როგორც The Sun იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს"ლესტერ სიტის" ინგლისელი ნახევარმცველი დენი დრინქვოთერის დაბრუნებას სურს, რომელიც "იუნაიტედის" აღზრდილია. კლუბი მზადაა "ლესტერს" დენის სანაცვლოდ 30 მილიონიანი წინადადება შესთავაზოს, თავად ფეხბურთელს კი, კვირაში 150,000 ევრო დაუნიშნოს.
მაგრამ ეს ყველაფერი ზაფხულშია მოსალოდნელია, რადგან ინგლისის მოქმედი ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არიან და არ სურთ ზამთარში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის გაშვება.
26 წლის დენი დრინქვოთერი "იუნაიტედის" აღზრდილია, თუმცა მან 2012 წელს"ოლდ ტრაფორდი" სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო დატოვა და "ლესტერ სიტის" მიაშურა.
თუმცა ახლა ჟოზეს სურს ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს და ამისათვის მზადაა "მელიებს" წინადადებით მიმართოს, მაგარმ როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გარიგება ზაფხულშია მოსალოდნელი.