თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2016, 22:55
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3690,
კომენტარები: 22
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
როგორ უნდა მიიღოს "იუნაიტედმა" ფრანგისგან მაქსიმალური სარგებელი ?
პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული
უკვე თვეზე მეტია რაც ფრანგი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედის" რიგებში ირიცხება თუმცა გულშემატკივრებს მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ უნახავთ. ჯეისონ ბარტონი ამ პრობლემას თავისებურად ხსნის.

პოგბას პრობლემა შემდეგშია, როცა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ, მას უნდა შეესაბამებოდე კიდეც. ყოველ შემთხვევაში ის ზლატანის თანაკლუბელია და ამას მალე გაიგებს.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

გადავიდა რა მანჩესტერში პოლ პოგბა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. რეპერ შტორმზთან გადაღებული კლიპით პოგბა გულშემატკივრებს შოუმენად მოევლინა. ჩემი აზრით სწორედ ახლაა შესაფერისი დრო შოუს დასადგმელად.

"იუვენტუსთან" დამღლელი სეზონის შემდეგ მან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და შემდეგ იყო ის ხანგრძლივი საგა და არდადეგები ამერიკაში. როდესაც მანჩესტერში გადმოვიდა ყველა გააოცა თავისი ფიზიკური მონაცემებით, რადგან მას ფაქტობრივად არ ჰქონდა ნავარჯიშები. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჟოზემ რომ პოგბა მზად იყო მთელი 90 წუთის სათამაშოდ და ეს ასეც მოხდა, სადებიუტო მატჩში "საუთჰემპტონთან" ფრანგმა მთელი ორი ტაიმი ითამაშა.

ამგვარად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი "რინგზე" მაშინვე იქნა შეშვებული. უნდა ითქვას რომ მან ყველაფერი კარგად დაიწყო, დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა. პოგბა იყო ბოლო იმ 4 მოთამაშიდან, რომლის შეძენაც მოურინიომ ვუდვორდს დაავალა. ასევე მოურინიოს თქმით პოგბა იყო სწორედ ის ფეხბურთელი, რომელიც "იუნაიტედს" კვლავ "ააფრთიანებდა".

მიუხედავად იმისა, რომ პოგბას ყველას და ასევე საკუთარი თავის გაკვირვება სურდა, მას აკლდა ორგანიზაცია, როგორც თქვა პოლ სქოულზმა "ფეინოორდთან" მატჩის შემდეგ.

ეს იყო ზედიზედ მეორე ჩავარდნილი მატჩი, ყველაფერი კი დერბიდან დაიწყო. ძნელია იმის თქმა რომ პოგბას ჩავარდნა აქვს, მე მჯერავს რომ პოგბა არის ფეხბურთელი,რომელსაც ელიტაში ყოფნა უპირველესად ფეხბურთის და არა მარკეტინგული ღირებულებების გამო სურს, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის ორი ჩაგდებული მატჩი ყველას მოხვდებოდა თვალში და ეს ასეც იყო. მესიმ,რონალდუმ,იბრამ ეს კარგად იციან.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

პრობლემა იმაშია რომ მოურინიო ვერ იყენებს მის უძლიერეს მხარეებს, 4–2–3–1 იდეალურია მწვრთნელისთვის, მაგრამ არა ფეხბურთელისთვის.

ჩვენ ხომ ეს უკვე ვნახეთ ? დიახ, ჩვენ ეს ევროპის ჩემპიონატზე ვნახეთ. დეშამმა ასევე ითამაშა 4–2–3–1 ფორმაციით ცენტრში მატიუდისა და პოგბას წყვილით, მაგრამ მან პოგბასგან სარგებელი ვერ მიიღო და ეს მისი დანაშაულია.

"იუნაიტედში" პოგბა კვლავ ამ პოზიციაზე თამაშობს, ამჯერად მისი მეწყვილე ფელაინია. "ფეინოორდთან" მან "ათიანზე" ითამაშა, პოზიციაზე რომელიც ჩემი აზრით მისთვის იდეალური არაა.

პოგბამ სახელი იტალიაში თამაშით გაითქვა. ის "იუვენტუსში" 4–3–3 წყობაში თამაშობდა, რომელიც მისთვის ყველაზე ეფექტურია. მას გვერდით ჰყავდა პირლო, რომელიც პლეიმეიქერი იყო და ვიდალი, რომელიც აზღვევდა და სივრცეს უთავისუფლებდა. პოგბამ შეიძინა ახალი თვისებები, ფიზიკურმა სიძლიერემ და არაჩვეულებრივმა დრიბლინგმა ის კლასიკურ "ბოქს–თუ–ბოქს" პოზიციის მოთამაშედ ჩამოაყალიბა.

ის არაა დაცვითი ტიპის ფეხბურთელი, ან ფეხბურთელი რომელიც მოედნის სიღრმიდან გრძელი პასით დაიწყებს გუნდის შეტევას. სქოულზი მართალი იყო, ამ პოზიციებზე მას არა საკმარისი დისციპლინა გააჩნია.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშის ასეთი ხედვით მოურინიო მისგან ვერ მიიღებს მაქსიმუმს. პოგბას სასარგებლოდ უნდა ითქვას რომ ის მოედანზე არაა იმით დაკავებული, რაც ყველაზე კარგად გამოსდის.

სქოულზმა ჩვენ მოდრიჩი და კროოსი შემოგვთავაზა, მისი აზრით სწორედ ეს ფეხბურთელები დაეხმარებიან მას "გახსნაში". მიჰყიდის კი "რეალი" რომელი ამ ფეხბურთელს "იუნაიტედს" ? არამგონია, არ დაგვავიწყდეს რომ მანჩესტერმა სწორედ პოგბა წაართვა "რეალს" და მთელი საფეხბურთო სამყაროს თვალწინ რეპუტაცია შეულახა.

პოგბას შეცვლა მოურინიოს შეცვლაზეა დამოკიდებული

მოურინიოს ჰყავს ფელაინი,ერერა,შნეიდერლინი, მაგრამ ისინი არ არის იმ ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც პოგბას რეალურად დაეხმარებიან, ისე როგორც ამას მოდრიჩი ან კროოსი შეძლებდა. გვყავს ქერიქი, რომელიც ალბათ მართლაც შეძლებდა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ის უკვე 35 წლისაა, თუმცა სქოულზმა მისი სახელიც ახსენა.

"იუნაიტედმა" რაღაც უნდა შეცვალოს. ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ პოგბას შესაძლებლობებს. მივდივართ იმისკენ, რომ მოურინიომ უნდა შეცვალოს სქემა, სხვა შემთხვევაში შეიძინოს ფეხბურთელი, რომელიც რეალურად დაეხმარება ფრანგს საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში.

წყარო:The Telegraph
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 00:49
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: reddevil12
მოურინიო არის ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი და პატივმოყვარე მწვრთნელი, რომელიც არ გადაუხვევს თავისი სათამაშო სტილიდან, თუმცა ალბათ მანჩესტერისთვის ამჟამად 4-3-3 ან 4-4-2 იდეალური ვარიანტია... ეს ორი ფორმაცია არის საუკეთესო, რომლითაც უამრავი დიდი კლუბი თამაშობს და მანჩესტერს აქვს იმის რესურსი ფეხბურთელების მხრივ, რომ ითამაშოს 4-3-3 და 4-4-2 თანაც შესანიშნავად, მაგრამ კიდევ ვიმეორებ მოურინიო ჯიუტია და არამგონია შეცვალოს თავისი ტაქტიკა. მიუხედავად ამისა ეს კაცი წაგებას ვერ იტანს და აუცილებლად გამონახავს თავისივე ფორმაციაში გამოსავალს და მიაღწევს უდიდეს წარმატებას მანჩესტერში!!! ეს პირველი სეზონია და არაუშავს ავიტანთ ცოტა წარუმატებლობას, მაგრამ აი მეორე სეზონი იქნება მოუს სეზონი, როგორც პრემიერ ლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერი აუცილებლად გაიბრწყინებს... სულ მალე !

კაია შენნაირი მომთმენი ხალხი, აქ სამი თამაში წაგაო და ტიპს თავზე დაახურეს ყველაფერი, არიან ეგეთებიც, გეთანხმები რომ ჯერ ადრეა მისი შეფასება, მაგრამ წყობაზე 4–3–3 ფეინოორდთან მოსინჯა და უნდა ითამაშოს ამ წყობით
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№12
ავტორი: mufc1878
23 სექტემბერი 2016 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
5 იგრაში ცუდად არუთამაშია პოგბას და საცენზურავეთი სერიალიდან აქ გადმოსვლა და ეგრევე ფრენა პონტია ვინმემ შეძლოს.იასნა მეგა იგროკია მაგრამ მასაც უნდა დრო დარწმუნებული ვარ უკვე ლესტერიდან შეძლებს მომატებას ჩვენი მარგალიტი
1
№13
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 08:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...
1
№14
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2016 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Sworad laparakobs magram me mainc mgoniaa Ro Cota dro unda mainc sanam bolomde moixodeba❤️
1
№15
ავტორი: bziki
23 სექტემბერი 2016 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არაფერი 4 3 3არ წირდება ურალოდ ისეტი კაცი უნდა უკან ვინც ტამაშს დაალაგებს ტემპს გააკონტროლებს და გაანაწილებს ბურტს პრობლემაა ის რო ესეთი კაცი კერიკია მხოლოდ ნუ ბლინდს და შვაინას საერთოდ არ განიხილავენ და ალბატ სწორადაც. კერიკსაც ვერ ჩააბარებ მთელი წელი ცენტრს აბსურდია შეილება ბლინდს დაავალო ეგ ყველაფერი რო დაცვიდან ამოიწიოს ხოლმე შეტევის დაწყების დროს და ფელაინიმ დააზგვიოს რასაც აკეთებდა კიდეც მეტ ნაკლებად სანამ არ შეცვლიდა და ჩემი აზრიტ ეგ უფროა შეცდომა ამ შემადგენლობით 3 5 2 იც კაი უნდა იყოს. სმოლინგი ბლინდი ბაი. შოუ ფელაინი პოგბა მხითო ვალენსია. მარსიალი/რეშფორდი იბრა
1
№16
ავტორი: cxvara1994
23 სექტემბერი 2016 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
იტოკში რატო არსებობს მანჩესტერის ისეტი ფანები ვინც იძახის პოგბა გასაშვებიაო და მას იანგი ფელაინი და ლინგარდი ჯობია მაგ პოზიციაზე დადგესო, რატო არ ესმის ამ ხალხს რომ პოგბამ საკუტარი საჯარიმოდან არ უნდა ატრიოს ბურტი, და ფელაინზე უკეტესი უნდა ედგეს გვერდიტ რომელსაც გრდზელი გადაცემა შეუძლია რომ პოგბას ბურტი მისცეს და წინ წაწეულმა პოგბამ ფორვარდები მოამარაგოს
1
№17
ავტორი: mufc1878
23 სექტემბერი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

მეჩვენება თუ პოგაბზე დაწერე უსარგებლოაო და მანჩესტერისთვის გამოუყენებელიო.?ჯიგარსონ
1
№18
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 15:07

არ გეწყინოს მაგრამ ეგ არის საფეხბურთო უვიცობა, როგორ თუ პირლო პლეიმეიკერი არ იყო ? აბა რა იყო ?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№19
ავტორი: Ashley Young
23 სექტემბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

არ გეწყინოს მაგრამ ეგ არის საფეხბურთო უვიცობა, როგორ თუ პირლო პლეიმეიკერი არ იყო ? აბა რა იყო ?

უვიცობა ამ სტატიაში რომ არის ისე უნდა ჩემო ძმაო! პირლო იყო რეჯისტა და არა ფლეიმეიკერი და თუ "ვიცი" ხარ გაარჩიე ეს ორი პოზიცია ერთმანეთისგან;-)

ციტატა: mufc1878
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

მეჩვენება თუ პოგაბზე დაწერე უსარგებლოაო და მანჩესტერისთვის გამოუყენებელიო.?ჯიგარსონ

მეჩვენება თუ პოგბას ფელაინი ჯობდა ეს თამაშები? მეჩვენებოთა თუ მართლა ლანძღავდა ფერგუსონს ეს ზანგი?

3 თამაში დაასახელეთ, სადაც იუვენტუსმა 4-3-3 ითამაშა პოგბას დროს და კი ბატონო... უვიცობაო მერე აქეთ იტყვიან!
0
№20
ავტორი: Dato Sirabidze
23 სექტემბერი 2016 21:25
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: Ashley Young
რა სისულელეა! ჯერ ერთი პირლო ფლეიმეიკერი არასდროს ყოფილა ჯუვენტუსში და მერე მეორე პირლოს ვიდალი კი არ აზღვევდა, ვიდალი უშუალოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული და ბონუცი იყო ის ვინც პირლოს აზღვევდა. მერე, იუვენტუსი 4-4-3 მოდულით თამაშობდაო რომ ამობთ ამ სტატიაში ეს უკვე თავის გასამართლებელ სტატიას გავს. 3-5-2 ვანგას წყობა გახსოვთ? იგივე პოზიციაზე დგას აქაც, უბრალოდ ევრა უბამდა მხარს თორე ეს რომ უსარგებლო ზანგია და მანჩესტერისთვის არაგამოსაყენებელი კიდევ არაერთხელ დამტკოცდება!

ან პოგბაზე და იბრაზე აიწყოს გუნდი რასაც მე არასოდეს მივესალმები ან 11 გუნდური ფეხბურთელით შექმნა ნამდვილი გუნდი და არა ინდივიდუალისტებით. აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება. იტალიაში ყბელას უგებდა ფიზიკურ ბრძოლად და აქ უნგლისია, აქეთ ყველა მოუგებს ბრძოლას...

Andrea Pirlo, Ufficiale OMRI[3][4] (born 19 May 1979) is an Italian professional footballer who plays for American club New York City FC and the Italy national team. Pirlo is a free-kick specialist, who is usually deployed as a deep-lying playmaker in midfield for both his club and national sides.
In Italian football the terms trequatista and Regista are very commonly used to denote the two big roles in midfield of attacking playmaker and deep-lying playmaker respectively, both of which have been mastered by Andrea Pirlo.

აჰა ძმაო შენი რეჯისტა, ეგრეა იტალიურად და ცნობილია როგორც შემტევი ფლეიმეიქერი, დანარჩენი თარგმნე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top