერი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Raebs wert ra sajiroa chamshlelze DA pogbas mewyviled kait ra Lester is winagmdeg memgoni blindma mogvagebia ra sakaifod awvdida chamshlelze hererac Kaia xolo blind I should nacvlad idealuria
0
№23
ავტორი: levionok
26 სექტემბერი 2016 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
პლინდის პლიუსები: თამაშის წაკითხვის უნარი,პოზიციის სწორად შერჩევა,ბურთთან არ არი თქვენობით და პასი აქვ იდეალურთან ძალიან ახლოს,ერთი-ერთზე თამაშში კარგია! მინუსები არ არი ძლიერი და არ არის მაღალი,სანამ იყიდიდნენ მაღალი იყო და ძლიერი? მან გაამართლა ის იმედები რისთვისაც იყიდეს მარცხენა მცველი და ჩამშლელი ნახევარმცველი საჭიროების შემთხვევაში ადვილდა გადაეწყობა გუნდი სამ ცენტრალურ მცველზე
0
№24
ავტორი: lefty
26 სექტემბერი 2016 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: POL POGBA END MEMPIS DEPAY
Raebs wert ra sajiroa chamshlelze DA pogbas mewyviled kait ra Lester is winagmdeg memgoni blindma mogvagebia ra sakaifod awvdida chamshlelze hererac Kaia xolo blind I should nacvlad idealuria

რეებს ვწერთ ძმაო და ფლანგზე მცველად ნელია ნებისმიერი კაი ვინგერი დატანჯავს და მარტო ლესტერთან კაი თამაში არ ნიშნავს ეპლის მოგებას.
0
№25
ავტორი: giorgi_mg
26 სექტემბერი 2016 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
საცდელად ღირს ერთი დაყენება საყრდენად, მაგრამ ერერამ იმდენად კარგად ითამაშა და შეეწყო პოგბას რომ არამგონია შანსი ქონდეს. ძალიან მომწონს ბლინდი და სკამისთვის არ მემეტება
კარგია ავტორ! მომწონს ასეთი სტატიები და განხილვები! აუცილებელიც არის! ეტყობა საიტს ახალი ენერგია! :)
0
№26
ავტორი: POL POGBA END MEMPIS DEPAY
26 სექტემბერი 2016 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Mere shovi roa eg xo Ra's ambob blindis tamashit moviget

Warmoidginet shovi centralur mcvelad
0
№27
ავტორი: The Special One
26 სექტემბერი 2016 22:00
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ერერა მატა ბლინდი,აქედან სამივე მინდა ნახევარდაცვაში.ნუ პოგბა რათქმაუნდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№28
ავტორი: Dato Sirabidze
26 სექტემბერი 2016 22:42
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Salome
ამდენი სიმართლე და კარგი, მგონი პირველად დაიწერა ჩემს ბლინდი მინდიზე ❤❤❤ მიხარია, რომ საბოლოოდ იწყებს ხალხი მის ისე დაფასებას როგორც იმსახურებს ❤❤❤

ჯერ დასაწყისია, ეს საიტი აჭრელდება ბლინდზე სტატიებით wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№29
ავტორი: P FloyD
27 სექტემბერი 2016 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ერთი გიგზის ჩიწოდებები მევასებოდა და მეორე ბლინდის, ასეთი ზუსტი შორეული და ზუსტი გადაცემები ბევს არ გამოსდის... ამიტომ მიყვარს ინგლისური ფეხბურთი, ბლინდი კი ასეთ მოთამაშეა am
0
№30
ავტორი: Legend Sir Alex
27 სექტემბერი 2016 21:40
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ ჭკვიანი ფეხბურთელია ბლინდი და მაღალი დონის უნივერსალია მოედნის ხედვა, გრძელი გადაცემები, თამაშის წაკითხვის უნარი, ართმევაზე თამაში, ეს ყველაფერი ზაან მაღალ დონეზე აქვს ბლინდს, მაგრამ ცენტრალურ მცველად ბლინდის ადგილი პრემიერ ლიგაში არაა, ფიზიკურად არაა ძლერი იმასთვის რომ ცენტარლურ მცველად მაღალ დონეზე შეძლოს თამაში, ბლინდისათვის ყველაზე ხელსაყრელი პოზიციაა მარცხენა მცველი ან ჩამშლელის პოზიციაა, მაგრამ მისი უნარებიდან გამომდინარე ყველაზე პროდუქტიული ჩამშლელის პოზიციაზე იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top