თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2016, 21:27
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4004,
კომენტარები: 47
როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?
რუნის არყოფნა მოურინიოს რამდენიმე საინტერესო ვარიანტს სთავაზობს
როგორი იქნებოდა
საფეხბურთო გულშემატკივარმა კვლავ წამოჭრა თემა რუნის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების ან უბრალოდ კლუბიდან გაშვების შესახებ. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, მათგან ერთ-ერთი "უოტფორდთან", სადაც რუნი მატჩის იმედგაცრუებად დასახელდა. თუ უეინი პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას "ლესტერთან" ძირითადში არ დაიწყებს, მოურინიოს დიდი არჩევანი ექნება ახალი ფორმაციის წარმოსადგენად.

მატა ცენტრში
ხუან მატას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა "ჩელსიში", როცა ის 10-იანის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ "იუნაიტედში" ამ პოზიციაზე რუნი დახვდა, თავად კი ფლანგი დაიკავა. დევიდ მოიესისთვისაც და ვან გაალისთვისაც, უეინის თავდამსხმელების უკან თამაში თითქმის ყოველთვის უკეთესი ვარიანტი იყო, ვიდრე მატასი. რა შემადგენლობა შეიძლება ვიხილოთ მისი არყოფნის და 4-2-3-1 ფორმაციის შემთხვევაში:

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


ადგილი ერერასთვის
ერერამ სეზონი ძირითად გუნდში დაიწყო, მაგრამ პოგბას ტრანსფერმა მისი სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება გამოიწვია. სარეკორდო თანხის გადახდის შემდეგ, მოურინიო პოგბას უნდობლობას ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ რუნის არყოფნის შემთხვევაში, ანდერისთვის ადგილი ჩნდება. ესპანელ ფეხბურთელს შეუძლია როგორც ნახევარდაცვაში ღრმად უკან ჩაწევა, ასევე შეტევაში თამაში.

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


4-4-2
როგორც წესი, კარიერაში, მოურინიო 4-4-2-ით თამაშობდა. ეს ზლატანს რეშფორდთან ან მარსიალთან დუეტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს, ამასთან, თავდასხმის დუეტს მხარს მატა დაუჭერს, ნახევარდაცვას კი პოგბა და ერერა გაამაგრებენ. ვალენსიას და შოუს, როგორც წესი, შეტევაში ფლანგებიდან ჩართვა არ უნდა გაუჭირდეთ.

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


წყარო: M.E.N.


რომელი სისტემით უნდა ითამაშოს მოურინიომ?

4-2-3-1
4-3-3
4-4-2 ვინგერების გარეშე
არცერთი, რუნიმ უნდა ითამაშოს

სტატიები
47 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
20 სექტემბერი 2016 21:33
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რატომ არ შეიძლება უბრალოდ იუვეს ან ატლეტიკოს მსგავსი ტაქტიკა ?

დე ხეა
ვალე/ბაი/კრისი/შოუ
----კერიკი - პოგბა-----
მარსიალი - მატა - რეშფორდი
---რუნი--ზლატანი---
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: DRJBECKHAM
20 სექტემბერი 2016 21:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
შოუ-სმილინგი-ბაიი-ვალენსია
მარსიანი-შნეიდერლინი-ერერა-მხითარიანი-პოგბა-იბრაჰიმოვიჩი
0
№3
ავტორი: shotkin
20 სექტემბერი 2016 21:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
შედეგებს შევხედე და იმდენმა კაცმა მისცა რუნიმ უნდა ითამაშოსო რო აზრი არააქ აქ რამის დაწერას , იმენა ფანატიკოსებით სავსეა საიტი რეალს რო ვაგინებდით აი აქ გამოჩნდა რო მართალი იყო რა, როცა ვერ თამაშობს გაუშვი პირველრიგში არის კლუბი და მერე ფეხბურთელი დარწმუნებული ვარ რუნის ჩემზე მეტად პატივს ბევრი არ ცემს მარა რასაც ეს კაცი ბოლო 3 წელია აკეთებს არის ამაზრზენი და ყველაფერი ფეხბურთის გარდა კარგია რო ვიღაცამ გააკეთა ვიდეო კოლაჟი უოტფორდთან მატჩში სადაც რუნი "სასწაულებს" სჩადის იქნებ ეხლა მაინც გაახილოს ზოგზოგიეთმა თვალი
0
№4
ავტორი: gela-manutd
20 სექტემბერი 2016 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რუნის მეც ძაან დიდ პატივს ვცემ და ძაან მიყვარს მარა ყველაპერს აქ დასასრული რუნის ფერგის მერე დედა მოეტყ ნა არც ფორმაშია და ვერც მწვრთნელები იყენებენ კარგად კაცი ფერგის დროს პორვარდი იყო და ამათმა ორ დგეში ნახევარმცველად უნდათ რო გადააქციონ პოზიციის ცვლა რუნის კი არა უფრო გრანდ იგროკებსაც შეეტყობოდათ ასე რო მოექცე და ტიტკოს გუნდის ესეთ ნეხვში ყოფნა რუნის ბრალია იმიტო რო სკამზე დასმას ვერ აკადრებ ამის თქმაც ძAAნ დიდი სისულელეა კი ბატონო მესმის ბოლოსამი წელი მაგრა მოუკლო და ჩაისვარა მარა დაააბრუნე თავის პოზიციაძე თუ არ აყომარდება ფერგის დროს ასეთი რუნი გახსოვთ ვინმეს? როჟა კისრით მიგვათრევდა ფეხბურთელი შენ სადაც გაწყობს იქ კი არ უნდა ათამაშო იქ უნდა Aთამაშო სადაც მიჩვეულია და მისი ფლანგია ესენი ისეთ რამეს შვებიან რაც რუნის გუპავს ეს იგივეა დე ხეას ცენტრფორვარდად გადაკეთება რო მოინდომო ივარგებს იმ პოზიციაზე?აი ესაა სიმართლე რაც შრეკის ჩირს
0
№5
ავტორი: manfan
20 სექტემბერი 2016 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, რუნი დიდი ხანია ნაკრებისა და მანიუს იმედგაცრუებაა, ამას ყველა ოდნავ ფეხბურთში ჩახედული გულშემატკივარი ამჩნევს, არადა ორივეგან ჯიუტად ტენიან, 4-4-2 სისტემა ეხლა საუკეთესო ვარიანტია (რუნის გარეშე რათქმა უნდა), მაგრამ ერთი კრეატიული ნახევარმცველი მაინც გვინდა, თუ ამჩნევთ რომ გუნდში ნორმალერი სტანდარტულების ჩამწოდებელი არაა. იტოგში მოუს ძაან ბევრი საფიქრალი აქვს...
0
№6
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2016 22:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნიზე არაფერს დავწერ, ძაან მეზარება მერე იმ ხალხის მოსმენა ვინც ჩასაფრებულია ხოლმე ესეთი მომენტებისთვის. ყველას თავისი აზრი აქვს ეს გასაგებია, მარა როგორც ზემოთ აღნიშნეს ფანატიზმში გადადის უკვე ეს ყველაფერი. მარტივად რომ ვთქვა და ყოველთვის ესე ვთვლიდი ნებისმიერთან, არავინაა კლუბზე მნიშვნელოვანი და არც იქნება

4-4-2 კაია, მარა მაშინ უკეთესი ფლანგები უნდა გვყავდეს დაცვაში. დარბის ეს ვალენსია, გავიგეთ მარა მაგისგან არ ველი ფლანგის აკლებას, რაცაა ფლანგები ის დარჩება. ვფიქრობ პოგბამ უნდა აიწიოს ზემოთ და ერერა-მორგანის დუეტი უნდა დადგეს ცეტრში, შვაინშტაიგერს არ მიეცა სათამაშო დრო ორე ძირითდზე პრეტენზია ექნებოდა. კერიკი შეცვლებზე კარგი იქნება, მარა როგორც ასეტი სასტავის კაცად განიხილონ არამგონია რადგან ასაკშია და ვერ გაქაჩავს, ნუ მე ასე მგონია
0
№7
ავტორი: lefty
20 სექტემბერი 2016 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რა სისტემითაც არ უნდა ითამაშონ გუნდის სულისკვეთება არის ნული,მატა 10იანზე ძაან სუსტია ბურთის კარგად დამჭერი უნდა იყოს ვინმე და ყველაზე უბედურება ერთფეროვანი შეტევაა ყველამ იცის სადრა პასს გაკეთებენ
0
№8
ავტორი: runi runi
20 სექტემბერი 2016 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რა გაუტრაკეთ ამ რუნის ბოლო სამი წლით ტო. კაცი ფორვარდობიდან ნახევარდაცვაში ჩამოიყვანეს, ხედავენ სამი წელია ამ პოზიციაზე უსარგებლოა და მაინც ტენიან. მიეციტ კაცს ადგილის სადაც კომფორტულად გრზნობს თავს და იქნებადა როგორ ათამაშდა. მიცენ ორი სამი თამაში ძველ პოზიციაზე.
0
№9
ავტორი: lefty
20 სექტემბერი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
სომეხი მარჯვნივ თუ არ ათამაშდა მერე ნახეთ თქვენ მოუს გინება
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
20 სექტემბერი 2016 22:35
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ამ შემთხვევაში, შეიძლება სხვაგვარადაც ვიფიქროთ !

რუნი კიარაა გასაშვები, არამედ ის ყველა მწვრთნელია გასაგდები გუნდიდან ვინც რუნის 10_იანზე ათამაშებს ! რუნი დაბადებულია ფორვარდად რა, რათ უნდა ამას ამდენი პოზიციის ცვლა და ფილოსოფოსობა, ათამაშოს რუნი იბრას დუეტი წინ და მოგვარდება ყველაფერი. 4-4-2 გვინდა ! აი ესეთი შემადგენლობით:
მეკარე: დე ხეა
დაცვის ხაზი: ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, შოუ
ნახევარდაცვა: მარსიალი მარცხნივ, შვაინშტაიგერი და პოგბა ცენტრში და მარჯვნივ მატა
ფორვარდები: რუნი და იბრა
ზამენა გვყავს ოქროსი: მხითარიანი, რეშფორდი, ბლინდი, კერიკი, რომერო, ერერა და რავი საკაიფოა რა.

ვისაც რუნისთან პრეტენზია აქვს რამეზე უბრალოდ გადახედეთ ფერგის დროინდელ რუნის თამაშს და ვან გაალის და მოურინიოს ხელში რუნის თამაშს. დასკვნა მარტივია: რუნი ფერგის დროს უბრალოდ უმაგრესი და შეუდარებელი იყო თავის პოზიციაზე, თავის წყვილთან ერთად... მაგალითად, რუნი-ბერბატოვი, რუნი-ტევეზი, რუნი-რონალდო, რუნი-ვანპერსი... დაჟე მოიესი რო მოვიდა რუნი მიათრევდა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც რო ბაიერნამდე მივიდნენ რუნის გაკეთებული იყო. ტიპი შავ სამუშაოს ასრულებდა გუნდში, მეკარეც იყო მცველიც მსაჯიც და მწვრთნელიც. რუნი უბრალოდ შეუდარებელია... ამ ვანგაალმა და ჰოჯსონმა უქნა ყველაფერი... ჯერ იყო 10იანზე გადაწია, მერე ფლანგზე ათამაშებდნენ, მერე 6_იანზე და 8_იანზე კაროჩე კაცი გააწამეს... არ ვიცი რა ვთქვა რა... რუნი უბრალოდ შეუცვლელი ფიგურაა იუნაიტედის. სანამ თვითონ არ ჩამოკიდებს ლურსმანზე ბუცებს აქ უნდა დარჩეს, თუნდაც 42 წლის იყოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top