თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2016, 21:27
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4013,
კომენტარები: 47
როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?
რუნის არყოფნა მოურინიოს რამდენიმე საინტერესო ვარიანტს სთავაზობს
როგორი იქნებოდა
საფეხბურთო გულშემატკივარმა კვლავ წამოჭრა თემა რუნის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების ან უბრალოდ კლუბიდან გაშვების შესახებ. ჟოზე მოურინიოს გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, მათგან ერთ-ერთი "უოტფორდთან", სადაც რუნი მატჩის იმედგაცრუებად დასახელდა. თუ უეინი პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას "ლესტერთან" ძირითადში არ დაიწყებს, მოურინიოს დიდი არჩევანი ექნება ახალი ფორმაციის წარმოსადგენად.

მატა ცენტრში
ხუან მატას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა "ჩელსიში", როცა ის 10-იანის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ "იუნაიტედში" ამ პოზიციაზე რუნი დახვდა, თავად კი ფლანგი დაიკავა. დევიდ მოიესისთვისაც და ვან გაალისთვისაც, უეინის თავდამსხმელების უკან თამაში თითქმის ყოველთვის უკეთესი ვარიანტი იყო, ვიდრე მატასი. რა შემადგენლობა შეიძლება ვიხილოთ მისი არყოფნის და 4-2-3-1 ფორმაციის შემთხვევაში:

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


ადგილი ერერასთვის
ერერამ სეზონი ძირითად გუნდში დაიწყო, მაგრამ პოგბას ტრანსფერმა მისი სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება გამოიწვია. სარეკორდო თანხის გადახდის შემდეგ, მოურინიო პოგბას უნდობლობას ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ რუნის არყოფნის შემთხვევაში, ანდერისთვის ადგილი ჩნდება. ესპანელ ფეხბურთელს შეუძლია როგორც ნახევარდაცვაში ღრმად უკან ჩაწევა, ასევე შეტევაში თამაში.

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


4-4-2
როგორც წესი, კარიერაში, მოურინიო 4-4-2-ით თამაშობდა. ეს ზლატანს რეშფორდთან ან მარსიალთან დუეტის შექმნის შესაძლებლობას მისცემს, ამასთან, თავდასხმის დუეტს მხარს მატა დაუჭერს, ნახევარდაცვას კი პოგბა და ერერა გაამაგრებენ. ვალენსიას და შოუს, როგორც წესი, შეტევაში ფლანგებიდან ჩართვა არ უნდა გაუჭირდეთ.

როგორი იქნებოდა "იუნაიტედი" რუნის გარეშე?


წყარო: M.E.N.


რომელი სისტემით უნდა ითამაშოს მოურინიომ?

4-2-3-1
4-3-3
4-4-2 ვინგერების გარეშე
არცერთი, რუნიმ უნდა ითამაშოს

სტატიები
47 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2016 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Maignebs Ra joze sasurvel vatiants
0
№12
ავტორი: manfan
20 სექტემბერი 2016 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
ციტატა: გიორგი
რუნიზე არაფერს დავწერ, ძაან მეზარება მერე იმ ხალხის მოსმენა ვინც ჩასაფრებულია ხოლმე ესეთი მომენტებისთვის. ყველას თავისი აზრი აქვს ეს გასაგებია, მარა როგორც ზემოთ აღნიშნეს ფანატიზმში გადადის უკვე ეს ყველაფერი. მარტივად რომ ვთქვა და ყოველთვის ესე ვთვლიდი ნებისმიერთან, არავინაა კლუბზე მნიშვნელოვანი და არც იქნება

4-4-2 კაია, მარა მაშინ უკეთესი ფლანგები უნდა გვყავდეს დაცვაში. დარბის ეს ვალენსია, გავიგეთ მარა მაგისგან არ ველი ფლანგის აკლებას, რაცაა ფლანგები ის დარჩება. ვფიქრობ პოგბამ უნდა აიწიოს ზემოთ და ერერა-მორგანის დუეტი უნდა დადგეს ცეტრში, შვაინშტაიგერს არ მიეცა სათამაშო დრო ორე ძირითდზე პრეტენზია ექნებოდა. კერიკი შეცვლებზე კარგი იქნება, მარა როგორც ასეტი სასტავის კაცად განიხილონ არამგონია რადგან ასაკშია და ვერ გაქაჩავს, ნუ მე ასე მგონია


ფერგის დროს მშვენიერად იკლებდა ფლანგს ვალე, თან არც ეხლაა ბებერი და ამ გუნდში მგონი ეგ აწვდის ფლანგიდან ნახადუ ყველაზე კარგად ;)
0
№13
ავტორი: GeorgeBest
20 სექტემბერი 2016 22:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: manfan
ფერგის დროს მშვენიერად იკლებდა ფლანგს ვალე, თან არც ეხლაა ბებერი და ამ გუნდში მგონი ეგ აწვდის ფლანგიდან ნახადუ ყველაზე კარგად ;)

ფერგის დროს ყველა რაღაცას აკეთებდა winked

ციტატა: GaMkReLa

ყველაფერი შეიძლება შევტენოთ ვან გაალს მარა რუნის ამბები ყველაზე ნაკლებად, როცა ტიპს მარტო ის ეკერა პირზე რომ მაგის კაპიტანი ხელშეუხებელია და რაღაცები. ყველას შეუწყვილა და ფორვარდადაც იდგა მარა რა ქნა? პირადად მე რუნის ფორვარდობას ველოდი სულ და მეგონა მართლა დაიხევდა ყველას მარა ვნახეტ რაც იყო

ფერგიმ დაწია პირველად უკან და არა ვან გაალმა. როცა ვერ თამაშობდა (ეხლა მაგ ვერ თამაშს რუნის საუკეთესო თამაში ქვია) სკამზეც იჯდა, გემახსოვრებათ ეგ.

ხელშეუხებელი არავინაა და არც უნდა იყოს, ძალიან მინდა ვცდებოდე და ზუსტად ეგეთი მოვლენა იყოს რუნი როგორც თქვენ ახასიათებთ მარა მერამდენე წელია უკვე მარტო უკან უკან მიდის საქმე. შეგვახსენებს ზოგჯერ თავს და სულ ეგაა, ცუდად ითამაშებს და ვერაფერს იტყვი კაცი, რუნია და ცუდი ხო არ დაგცდება? ზამენაზე დასმითაც დიდი ტრაგედია იქნება

მოკლედ დიდი თავისტკივილია რუნი ყველა მწვრთნელისთვის
0
№14
ავტორი: - MEMPHIS
20 სექტემბერი 2016 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
<----------------დე ხეა--------------->
ფოსუ მენსა\ბაილი\ბლინდი\შოუ
მხითო\შვაინა\პოგბა\მემფისი
იბრა\რეშფორდი

მგონი ყველაზე კაია თან ახალგაზრდებს დრო მიეცემათ თუ მაინცდამაინც შვაინას მაგივრად ერერაც შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ SCORE IN FRONT OF 75.000 FANS
№15
ავტორი: Gamkrelidze
20 სექტემბერი 2016 22:50
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: გიორგი
ციტატა: manfan
ფერგის დროს მშვენიერად იკლებდა ფლანგს ვალე, თან არც ეხლაა ბებერი და ამ გუნდში მგონი ეგ აწვდის ფლანგიდან ნახადუ ყველაზე კარგად ;)

ფერგის დროს ყველა რაღაცას აკეთებდა winked

ციტატა: GaMkReLa

ყველაფერი შეიძლება შევტენოთ ვან გაალს მარა რუნის ამბები ყველაზე ნაკლებად, როცა ტიპს მარტო ის ეკერა პირზე რომ მაგის კაპიტანი ხელშეუხებელია და რაღაცები. ყველას შეუწყვილა და ფორვარდადაც იდგა მარა რა ქნა? პირადად მე რუნის ფორვარდობას ველოდი სულ და მეგონა მართლა დაიხევდა ყველას მარა ვნახეტ რაც იყო

ფერგიმ დაწია პირველად უკან და არა ვან გაალმა. როცა ვერ თამაშობდა (ეხლა მაგ ვერ თამაშს რუნის საუკეთესო თამაში ქვია) სკამზეც იჯდა, გემახსოვრებათ ეგ.

ხელშეუხებელი არავინაა და არც უნდა იყოს, ძალიან მინდა ვცდებოდე და ზუსტად ეგეთი მოვლენა იყოს რუნი როგორც თქვენ ახასიათებთ მარა მერამდენე წელია უკვე მარტო უკან უკან მიდის საქმე. შეგვახსენებს ზოგჯერ თავს და სულ ეგაა, ცუდად ითამაშებს და ვერაფერს იტყვი კაცი, რუნია და ცუდი ხო არ დაგცდება? ზამენაზე დასმითაც დიდი ტრაგედია იქნება

მოკლედ დიდი თავისტკივილია რუნი ყველა მწვრთნელისთვის


ფერგიმ იმ დროს დაწია უკან როცა ფორმაცია შეცვალა და არამგონია ეს სპეციალურად რუნისთვის გაკეთებინა და გუნდი ბოლო წლებიში 4-4-1-1_ს თამაშობდა. ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ მოტივატორი სჭირდება ვინმე. თუნდაც კლოპი რომ ყოფილიყო წარმოიდგენდით რომ რუნი ისე ითამაშებდა როგორც ამასწინათ ბორმუთთან ? ესაა და ეს.
0
№16
ავტორი: tupaca
20 სექტემბერი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: Goginashvili777
რატომ არ შეიძლება უბრალოდ იუვეს ან ატლეტიკოს მსგავსი ტაქტიკა ?

დე ხეა
ვალე/ბაი/კრისი/შოუ
----კერიკი - პოგბა-----
მარსიალი - მატა - რეშფორდი
---რუნი--ზლატანი---

პირველი:12 კაცი გყავს სასტავში და იმიტო, მეორე: იუვე სამი ცენტრალური მცველით თამაშობს შენ კიდე 4 მცველი გიყენია :)) და მესამე და მთავარი კიელინი ბარძალი და ბონუჩი რო გვყავდეს რაღა მომკლავდა :D
0
№17
ავტორი: dunkan
20 სექტემბერი 2016 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
რუნიზე ასეთი ლაპარაკი სასაცილოა.როცა თამაშებს იგებს მარტო მაშინ მაგარია ხო?ერთი კაცი დაასახელეთ მანჩესტერში რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ამოქაჩვა რუნის გარდა?გუნდმა თუ როდესმე თამაში შემოატრიალა რომელსაც აგებდა რუნის დამსახურება იყო 90%
0
№18
ავტორი: Jorj
20 სექტემბერი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ჩემთვის ყველაზე მისაღები ესაა,მაგრამ რუნის საერთოდ გუნდიდან გაშვება ყველაზე დიდი სუსლელე იქნება !

------------------დე ხეა
ვალენსია---ბაიი--კრისი---შოუ
-------------------ფელაინი-----------
-----ერერა/მხითო--------პოგბა/რუნი
რეშფორდი/მატა----იბრაკადაბრა----მარსიალი/დეპაი
0
№19
ავტორი: JuanMata
21 სექტემბერი 2016 00:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რუნი ფორვარდადაც იდგა ვან გაალის დროს და მაინც იგივე თამაში ჰქონდა. არ აქვს მნიშვნელობა პოზიციას, შენელებულია ტიპი. ძალიან დიდხანს ფიქრობს.

უაზრო უხარისხო შეტევები გვაქვს, პოგბა და რუნი არიან შემქმნელები, რუნი იმდენ ხანს უნდება გადაწყვეტილების მიღებას, სიგარეტის მოწევას ვასწრებ ხოლმე, პოგბა გადასული მარტო დარტყმებზე.

---------------------------------დე ხეა-----------------------------
ვალენსია----------ბაიი---------------------ბლინდი--------შოუ
-----------------------------ფელაინი-----------------------------------
---------------მატა/ერერა------------------------პოგბა---------------
მხითო/რეშფორდი-----------იბრა-----------------მარსიალი/დეპაი

თუ დაცვის ცენტრშ იქნება სმოლინგი-ბაიი, მაშინ საყრდენად კერიკი ან ბლინდი უნდა იყოს.

ბაიი-სმოლინგი-ფელაინის ტრიო უკანა ხაზში იყო საშინელება.
0
№20
ავტორი: shotkin
21 სექტემბერი 2016 00:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dunkan
რუნიზე ასეთი ლაპარაკი სასაცილოა.როცა თამაშებს იგებს მარტო მაშინ მაგარია ხო?ერთი კაცი დაასახელეთ მანჩესტერში რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ამოქაჩვა რუნის გარდა?გუნდმა თუ როდესმე თამაში შემოატრიალა რომელსაც აგებდა რუნის დამსახურება იყო 90%

რასქვია როცა იგებს ??? საქმეც მაგაშია მანჩესტერში არავინაა ის ერთი ვინც თამაშს მოიგებს აღარ არი რონალდუ და აღარც გიგზი სქოულზი რო თამაში აკონტროლონ, შენ თუ გგონია რო რუნი თამაშებს მარტო იგებს ალბათ კოსმოსიდან უყურებ ფეხბურთს, და რუნის გარდა დაასახელეო როამბობ , ბევრად მირჩევნია მარსიალი რუნის გამწვავების მხრივ და მXითარიანიც უნდა ჩაჯდეს სასტავში კრეატიული ფეხბურთელია ასევე პოგბა ათამაშდეს და რაშფორდიც პროდუქტიულია , იბრა ხო საერთოდ და ალბათ აღარ დარჩა ისეთი შემტევი ვინც რუნის არ ჯობია დღეს ყველა ჯობია რუნის ყველა ასპექტში ტრა..კში გაიკეთოს გამოცდილება ნებისმიერმა ფეხბურთელმა თუ არ გამოიყენა ის და არ აჩვენა და რუნი დღეს არის ნული ამას ხედავს ყველა და გამონაკლისი არადედამიწელები ნუ შემედავებიან კოსმოსიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top