თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 22:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3690,
კომენტარები: 22
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
როგორ უნდა მიიღოს "იუნაიტედმა" ფრანგისგან მაქსიმალური სარგებელი ?
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
უკვე თვეზე მეტია რაც ფრანგი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედის" რიგებში ირიცხება თუმცა გულშემატკივრებს მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უნახავთ. ჯეისონ ბარტონი ამ პრობლემას თავისებურად ხსნის.

პოგბას პრობლემა შემდეგშია, როცა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ, მას უნდა შეესაბამებოდე კიდეც. ყოველ შემთხვევაში ის ზლატანის თანაკლუბელია და ამას მალე გაიგებს.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

გადავიდა რა მანჩესტერში პოლ პოგბა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რეპერ შტორმზთან გადაღებული კლიპით პოგბა გულშემატკივრებს შოუმენად მოევლინა. ჩემი აზრით სწორედ ახლაა შესაფერისი დრო შოუს დასადგმელად.

"იუვენტუსთან" დამღლელი სეზონის შემდეგ მან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და შემდეგ იყო ის ხანგრძლივი საგა და არდადეგები ამერიკაში. როდესაც მანჩესტერში გადმოვიდა ყველა გააოცა თავისი ფიზიკური მონაცემებით, რადგან მას ფაქტობრივად არ ჰქონდა ნავარჯიშები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჟოზემ რომ პოგბა მზად იყო მთელი 90 წუთის სათამაშოდ და ეს ასეც მოხდა, სადებიუტო მატჩში "საუთჰემპტონთან" ფრანგმა მთელი ორი ტაიმი ითამაშა.

ამგვარად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "რინგზე" მაშინვე იქნა შეშვებული. უნდა ითქვას რომ მან ყველაფერი კარგად დაიწყო, დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა. პოგბა იყო ბოლო იმ 4 მოთამაშიდან, რომლის შეძენაც მოურინიომ ვუდვორდს დაავალა. ასევე მოურინიოს თქმით პოგბა იყო სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" კვლავ "ააფრთიანებდა".

მიუხედავად იმისა, რომ პოგბას ყველას და ასევე საკუთარი თავის გაკვირვება სურდა, მას აკლდა ორგანიზაცია, როგორც თქვა პოლ სქოულზმა "ფეინოორდთან" მატჩის შემდეგ.

ეს იყო ზედიზედ მეორე ჩავარდნილი მატჩი, ყველაფერი კი დერბიდან დაიწყო. ძნელია იმის თქმა რომ პოგბას ჩავარდნა აქვს, მე მჯერავს რომ პოგბა არის ფეხბურთელი,რომელსაც ელიტაში ყოფნა უპირველესად ფეხბურთის და არა მარკეტინგული ღირებულებების გამო სურს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის ორი ჩაგდებული მატჩი ყველას მოხვდებოდა თვალში და ეს ასეც იყო. მესიმ,რონალდუმ,იბრამ ეს კარგად იციან.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

პრობლემა იმაშია რომ მოურინიო ვერ იყენებს მის უძლიერეს მხარეებს, 4–2–3–1 იდეალურია მწვრთნელისთვის, მაგრამ არა ფეხბურთელისთვის.

ჩვენ ხომ ეს უკვე ვნახეთ ? დიახ, ჩვენ ეს ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ. დეშამმა ასევე ითამაშა 4–2–3–1 ფორმაციით ცენტრში მატიუდისა და პოგბას წყვილით, მაგრამ მან პოგბასგან სარგებელი ვერ მიიღო და ეს მისი დანაშაულია.

"იუნაიტედში" პოგბა კვლავ ამ პოზიციაზე თამაშობს, ამჯერად მისი მეწყვილე ფელაინია. "ფეინოორდთან" მან "ათიანზე" ითამაშა, პოზიციაზე რომელიც ჩემი აზრით მისთვის იდეალური არაა.

პოგბამ სახელი იტალიაში თამაშით გაითქვა. ის "იუვენტუსში" 4–3–3 წყობაში თამაშობდა, რომელიც მისთვის ყველაზე ეფექტურია. მას გვერდით ჰყავდა პირლო, რომელიც პლეიმეიქერი იყო და ვიდალი, რომელიც აზღვევდა და სივრცეს უთავისუფლებდა. პოგბამ შეიძინა ახალი თვისებები, ფიზიკურმა სიძლიერემ და არაჩვეულებრივმა დრიბლინგმა ის კლასიკურ "ბოქს–თუ–ბოქს" პოზიციის მოთამაშედ ჩამოაყალიბა.

ის არაა დაცვითი ტიპის ფეხბურთელი, ან ფეხბურთელი რომელიც მოედნის სიღრმიდან გრძელი პასით დაიწყებს გუნდის შეტევას. სქოულზი მართალი იყო, ამ პოზიციებზე მას არა საკმარისი დისციპლინა გააჩნია.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშის ასეთი ხედვით მოურინიო მისგან ვერ მიიღებს მაქსიმუმს. პოგბას სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ის მოედანზე არაა იმით დაკავებული, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

სქოულზმა ჩვენ მოდრიჩი და კროოსი შემოგვთავაზა, მისი აზრით სწორედ ეს ფეხბურთელები დაეხმარებიან მას "გახსნაში". მიჰყიდის კი "რეალი" რომელი ამ ფეხბურთელს "იუნაიტედს" ? არამგონია, არ დაგვავიწყდეს რომ მანჩესტერმა სწორედ პოგბა წაართვა "რეალს" და მთელი საფეხბურთო სამყაროს თვალწინ რეპუტაცია შეულახა.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

მოურინიოს ჰყავს ფელაინი,ერერა,შნეიდერლინი, მაგრამ ისინი არ არის იმ ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც პოგბას რეალურად დაეხმარებიან, ისე როგორც ამას მოდრიჩი ან კროოსი შეძლებდა. გვყავს ქერიქი, რომელიც ალბათ მართლაც შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ის უკვე 35 წლისაა, თუმცა სქოულზმა მისი სახელიც ახსენა.

"იუნაიტედმა" რაღაც უნდა შეცვალოს. ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ პოგბას შესაძლებლობებს. მივდივართ იმისკენ, რომ მოურინიომ უნდა შეცვალოს სქემა, სხვა შემთხვევაში შეიძინოს ფეხბურთელი, რომელიც რეალურად დაეხმარება ფრანგს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში.

წყარო:The Telegraph
სტატიები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

Andrea Pirlo, Ufficiale OMRI[3][4] (born 19 May 1979) is an Italian professional footballer who plays for American club New York City FC and the Italy national team. Pirlo is a free-kick specialist, who is usually deployed as a deep-lying playmaker in midfield for both his club and national sides.
In Italian football the terms trequatista and Regista are very commonly used to denote the two big roles in midfield of attacking playmaker and deep-lying playmaker respectively, both of which have been mastered by Andrea Pirlo.

აჰა ძმაო შენი რეჯისტა, ეგრეა იტალიურად და ცნობილია როგორც შემტევი ფლეიმეიქერი, დანარჩენი თარგმნე.

რას ვიზამთ ძმაო, ზოგი ვიკიპედიიდან უყურებს ფეხბურთს და ზოგიც ლაივში;-) გადაავლე პირლოს თამაშებს თვალი იუვენტუსში (არა მილანში) და მიხვდწბი, რომ ანდრეა არა შემტევი ნახევარმცველი იყო, არამედ საკუთარი მცველების წინ მოთამაშე "მოაზროვნე" ნახევარმცველი! პირლო გენია იყო ჩვენს რიჟასთან ერთად და მაგის თამაშებს ხშირად ვუყურებდი... რაც შეეხება პოგბას, მე ჩემი აზრი მაქვს და დარწმუნებული ვარ ამაში, როგორც მემფისის ბალერინობაში ვიყავი თავის დროს! კერიკზე უნდა დაეყრდნოს ნახევარდაცვა და თანდათან უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება! პ.ს აი ახლა ზუსტად პირლოს და რიჟას ტიპის ნახევარ მცველი გბჭირდწბა და არა ცხენი! პოლის იმტერვიუები მაინც არ გინახავს პოგბაზე რას იძახის?
0
№22
ავტორი: mufc1878
24 სექტემბერი 2016 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Ashley Young
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

არ გეწყინოს მაგრამ ეგ არის საფეხბურთო უვიცობა, როგორ თუ პირლო პლეიმეიკერი არ იყო ? აბა რა იყო ?

უვიცობა ამ სტატიაში რომ არის ისე უნდა ჩემო ძმაო! პირლო იყო რეჯისტა და არა ფლეიმეიკერი და თუ "ვიცი" ხარ გაარჩიე ეს ორი პოზიცია ერთმანეთისგან;-)

ციტატა: mufc1878
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...



მეჩვენება თუ პოგაბზე დაწერე უსარგებლოაო და მანჩესტერისთვის გამოუყენებელიო.?ჯიგარსონ

მეჩვენება თუ პოგბას ფელაინი ჯობდა ეს თამაშები? მეჩვენებოთა თუ მართლა ლანძღავდა ფერგუსონს ეს ზანგი?

3 თამაში დაასახელეთ, სადაც იუვენტუსმა 4-3-3 ითამაშა პოგბას დროს და კი ბატონო... უვიცობაო მერე აქეთ იტყვიან!



რა ფელაინი ჯობდა პოგბას?რაებს წე.უკუღმა გიდგას ტელევიზორი თუ რა პონტია.ფელაინი ვერასოდეს ვერავის აჯობებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top