თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2016, 19:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3028,
კომენტარები: 24
მოურინიო: "რუნი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩემთვისაც, კლუბისთვისაც და ქვეყნისთვისაც"
მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მოურინიო:
მატჩის კონტროლი
"ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ყოველთვის რთულია, ისე კომფორტულად მოიგო მატჩი, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ. პირველი გოლის შემდეგ, მათი სისუსტე ვიგრძენით და მას შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლის გატანას არავინ ფიქრობდა, მთავარი კონტროლი იყო."

პოზიტიური სტარტი
"ვფიქრობ, პირველად მოვახერხეთ შეხვედრის კარგად დაწყება. როგორც წესი, მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე პირველში. არ ვიცი ასე რატომ მოხდა - იმავე მიდგომით მოვემზადეთ ამ დღისთვის, როგორც აქამდე ვემზადებოდით. დღეს ინტენსიურად ვმოქმედებდით, სწორად ვმოძრაობდით, დინამიურები და თავის კარგად დამცველები ვიყავით. ეს ყველაფერი გასაანალიზებლად მარტივია, მაგრამ გასამკლავებლად რთული. სახლში დაბრუნება და ჩემპიონების დამარცხება კარგია. გასულ სეზონში მათ ვერცერთხელ ვძლიეთ, მიმდინარეში კი ეს უკვე ორჯერ მოვახერხეთ."

გამართლდა თქვენი მოლოდინები?
"შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა. ბევრად უფრო აგრესიულები ვიყავით. ბურთის დაკარგვისას, გუნდს სწრაფი რეაქცია ჰქონდა , მიზანმიმართულად და სწრაფად ვმოქმედებდით. ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა გვეთამაშა. მატჩისთვის ყოველთვის კარგად ვემზადებით, მაგრამ მისი მსვლელობისას ბევრი რამ იცვლება, კონტროლს კარგავ და გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. ამიტომაცაა ფეხბურთი მშვენიერი."

გამარჯვება გუნდური თამაშის თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე?
"გუნდმა კარგად ითამაშა. ოთხი გოლი გავიტანეთ, რომელთაგან თავდამსხმელის არცერთია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ფენომენალურად ითამაშა. ზლატანი ფანტასტიკური იყო, ის შეტევების წამოწყებაში დიდ როლს თამაშობდა. ხუან მატა ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, რეშფორდი და ლინგარდი კი მატჩის მსვლელობის ტემპს ამაღლებს. საერთო ჯამში, გამარჯვება გუნდის დამსახურებაა."

რუნი კვლავ მნიშვნელოვანია
"ის დიდი ფეხბურთელია ჩემთვისაც, "იუნაიტედისთვისაც" და ქვეყნისთვისაც. მეტი არაფრის თქმა მსურს. მას ბოლომდე ვენდობი, უეინი ახლა ისეთივე ბედნიერია, როგორიც მე ვარ, რადგან მისმა გუნდმა მოიგო."

გამარჯვება უნდა განვაგრძოთ
"პრემიერ ლიგაში ექვსი ქულა დავკარგეთ. ფრეს არ ვთამაშობთ, მოგებას ვცდილობთ. დღეს შედეგსაც მივაღწიეთ, კარგადაც ვითამაშეთ და ფანებიც გავაბედნიერეთ. ხუთშაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი ჩვენს განწყობაზე იმოქმედებს"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№1
ავტორი: zurazura
24 სექტემბერი 2016 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
ეგრე რა <3
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
24 სექტემბერი 2016 20:06
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
დღევანდელი დღიდან უნდა დაიწყოს მანჩესტერსის დაბრუნება მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე.
1
№3
ავტორი: dachi_mu
24 სექტემბერი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუ ჩემთვის პირველი ხარ love
0
№4
ავტორი: ikeoni
24 სექტემბერი 2016 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ese unda gavagzelot joze❤️
0
№5
ავტორი: shotkin
24 სექტემბერი 2016 20:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დღესაც გამოჩნდა რო შეიძლება ამ სასტავით უფრო დადო შედეგი ვიდრე ფელაინი რუნით, ლაღი თამაში უხდება მანჩესტერს და რუნი და ფელა ანელებენ აშკარად ყველაფერს. დღესაც გამოჩნდა რო 10 იანზე საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი პასი კარგი შესრულება კარგი დარტყმა და შედეგიც იდება ასევე ნახევარდაცვაში პოგბას მეწყვილედ კარგი პასის კულტურის მქონე ფეხბურთელი რომელსაც მოედნის ხედვა აქვს და ეს არის ერერა და ქერიკი და არამც და არამც ფელაინი , ჯიგრები არიან ბიჭები და მგონი არაფერი დაშავდება თუ რუნი ზამენიდან შემოვა ხოლმე საჭიროების შემთხვევაში
4
№6
ავტორი: levionok
24 სექტემბერი 2016 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ბიჭებო რომელ საიტზე ნახულობთ რამდენი კილომეტრი დაიფარა და ამდაგვარ პირად სტატისტიკებს?
1
№7
ავტორი: gela-manutd
24 სექტემბერი 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
love
0
№8
ავტორი: man_red
24 სექტემბერი 2016 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
სრული თამაში დადეთ fellow
0
№9
ავტორი: manfan
24 სექტემბერი 2016 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...
0
№10
ავტორი: kobinio
24 სექტემბერი 2016 22:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Gilocavt
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top