თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2016, 10:19
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2736,
კომენტარები: 22
მოურინიოს დენი დრინქვოთერის დაბრუნება სურს
შესაძლოა "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდეს.
მოურინიოს დენი დრინქვოთერის დაბრუნება სურს
როგორც The Sun იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს"ლესტერ სიტის" ინგლისელი ნახევარმცველი დენი დრინქვოთერის დაბრუნებას სურს, რომელიც "იუნაიტედის" აღზრდილია. კლუბი მზადაა "ლესტერს" დენის სანაცვლოდ 30 მილიონიანი წინადადება შესთავაზოს, თავად ფეხბურთელს კი, კვირაში 150,000 ევრო დაუნიშნოს.

მაგრამ ეს ყველაფერი ზაფხულშია მოსალოდნელია, რადგან ინგლისის მოქმედი ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არიან და არ სურთ ზამთარში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის გაშვება.

26 წლის დენი დრინქვოთერი "იუნაიტედის" აღზრდილია, თუმცა მან 2012 წელს"ოლდ ტრაფორდი" სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო დატოვა და "ლესტერ სიტის" მიაშურა.

თუმცა ახლა ჟოზეს სურს ინგლისელი "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს და ამისათვის მზადაა "მელიებს" წინადადებით მიმართოს, მაგარმ როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს გარიგება ზაფხულშია მოსალოდნელი.

წყარო:Goal
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2016 03:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: JuanMata
ციტატა: dachi_mu
აუუ ჩემი ეხლა დაეშვება ესეთები :დ რა იყოთ ხალხო,მართლა წაუგებლად გინდოდათ გაგვევლო ეს წელი? :დ თქვენ არ იყავით შარშან რო იძახდით ყველა გასაგდებია გუნდიდანო... ნუ ჟურნალისტებიც,ექსპერტებიც და ყველა :დ დრინქვოთერი არა ჯონჯო შელვი კიდე :დ ვაცადოთ ამ კაცს....



წაუგებლობაზე არაა საქმე, ამის ილუზია არავის ჰქონდა, მაგრამ ცენტრის თამაში მოგწონს? კომბინაციები მოგწონს? (თუ არის საერთოდ), ცენტრში უოტფორდი შენზე უკეთ რომ ათამაშებს ბურთს, ე.ი. რაღაც შესაცვლელია.

ფელაინი კარგი მებრძოლი ფეხბურთელია, ხანდახან ზედმეტი მოსდის და ბინძურად თამაშობს, რაც მისი მინუსია, დრინქუოთერი სულ სხვა სტილია, რთულია ამათი შედარება, დრინქუოთერი ჩემი აზრით შეტევების დაწყების თვალსაზრისით, თუნდაც პასებით უფრო მაგარია, ფიზიკური ძალით და ართმევაზე თამაშით შეიძლება ფელაინი ჯობს.

მაგრამ უოტფორდთან თამაშში კი ვნახეთ, რომ ორივე გოლი ზუსტად საყრდენის პოზიციიდან გავიდა, არ შემედავოთ ახლა ამაში, პირველ გოლში განსაკუთრებით ფელაინის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა კართან ახლოს მისვლის, სმოლინგი და ბაიი ორივე კარის გასწვრივ იდგა პრასტრელის ჩაჭრაზე, ფელაინიც კარისკენ რომ დაიძრა, მაგან შექმნა საყრდენ პოზიციაზე ცარიელი ადგილი და პასიც იქ გაკეთდა.

ამას დამატებული პრობლემა, დაცვიდან ბურთის ამოტანის, როცა პოგბას, რუნის, რეშფორდს ჩამოსვლა უწევთ უკან, რომ ფელას და მცველებს დაეხმარონ, ასე სწრაფ და სახიფათო შეტევას, ვერასდროს დაიწყებ.

ბურთის ამოტანა არაა ამ შემადგენობაში საყრდენის საქმე ჩემო მეგობარო,უყენია სულ გვერდიგვერდ ფელაინი და პოგბა,და ჩასვლა კი არ უწევს პოგბას მაგის ადგილი იქაა.და მაგის საქმეა ბურთის ამოტანა გამთამაშებლამდე,ვინგერამდე და ასე შემდეგ.ფელაინის საქმე ამ შემთხვევაში ვამბობ,არის ბურთის ართმევა და სწრაფი პასი პოგბაზე,რაც სიტისთანაც იდეალურად ქნა,თუ გინდა ვოტფოედთან,ის ხარიხას რო მოხვდა ფელაინიმ აუტანა და გაუთავისუფლა ბურთი,და იბრაგიმოვიჩს კიდე ჩაუწოდა და დააჯვა თავზე ბურთი რო იტყვიან და ვერ შეაგდო... გოლებს რაც შეეხება.როგორ შეიძლება პირველ გოლში ვინმე დაადანაშაულო მსაჯის გარდა.. და მეორე გოლი იყო პოგბას ბრალი არ ჩაყვა კაცს ბოლომდე,და მოუს თუ დავუჯერებთ საერთოდ შოუს დააბრალა ეგ ბუურთთი პრესინგი არ ითამაშა იგალოზეო... შეიძლება მეც არ მომწონს ფელაინი მარა საქმეს უკეთებს იდეალურად მოუს,და რო ეგონათ ხალხს ძლიერ გუნდთან გამოჩნდება რო ნაგავიაო,სიტისთან საუკეთესო გახდა,სიტიზე ძლიერი გუნდი კიდე წელს პრემიერლიგაში არაა...ესაა ილუზია რა დრინქვოტერი,ცენტრში თუ პრობლემაა დღეს ესაა პოგბა,რომელიც ვერ ჯდება პრემიერლიგის რიტმში ჯერჯერობით,დრო უნდა და გაიხსნება ისიც.დამიჯერე ისე არავის ყიდულობენ ყველას ეუბნებიან წინასწარ სად უნდა ითამაშოს.ასე რო პოგბაც მოელოდა სადაც იდგებოდა,შეეჩვევა ძაან მალე გუნდსაც და რიტმსაც..შეიძლება ფეხბურთელების დამატება გვჭირდება,მარა ნახევარმცველები ნაღდად არა რავიცი... ვინგერი მოვა ზამთარში აუცილებად
0
№22
ავტორი: Ashley Young
22 სექტემბერი 2016 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
პოგბას მაინც ჯობია!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top