თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2016, 19:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3034,
კომენტარები: 24
მოურინიო: "რუნი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩემთვისაც, კლუბისთვისაც და ქვეყნისთვისაც"
მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მოურინიო:
მატჩის კონტროლი
"ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ყოველთვის რთულია, ისე კომფორტულად მოიგო მატჩი, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ. პირველი გოლის შემდეგ, მათი სისუსტე ვიგრძენით და მას შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლის გატანას არავინ ფიქრობდა, მთავარი კონტროლი იყო."

პოზიტიური სტარტი
"ვფიქრობ, პირველად მოვახერხეთ შეხვედრის კარგად დაწყება. როგორც წესი, მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე პირველში. არ ვიცი ასე რატომ მოხდა - იმავე მიდგომით მოვემზადეთ ამ დღისთვის, როგორც აქამდე ვემზადებოდით. დღეს ინტენსიურად ვმოქმედებდით, სწორად ვმოძრაობდით, დინამიურები და თავის კარგად დამცველები ვიყავით. ეს ყველაფერი გასაანალიზებლად მარტივია, მაგრამ გასამკლავებლად რთული. სახლში დაბრუნება და ჩემპიონების დამარცხება კარგია. გასულ სეზონში მათ ვერცერთხელ ვძლიეთ, მიმდინარეში კი ეს უკვე ორჯერ მოვახერხეთ."

გამართლდა თქვენი მოლოდინები?
"შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა. ბევრად უფრო აგრესიულები ვიყავით. ბურთის დაკარგვისას, გუნდს სწრაფი რეაქცია ჰქონდა , მიზანმიმართულად და სწრაფად ვმოქმედებდით. ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა გვეთამაშა. მატჩისთვის ყოველთვის კარგად ვემზადებით, მაგრამ მისი მსვლელობისას ბევრი რამ იცვლება, კონტროლს კარგავ და გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. ამიტომაცაა ფეხბურთი მშვენიერი."

გამარჯვება გუნდური თამაშის თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე?
"გუნდმა კარგად ითამაშა. ოთხი გოლი გავიტანეთ, რომელთაგან თავდამსხმელის არცერთია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ფენომენალურად ითამაშა. ზლატანი ფანტასტიკური იყო, ის შეტევების წამოწყებაში დიდ როლს თამაშობდა. ხუან მატა ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, რეშფორდი და ლინგარდი კი მატჩის მსვლელობის ტემპს ამაღლებს. საერთო ჯამში, გამარჯვება გუნდის დამსახურებაა."

რუნი კვლავ მნიშვნელოვანია
"ის დიდი ფეხბურთელია ჩემთვისაც, "იუნაიტედისთვისაც" და ქვეყნისთვისაც. მეტი არაფრის თქმა მსურს. მას ბოლომდე ვენდობი, უეინი ახლა ისეთივე ბედნიერია, როგორიც მე ვარ, რადგან მისმა გუნდმა მოიგო."

გამარჯვება უნდა განვაგრძოთ
"პრემიერ ლიგაში ექვსი ქულა დავკარგეთ. ფრეს არ ვთამაშობთ, მოგებას ვცდილობთ. დღეს შედეგსაც მივაღწიეთ, კარგადაც ვითამაშეთ და ფანებიც გავაბედნიერეთ. ხუთშაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი ჩვენს განწყობაზე იმოქმედებს"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
24 სექტემბერი 2016 22:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სრული მიმოხილვა დადეთ რა თუ შეძლებთ winked
0
№12
ავტორი: giorgi_mg
25 სექტემბერი 2016 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი თამაში იყო ვისიამოვნე, ხომ ვთქვი მოიცადეთ ცოტათქო, ცოტაც მოიცადეთ და დალაგდება გუნდი, ერთმანეთს შეიგრძნობენ გაიცნობენ და უკეთაც ითამაშებენ, რათქმაუნდა ერთი თამაშით ილუზია არ მაქვს რომ სულ ესე ვითამაშებთ მარა რომ შეუძლიათ ეგ დავინახეთ და იმედი დაბრუნდა რაც მთავარია.
ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ აღარ მახსოვს))
გილოცავთ
0
№13
ავტორი: manuchari
25 სექტემბერი 2016 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: manfan
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...

ფოგბას მაგინებელი არა მაგრამ რუნიზე კი გეტყვი ჩემო ძმაო რომ რუნი ემიუს ლეგენდა არის და იმას ნუ დაამტკიცებ რომ გუშინ რუნი რომ ყოფილიყო ემიუ ვერ მოიგებდა კი რუნიმ აშკარად დაუკლო თავის თამაშ მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და მგონი ცოტა მცვნრტნელების ბრალია ვერ ქოქავენ როგორც უნდათ
0
№14
ავტორი: jokero89
25 სექტემბერი 2016 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: dachi_mu
მოუ ჩემთვის პირველი ხარ love

აბა რა და დღეიდან რატო გაფიცებ wink
0
№15
ავტორი: POL POGBA END MEMPIS DEPAY
25 სექტემბერი 2016 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Sad xart kritikosebi rodesac idzaxdit 120 milioniani sirii felaini yvelas jobiao moirinios moyvanas gvardiola jobdao roony ar unda dasvas skamzro ai yvelaferi gamochnda. lingardic unda iyos sastavshi radgan swrafia DA presingzec Kaia xolo 10 ianze mshvidobit rooni ar minda itamashis runim da ver itamashos gundma es sastarto unda iyos yoveltvis
0
№16
ავტორი: levionok
25 სექტემბერი 2016 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: manuchari
ციტატა: manfan
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...

ფოგბას მაგინებელი არა მაგრამ რუნიზე კი გეტყვი ჩემო ძმაო რომ რუნი ემიუს ლეგენდა არის და იმას ნუ დაამტკიცებ რომ გუშინ რუნი რომ ყოფილიყო ემიუ ვერ მოიგებდა კი რუნიმ აშკარად დაუკლო თავის თამაშ მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და მგონი ცოტა მცვნრტნელების ბრალია ვერ ქოქავენ როგორც უნდათ

რუნის დამცველი მეც ვარ და ძალიან მინდა რომ ათამაშდეს თუ მოინდომებს კიდე ორი წელი მინიმუმ გამოადგება გუნდს მაგრამ რა დაგიმალო და ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაუმ,იმედია კარგისკენ გამოადგება
0
№17
ავტორი: dybbuk
25 სექტემბერი 2016 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: shotkin
დღესაც გამოჩნდა რო შეიძლება ამ სასტავით უფრო დადო შედეგი ვიდრე ფელაინი რუნით, ლაღი თამაში უხდება მანჩესტერს და რუნი და ფელა ანელებენ აშკარად ყველაფერს. დღესაც გამოჩნდა რო 10 იანზე საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი პასი კარგი შესრულება კარგი დარტყმა და შედეგიც იდება ასევე ნახევარდაცვაში პოგბას მეწყვილედ კარგი პასის კულტურის მქონე ფეხბურთელი რომელსაც მოედნის ხედვა აქვს და ეს არის ერერა და ქერიკი და არამც და არამც ფელაინი , ჯიგრები არიან ბიჭები და მგონი არაფერი დაშავდება თუ რუნი ზამენიდან შემოვა ხოლმე საჭიროების შემთხვევაში

ძაან მიხარია ობიექტური შეფასებების მქონე ბალეშიკების ნახვა, ისეთი დრო აქვს დღეს გუნდს ბევრის მოთმენა გვიწევს, მაგრამ არავინ არ ღირს იმაზე მეტად ვიდრე გუნდის წარმატება, გინდ რუნი იყოს და თუნდაც თვით ფერგიუსონი, შეცდომებს ყველა უშვებს და მთავარი მათი გამოსწორებაა ისე რომ სახე არ დაკარგო. ფერგის წასვლის მერე გუნდის ძირითადი შემადგენლობა როგორც ესეთი აღარ არსებობს, ამას ბევრი ვერ ხედავს და ფაქტიურად ყველაზე მთავარია, რადგან ბალანსი სწორედ აქედან მოდის, მოკლედ კიდე ბევრი სამუშაო აქვს მოუს და იმედია გაართმევს თავს, ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახური მანიუს ტრენერობაა და ვერავიზე იტყვი გადაჭრით რო უცებ მოხოდავს გუნდს
0
№18
ავტორი: REDmonday
25 სექტემბერი 2016 13:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
"პოზიტიური სტარტი
"ვფიქრობ, პირველად მოვახერხეთ შეხვედრის კარგად დაწყება. როგორც წესი, მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე პირველში. არ ვიცი ასე რატომ მოხდა - იმავე მიდგომით მოვემზადეთ ამ დღისთვის, როგორც აქამდე ვემზადებოდით"

ამ თამაშში უკეთესი შემადგენლობით გამოხვედი მაგიტომაც მოხდა ასე.
0
№19
ავტორი: უეინ რუნი
25 სექტემბერი 2016 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ციტატა: manfan
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...

პოგბას არ ვაგინებდი მაგრამ რუნის დამცველი აქ ვარ wink
0
№20
ავტორი: mufc1878
25 სექტემბერი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
რუნი რო გაიბენჩა მაგან გაასწორა.მატა 10 ნზე ბევრად მაგარია.ნუ პოგბაზე არც მაქ ლაპარაკი,ბრილიანტია ეგ როჯა

და იბრა ნუ იბრაა.ბაზარი არაა რო კლასნია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top