თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2016, 19:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3034,
კომენტარები: 24
მოურინიო: "რუნი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩემთვისაც, კლუბისთვისაც და ქვეყნისთვისაც"
მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მოურინიო:
მატჩის კონტროლი
"ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ყოველთვის რთულია, ისე კომფორტულად მოიგო მატჩი, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ. პირველი გოლის შემდეგ, მათი სისუსტე ვიგრძენით და მას შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კიდევ ოთხი გოლის გატანას არავინ ფიქრობდა, მთავარი კონტროლი იყო."

პოზიტიური სტარტი
"ვფიქრობ, პირველად მოვახერხეთ შეხვედრის კარგად დაწყება. როგორც წესი, მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე პირველში. არ ვიცი ასე რატომ მოხდა - იმავე მიდგომით მოვემზადეთ ამ დღისთვის, როგორც აქამდე ვემზადებოდით. დღეს ინტენსიურად ვმოქმედებდით, სწორად ვმოძრაობდით, დინამიურები და თავის კარგად დამცველები ვიყავით. ეს ყველაფერი გასაანალიზებლად მარტივია, მაგრამ გასამკლავებლად რთული. სახლში დაბრუნება და ჩემპიონების დამარცხება კარგია. გასულ სეზონში მათ ვერცერთხელ ვძლიეთ, მიმდინარეში კი ეს უკვე ორჯერ მოვახერხეთ."

გამართლდა თქვენი მოლოდინები?
"შემიძლია ვთქვა, რომ გამართლდა. ბევრად უფრო აგრესიულები ვიყავით. ბურთის დაკარგვისას, გუნდს სწრაფი რეაქცია ჰქონდა , მიზანმიმართულად და სწრაფად ვმოქმედებდით. ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა გვეთამაშა. მატჩისთვის ყოველთვის კარგად ვემზადებით, მაგრამ მისი მსვლელობისას ბევრი რამ იცვლება, კონტროლს კარგავ და გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. ამიტომაცაა ფეხბურთი მშვენიერი."

გამარჯვება გუნდური თამაშის თუ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე?
"გუნდმა კარგად ითამაშა. ოთხი გოლი გავიტანეთ, რომელთაგან თავდამსხმელის არცერთია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მან ფენომენალურად ითამაშა. ზლატანი ფანტასტიკური იყო, ის შეტევების წამოწყებაში დიდ როლს თამაშობდა. ხუან მატა ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, რეშფორდი და ლინგარდი კი მატჩის მსვლელობის ტემპს ამაღლებს. საერთო ჯამში, გამარჯვება გუნდის დამსახურებაა."

რუნი კვლავ მნიშვნელოვანია
"ის დიდი ფეხბურთელია ჩემთვისაც, "იუნაიტედისთვისაც" და ქვეყნისთვისაც. მეტი არაფრის თქმა მსურს. მას ბოლომდე ვენდობი, უეინი ახლა ისეთივე ბედნიერია, როგორიც მე ვარ, რადგან მისმა გუნდმა მოიგო."

გამარჯვება უნდა განვაგრძოთ
"პრემიერ ლიგაში ექვსი ქულა დავკარგეთ. ფრეს არ ვთამაშობთ, მოგებას ვცდილობთ. დღეს შედეგსაც მივაღწიეთ, კარგადაც ვითამაშეთ და ფანებიც გავაბედნიერეთ. ხუთშაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და ვფიქრობ, დღევანდელი შედეგი ჩვენს განწყობაზე იმოქმედებს"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: manuchari
25 სექტემბერი 2016 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: levionok
ბიჭებო რომელ საიტზე ნახულობთ რამდენი კილომეტრი დაიფარა და ამდაგვარ პირად სტატისტიკებს?

მეც მინდა ძმაო მაგრამ აქ უკვე აგარ მინდა კომენტარის დაცერა იმიტომ რომ ერთ თამაშში ეცლებიან აზრები მახსოვს სეზონის დაცყებამდე ფელაინი გასაგდებიაო მერე სიტისთან ვერ ითამაშებსო და ყველა გაგიჟებული იყო რა გვეშველებაო ფელაინის გარეშე და ახლა ფელაინი მძიმე და ნელი ყოფილაო ფელაინი მაგალითზე მოვიტანე თუნდაც პოგბა რაში გადაიხადესო ამდენი ფულიო ლესტერთან მაგრა ითამაშა და ვსიო თურმე სცორად გადაუხდიან ამდენი ფული ნახავ ერთ თამაშს ჩააგდებს და გასაგდებიაო ანუ აქ აზრი აგარ აქვს რამის ცერას ტყუილად ნერვები მეშლება და რუნის ნაირი სულისკვეთების გუნდში დგეს მარტო კერიკია
0
№22
ავტორი: manfan
25 სექტემბერი 2016 20:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: manuchari
ციტატა: manfan
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...

ფოგბას მაგინებელი არა მაგრამ რუნიზე კი გეტყვი ჩემო ძმაო რომ რუნი ემიუს ლეგენდა არის და იმას ნუ დაამტკიცებ რომ გუშინ რუნი რომ ყოფილიყო ემიუ ვერ მოიგებდა კი რუნიმ აშკარად დაუკლო თავის თამაშ მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და მგონი ცოტა მცვნრტნელების ბრალია ვერ ქოქავენ როგორც უნდათ


ლეგენდა რომ არის არავინ კამათობს, და ძალიან ბევრჯერ გაუხარებივართ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე ვინც ამტკიცებს რომ ესეთი რუნი ძირითადში უნდა იდგეს, ეს უკვე კონკრეტული ფეხბურთელის ფანატიზმია და არა კლუბის სიყვარული...
0
№23
ავტორი: shotkin
25 სექტემბერი 2016 22:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin
დღესაც გამოჩნდა რო შეიძლება ამ სასტავით უფრო დადო შედეგი ვიდრე ფელაინი რუნით, ლაღი თამაში უხდება მანჩესტერს და რუნი და ფელა ანელებენ აშკარად ყველაფერს. დღესაც გამოჩნდა რო 10 იანზე საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ზუსტი პასი კარგი შესრულება კარგი დარტყმა და შედეგიც იდება ასევე ნახევარდაცვაში პოგბას მეწყვილედ კარგი პასის კულტურის მქონე ფეხბურთელი რომელსაც მოედნის ხედვა აქვს და ეს არის ერერა და ქერიკი და არამც და არამც ფელაინი , ჯიგრები არიან ბიჭები და მგონი არაფერი დაშავდება თუ რუნი ზამენიდან შემოვა ხოლმე საჭიროების შემთხვევაში

ძაან მიხარია ობიექტური შეფასებების მქონე ბალეშიკების ნახვა, ისეთი დრო აქვს დღეს გუნდს ბევრის მოთმენა გვიწევს, მაგრამ არავინ არ ღირს იმაზე მეტად ვიდრე გუნდის წარმატება, გინდ რუნი იყოს და თუნდაც თვით ფერგიუსონი, შეცდომებს ყველა უშვებს და მთავარი მათი გამოსწორებაა ისე რომ სახე არ დაკარგო. ფერგის წასვლის მერე გუნდის ძირითადი შემადგენლობა როგორც ესეთი აღარ არსებობს, ამას ბევრი ვერ ხედავს და ფაქტიურად ყველაზე მთავარია, რადგან ბალანსი სწორედ აქედან მოდის, მოკლედ კიდე ბევრი სამუშაო აქვს მოუს და იმედია გაართმევს თავს, ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე რთული სამსახური მანიუს ტრენერობაა და ვერავიზე იტყვი გადაჭრით რო უცებ მოხოდავს გუნდს

გაიხარე ბრატ, მეც გეთანხმები და სულ ვამბობდი იმას რომ ზიდანი რო ზიდანია იმან დაანება 31 წლის ასაკში ფეხბურთს თავი, აღარ შემიძლია სირბილიო და წავიდა ხოდა პირველრიგში არის გუნდი ვინცარუნდა იყო და რა სტატუსიც არუნდა გქონდეს. იმედია მოუ და ეჭვიც არმეპარება ამაში რო მოუ უძლიერეს მანიუს ჩამოაყალიბებს შემდეგ სატრანსფეროზეც გუნდი გაძლიერდება და ხარისხიანი ფეხბურთელები მოვლენ და დაიწყება ახალი ძლიერი მანიუს ერა მოუს თავკაცობით
0
№24
ავტორი: manuchari
26 სექტემბერი 2016 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: manfan
ციტატა: manuchari
ციტატა: manfan
გამოდით პოგბას მაგინებლებო.....

და რუნის დამცველებო...

ფოგბას მაგინებელი არა მაგრამ რუნიზე კი გეტყვი ჩემო ძმაო რომ რუნი ემიუს ლეგენდა არის და იმას ნუ დაამტკიცებ რომ გუშინ რუნი რომ ყოფილიყო ემიუ ვერ მოიგებდა კი რუნიმ აშკარად დაუკლო თავის თამაშ მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და მგონი ცოტა მცვნრტნელების ბრალია ვერ ქოქავენ როგორც უნდათ


ლეგენდა რომ არის არავინ კამათობს, და ძალიან ბევრჯერ გაუხარებივართ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეტაპზე ვინც ამტკიცებს რომ ესეთი რუნი ძირითადში უნდა იდგეს, ეს უკვე კონკრეტული ფეხბურთელის ფანატიზმია და არა კლუბის სიყვარული...

ისე ჩემო ძმაო აქ შეიძლება ისეთების ცერენ რომ სტადიონზე ნამყოფიც არ იქნებიან და ისეთებიც შეიძლება იყონ რომ მე რომ ემიუს გულშემატკივრობა დავიცყე ჭოჭინათი დარბოდენ არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას უბრალოდ ფეხბურთელების და განსაკუთრებით ლეგენდების დაფასება უნდა ვიცოდეთ შეიძლება ერთ ორ თამასსი ფეხბურთელმა ვერ ითამაშოს კარგად ამიტომ თვალიდან ხომ არ უნდა ამოვიგდოთ რუნიზე კი ყველას ვეთანხმები ამაში რომ ფორმიდან საერთოდ ამოვარდნილია იმიტომ რომ ვერ ქოქავს ეტყობა მაურინია და არც უნდა შეეშინდეს სკამზე დასმა მაგრამ რუნის ადგილი გუნდში არ არისო ეს უაზრობაა და სხვა არაფერი ასე არ არის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top