თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 22:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3680,
კომენტარები: 22
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
როგორ უნდა მიიღოს "იუნაიტედმა" ფრანგისგან მაქსიმალური სარგებელი ?
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
უკვე თვეზე მეტია რაც ფრანგი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედის" რიგებში ირიცხება თუმცა გულშემატკივრებს მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უნახავთ. ჯეისონ ბარტონი ამ პრობლემას თავისებურად ხსნის.

პოგბას პრობლემა შემდეგშია, როცა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ, მას უნდა შეესაბამებოდე კიდეც. ყოველ შემთხვევაში ის ზლატანის თანაკლუბელია და ამას მალე გაიგებს.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

გადავიდა რა მანჩესტერში პოლ პოგბა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რეპერ შტორმზთან გადაღებული კლიპით პოგბა გულშემატკივრებს შოუმენად მოევლინა. ჩემი აზრით სწორედ ახლაა შესაფერისი დრო შოუს დასადგმელად.

"იუვენტუსთან" დამღლელი სეზონის შემდეგ მან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და შემდეგ იყო ის ხანგრძლივი საგა და არდადეგები ამერიკაში. როდესაც მანჩესტერში გადმოვიდა ყველა გააოცა თავისი ფიზიკური მონაცემებით, რადგან მას ფაქტობრივად არ ჰქონდა ნავარჯიშები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჟოზემ რომ პოგბა მზად იყო მთელი 90 წუთის სათამაშოდ და ეს ასეც მოხდა, სადებიუტო მატჩში "საუთჰემპტონთან" ფრანგმა მთელი ორი ტაიმი ითამაშა.

ამგვარად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "რინგზე" მაშინვე იქნა შეშვებული. უნდა ითქვას რომ მან ყველაფერი კარგად დაიწყო, დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა. პოგბა იყო ბოლო იმ 4 მოთამაშიდან, რომლის შეძენაც მოურინიომ ვუდვორდს დაავალა. ასევე მოურინიოს თქმით პოგბა იყო სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" კვლავ "ააფრთიანებდა".

მიუხედავად იმისა, რომ პოგბას ყველას და ასევე საკუთარი თავის გაკვირვება სურდა, მას აკლდა ორგანიზაცია, როგორც თქვა პოლ სქოულზმა "ფეინოორდთან" მატჩის შემდეგ.

ეს იყო ზედიზედ მეორე ჩავარდნილი მატჩი, ყველაფერი კი დერბიდან დაიწყო. ძნელია იმის თქმა რომ პოგბას ჩავარდნა აქვს, მე მჯერავს რომ პოგბა არის ფეხბურთელი,რომელსაც ელიტაში ყოფნა უპირველესად ფეხბურთის და არა მარკეტინგული ღირებულებების გამო სურს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის ორი ჩაგდებული მატჩი ყველას მოხვდებოდა თვალში და ეს ასეც იყო. მესიმ,რონალდუმ,იბრამ ეს კარგად იციან.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

პრობლემა იმაშია რომ მოურინიო ვერ იყენებს მის უძლიერეს მხარეებს, 4–2–3–1 იდეალურია მწვრთნელისთვის, მაგრამ არა ფეხბურთელისთვის.

ჩვენ ხომ ეს უკვე ვნახეთ ? დიახ, ჩვენ ეს ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ. დეშამმა ასევე ითამაშა 4–2–3–1 ფორმაციით ცენტრში მატიუდისა და პოგბას წყვილით, მაგრამ მან პოგბასგან სარგებელი ვერ მიიღო და ეს მისი დანაშაულია.

"იუნაიტედში" პოგბა კვლავ ამ პოზიციაზე თამაშობს, ამჯერად მისი მეწყვილე ფელაინია. "ფეინოორდთან" მან "ათიანზე" ითამაშა, პოზიციაზე რომელიც ჩემი აზრით მისთვის იდეალური არაა.

პოგბამ სახელი იტალიაში თამაშით გაითქვა. ის "იუვენტუსში" 4–3–3 წყობაში თამაშობდა, რომელიც მისთვის ყველაზე ეფექტურია. მას გვერდით ჰყავდა პირლო, რომელიც პლეიმეიქერი იყო და ვიდალი, რომელიც აზღვევდა და სივრცეს უთავისუფლებდა. პოგბამ შეიძინა ახალი თვისებები, ფიზიკურმა სიძლიერემ და არაჩვეულებრივმა დრიბლინგმა ის კლასიკურ "ბოქს–თუ–ბოქს" პოზიციის მოთამაშედ ჩამოაყალიბა.

ის არაა დაცვითი ტიპის ფეხბურთელი, ან ფეხბურთელი რომელიც მოედნის სიღრმიდან გრძელი პასით დაიწყებს გუნდის შეტევას. სქოულზი მართალი იყო, ამ პოზიციებზე მას არა საკმარისი დისციპლინა გააჩნია.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშის ასეთი ხედვით მოურინიო მისგან ვერ მიიღებს მაქსიმუმს. პოგბას სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ის მოედანზე არაა იმით დაკავებული, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

სქოულზმა ჩვენ მოდრიჩი და კროოსი შემოგვთავაზა, მისი აზრით სწორედ ეს ფეხბურთელები დაეხმარებიან მას "გახსნაში". მიჰყიდის კი "რეალი" რომელი ამ ფეხბურთელს "იუნაიტედს" ? არამგონია, არ დაგვავიწყდეს რომ მანჩესტერმა სწორედ პოგბა წაართვა "რეალს" და მთელი საფეხბურთო სამყაროს თვალწინ რეპუტაცია შეულახა.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

მოურინიოს ჰყავს ფელაინი,ერერა,შნეიდერლინი, მაგრამ ისინი არ არის იმ ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც პოგბას რეალურად დაეხმარებიან, ისე როგორც ამას მოდრიჩი ან კროოსი შეძლებდა. გვყავს ქერიქი, რომელიც ალბათ მართლაც შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ის უკვე 35 წლისაა, თუმცა სქოულზმა მისი სახელიც ახსენა.

"იუნაიტედმა" რაღაც უნდა შეცვალოს. ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ პოგბას შესაძლებლობებს. მივდივართ იმისკენ, რომ მოურინიომ უნდა შეცვალოს სქემა, სხვა შემთხვევაში შეიძინოს ფეხბურთელი, რომელიც რეალურად დაეხმარება ფრანგს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში.

წყარო:The Telegraph
სტატიები
22 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
22 სექტემბერი 2016 23:00
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ერთი საჯარიმოდან მეორე საჯარიმოში სირბილი შეუძლია ფაქტია, მაგრამ მაშინ დაცვაზე საერთოდ არ უნდა აფიქრო, კარგია ბოქს თუ ბოქსი, მე ათიანზეც ვფიქრობ. ჩამშლელი ფელა ან ქერიქი და ცენტრში მეწყვილე ერერა, თუ ათიანზე ითამაშებს ფელა და რუნი იყოს ცენტრში, ფაქტია არასწორ პოზიციაზეა და ამიტომაც ვერ თვითონ ხეირობს და ვერც გუნდი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: GeorgeBest
22 სექტემბერი 2016 23:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვაში ყველაზე ცუდია მგონი, ზედმეტად უყურადღებოდ მოქმედებს, რასაც წინაზე გოლიც მოჰყვა. უკან ხშირად არ მოყვება ისე სწრაფად როგორც საჭიროა, ან საერთოდ სააა კაცმა არ იცის

ამის საუკეთესო პოზიცია შეტევაა, წინ უნდა აიწიოს და შეტევასა და ფორვარდების პასებზე იფიქროს. უკან ისედაც გვყავს საკამრისზე მეტი და არაა პოგბა იმ სტილის ფეხბურთელი რომელიც დაცვაშიც ესე კარგად გაირჯება, მითუმეტეს პრემიერ ლიგაში. ესეთი მარტო ვერატი მეგულება მე love wink
1
№3
ავტორი: JuanMata
22 სექტემბერი 2016 23:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნუ ფაქტია, რომ ერთი დამზღვევი და ერთი ფლეიმეიქერი ჭირდება. დამზღვევი შეიძლება ფელა იყოს ფლეინეიქერი არ გვყავს.

ნუ კერიკი, მაგრამ რამდენს შეძლებს ეს კაცი? ერერა უფრო პოგბას ტიპია, თავისუფლება უნდა მისცე და ირბინოს. შნეიდდერლინი ვაფშე დდაიკარგა. თან ეგეც უფრო ფელას ტიპია საბოლოო ჯამში. ვინმე კარგი საყრდენი და 4-3-3 პოგბა ფელა/ერერა წინ და ვერატი ნუ ვიღაც პირობითი მოდრიჩი უკან. რუნის ადგილი აღარ რჩება ასე.

წინ რეშფორდი იბრა მარსიალი და მხითოსაც სადღაც გამოიყენებ.

ვაფშე რთულია რა, ბევრი ხალხი ჰყავს დასაყენებელი, პოგბას თუ მოერგო, რუნი რჩება ისე, რუნის ერგება და პოგბაა ცუდ პოზიციაზე.

მოკლედ არაა ჯერ ბალანსი გუნდში.
1
№4
ავტორი: Jorj
23 სექტემბერი 2016 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
3 ნახევარმცველია საჭირო, აქედან ერთი სულ დაცვაში რომ იქნება და 2 შემტევი. ჩვენს შემთხვევაში, დაცვას უნდა დაეხმაროს ფელაინი, რადგან ძალიან მაგარია ართმევაზე, წინ კი პოგბა & ერერა და ბურთი როცა მოწინააღმდეგეს ექნება ესენიც ჩამოიწევიან უკან და მიეხმარებიან ბუჩქს :დ ვფიქრობ, ასეთი ტაქტიკით დაცვაც იხეირებს და შეტევაც, არაა სავალდებულო 10იანზე კაცის ყოლა ისეც მშვენივრად ვითამაშებთ :3
1
№5
ავტორი: gela-manutd
23 სექტემბერი 2016 00:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
იმედია იზავს მაუ რამეს
1
№6
ავტორი: K1llsw1tch
23 სექტემბერი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
Oriveshi vetanxmebi.Pirvel rigshi formaciaa shesacvleli da ara mxolod pogbas gamo.Ukve 3 welia gunds aseti wyobit araperi gamosdis.Rac sheexeba damxmare naxevarmcvels, shcneiderlini herrera da fellaini martla ar arian im tipis motamasheebi.Magrad gaasworebda exla carricki rom 28-30 wlis iyos, zustad ergeba am rols, magram ver gavige schweinam ra daashava, romelic 31isaa da aseve kargad sheuwyvildeboda pogbas.
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2016 00:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეტი თავისუფლება უნდა მიცეს მოუმ, 4-3-3 ყველაზე კარგი იქნება ჩემი აზრით მარა რუნის ვერ სვამს თუ არ სვამს სკამზე და 4-4-2 ც აღარ გამოდის. ფაქტია 4-2-3-1 არაა ხეირიანი ამ შემადგენლობით
1
№8
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 00:39
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: SANDROGRIGA
მეტი თავისუფლება უნდა მიცეს მოუმ, 4-3-3 ყველაზე კარგი იქნება ჩემი აზრით მარა რუნის ვერ სვამს თუ არ სვამს სკამზე და 4-4-2 ც აღარ გამოდის. ფაქტია 4-2-3-1 არაა ხეირიანი ამ შემადგენლობით

რუნის ვერ სვამს სკამზე, აქ რო ხმას ამოიღებ გაგინებენ შენ ფეხბურთი არ იციო, არადა ბრიტანული გამოცემების გამოკითხვებში ყველა იმ აზრზეა რომ დაისვას სკამზე
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№9
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2016 00:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sul erti da igive amovida kelshi...es unda ikidos es unda davimatot... gunds aklia shetamasheba da jini. Erteuli pexburtelebi ar davasaxeleb saxelebs argveven balans gundshi da maurinio tu male ar mixedavs am saqmes daujvi avtoritetze.uaresi iqneba vidre van gaali da moiesi ertad
1
№10
ავტორი: reddevil12
23 სექტემბერი 2016 00:45
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მოურინიო არის ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და პატივმოყვარე მწვრთნელი, რომელიც არ გადაუხვევს თავისი სათამაშო სტილიდან, თუმცა ალბათ მანჩესტერისთვის ამჟამად 4-3-3 ან 4-4-2 იდეალური ვარიანტია... ეს ორი ფორმაცია არის საუკეთესო, რომლითაც უამრავი დიდი კლუბი თამაშობს და მანჩესტერს აქვს იმის რესურსი ფეხბურთელების მხრივ, რომ ითამაშოს 4-3-3 და 4-4-2 თანაც შესანიშნავად, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მოურინიო ჯიუტია და არამგონია შეცვალოს თავისი ტაქტიკა. მიუხედავად ამისა ეს კაცი წაგებას ვერ იტანს და აუცილებლად გამონახავს თავისივე ფორმაციაში გამოსავალს და მიაღწევს უდიდეს წარმატებას მანჩესტერში!!! ეს პირველი სეზონია და არაუშავს ავიტანთ ცოტა წარუმატებლობას, მაგრამ აი მეორე სეზონი იქნება მოუს სეზონი, როგორც პრემიერ ლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერი აუცილებლად გაიბრწყინებს... სულ მალე !
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top