თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2016, 18:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4984,
კომენტარები: 31
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიოს მოსაზრება "სიტისთან" განცდილი მარცხის შესახებ.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განცდილი პირველი მარცხის შემდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარი მანჩესტერული დერბის შემდეგ პორტუგალიელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

პირველი რეაქცია

"რა გავაკეთე დღეს? პირველ ტაიმში გვაჯობეს. თამაში ცუდად დავიწყეთ. ზოგიერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა თავისთვის შესაძლო დონეზე დაბალი თამაში აჩვენა ასეთი სწრაფი მატჩისადმი მენტალური მიდგომისა და ყურადღების მოკრების თვალსაზრისით. შეხვედრაში, სადაც სამი-ოთხი ფეხბურთელი თავისზე დაბალ დონეს აჩვენებს, შესაბამის შედეგებს მიიღებ. გუნდი ამის გამო დაისაჯა."

ორ ნაწილად დაყოფილი დერბი

"პირველ ტაიმში, 35 წუთის განმავლობაში "სიტი" აკონტროლებდა მატჩს, დაწინაურება დაიმსახურეს. პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გავიტანეთ და მაშინვე შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, მაგრამ ეს პირველი ტაიმის კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა. მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოდგა და როცა ფერნანდო შემოიყვანეს, მათაც ის იგრძნეს, რაც ყველამ - ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. ჩვენ უფრო სახიფათოდ გამოვიყურებოდით, ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ გაგვეთანაბრებინა. 45 წუთის განმავლობაში მართლაც ვიბრზოლეთ. ყველაფერი ვცადეთ, ბევრი რისკი გავწიეთ და სხვა შედეგი დავიმსახურეთ."

მარცხის მთავარი ფაქტორები

"ვფიქრობ, ბევრი რამის გამო დავისაჯეთ. პირველი: ჩვენი პირველი ტაიმი - დასაწყისმა, ზოგიერთის ინდივიდუალურმა თამაშმა გუნდი გაწირა. დავისაჯეთ მარკ კლატენბურგის ორი გადაწყვეტილების გამოც, რადგანაც საუკეთესო მსაჯიც კი უშვებს შეცდომებს და მან ორი შეცდომა დაუშვა. პირველი მათგანი იყო ბრავოს მომენტი რუნისთან თამაშისას - ეს პენალტი და წითელი ბარათია. ასეთი რამ ფეხბურთელმა საჯარიმოს გარეთ რომ გააკეთოს, უთუო ჯარიმა და წითელი ბარათია, საჯარიმოს შიგნით კი პენალტი და წითელი ბარათი. შესაძლოა, მსაჯმა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე იფიქრა, რადგან ასეთი შედეგით სრულიად განსხვავებულ მატჩს მივიღებდით და არ უნდოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა. და მეორე ასეთია მორიგი პენალტი - ოტამენდი, თავისი იდაყვით. მან მის წინ ჩამავალი ბურთის შეჩერება სცადა, მაგრამ ჩაწოდება მის ზურგს უკან განხორციელდა, ბურთს შეხედა, მხარი და იდაყვი უკან გასწია და შედეგად სუფთა პენალტს ვიღებთ. ასე რომ, ამის გამოც დავისაჯეთ."

შემადგენლობა სწორად იყო შერჩეული?

"შეხედეთ, გულახდილად, პირველ ტაიმში ორი თუ სამი ისეთი ფეხბურთელი მყავდა, ახლა რომ ჩაატარონ ეს თამაში და ვიცოდე რაც მოხდება, მათ არ ვათამაშებდი. მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან ფეხბურთელები მწვრთნელებს იმედს უცრუებენ, ხანდახან კი სიურპრიზს გვთავაზობენ. ვიფიქრე, რომ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე მათ დარტყმას მივაყენებდით ინდივიდუალურად მოქმედი ფეხბურთელების ხარჯზე, მაგრამ ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა. მათი ბრალია? ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია, რადგან მწვრთნელი მე ვარ და კიდევ იმიტომ არის ჩემი ბრალი, რომ ყოველთვის მე ვირჩევ."

მეორე ტაიმიდან მიღებული პოზიტივი

"პოზიტივი გუნდის სულისკვეთება და მეორე ტაიმში გამოვლენილი სათამაშო მენტალიტეტია, უდიდესი რისკი გავწიეთ წინააღმდეგ გუნდისა, რომელიც თავს იცავდა და თავის შანსს კონტრ-შეტევებზე ელოდა."

ორი ცვლილება შესვენებაზე

"რომ შემძლებოდა, მეტსაც გავაკეთებდი, რადგან მათი თამაშით კმაყოფილი სულაც არ ვყოფილვარ და მატჩის მიმართულების შეცვლა უნდა მეცადა, რაც ნამდვილად მოვახერხე, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი ღვაწლის კომპენსაცია არ მოხდა. ბოლო წამამდე მეგონა, რომ გოლის გატანას შევძლებდით, როგორც ეს "ჰალ სიტისთან" მოვახერხეთ. როცა გრძნობ, რომ მოედანზე გასული გუნდი ბოლო წამამდე ყველაფერს გაიღებს, ყოველთვის რაღაცას ელი. და ბოლო 15 წუთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ იმდენად გავრისკეთ, რომ დაცვაში ერთ კაცზე ერთი ფეხბურთელი მოდიოდა და ყველა წინ მიიწევდა, რათა "სიტი" რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, რაც მოხდა კიდეც. მაგრამ დამსახურებული კომპენსაცია მაინც ვერ მივიღეთ. პირველ ტაიმში დამსახურებულად დავისაჯეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დამსახურებული კომპენსაცია ვერ მივიღეთ."

ასეთი რამ ხშირად ხდება

"ყველამ იცის, რომ ამ ჩემპიონატში ყოველთვის შეიძლება წააგო მატჩი და ყველამ იცის, რომ განსაკუთრებით დიდი გუნდების წინააღმდეგ შეიძლება, სამივე შედეგი თანაბრად არის შესაძლებელი. ასე რომ, პირს არ დავაღებ, როცა "ლივერპული" ჩავა არსენალში და დაამარცხებს "არსენალს", როცა "სიტი" აქ დაამარცხებს "იუნაიტედს", როცა "იუნაიტედი" დაამარცხებს "ჩელსის" ან "ტოტენჰემს" - გაკვირვებისგან პირს არავინ დააღებს, რადგან ეს ნორმალური შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენ მოწყენილები და იმედგაცრუებულები ვართ."

ინტერვიუები
31 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
10 სექტემბერი 2016 18:57
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
Egec tqveni 100 milioniani aylayuda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ar iyo lingardi dasayenebeli da arc henrikii ashkrad chasgdes
0
№3
ავტორი: tedore
10 სექტემბერი 2016 19:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
100% თქვა არ გაუმართლა იმ სასტავმა რაც დააყენა და ჩემი აზრით არც იყო გამართლებული საერთოდ მხითარიანი ყველაზე სუსტ შენაძენად მიმაჩნია ვფიქრობ მემფისი უფრო იმსახურებს რამდენიმე წუთს მაინც ვიდრე მხითო ნუ ლინგარდზე საუბარი ზედმეტია მარტო უემბლიზე უნდა ათამაშო
0
№4
ავტორი: kantona-7
10 სექტემბერი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არაუშავს ბიჭებო ყველაფერი წინ გვაქვს და მთავარია გამოასწოროს გუნდმა შეცდომები გგმუ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: Solskjær20
10 სექტემბერი 2016 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ცუდია დერბის წაგება, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოსწორდება, წელს პრემიერ ლიგა უნდა დადოს მოურინიომ.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 სექტემბერი 2016 19:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბევრი მიზეზის გამო წავაგეთ და მოურინიოს დონის მწვრთნელი უნდა მიხვდეს ამ პრობლემებს და გამოასწოროს
0
№7
ავტორი: Malboro463
10 სექტემბერი 2016 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
პირველი რასაც ვიტყვი ისა რომ მოურინიომ წაგო ეს თამაში ლინგარდისთვის პრემიერ ლიგაში პირველი თამაში იყო თუ კარგად მახსოვს და არ უნდა დაეყენებინა ძირითადში. დღემდე უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო ერერას და მხითარიანისთვის გუარდიოლამ ერთი და იგივე სასტავი შეათამაშა მოხოდა კარგად და ისე გამოიყვანა მოედანზე. 2 ბევრჯერ ვთქვი და კიდე ვიტყვი მაურინიო გუარდიოლას ბულკია!! ლიგაზე ორი მატჩის ჯამში თუ გამოაგდებს ან სტაბილურად თუ ათამაშებს გუნდს და ისე გაჩემპიონდება თორე ასე ყოველთვის დიდ კუშს ჩვენ მოგვცემენ. 3 ფელაინით და ლინგარდით გრანდებთან თამასდ ვერ მოვიგებთ და ჭ კლასის გუნდებთან კიდე მაგათ გარეშეც მოვიგებთ. მაგათთან თავის გამოჩენა დიდ არაფერს ნიშნავს
0
№8
ავტორი: gela-manutd
10 სექტემბერი 2016 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: Malboro463
პირველი რასაც ვიტყვი ისა რომ მოურინიომ წაგო ეს თამაში ლინგარდისთვის პრემიერ ლიგაში პირველი თამაში იყო თუ კარგად მახსოვს და არ უნდა დაეყენებინა ძირითადში. დღემდე უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო ერერას და მხითარიანისთვის გუარდიოლამ ერთი და იგივე სასტავი შეათამაშა მოხოდა კარგად და ისე გამოიყვანა მოედანზე. 2 ბევრჯერ ვთქვი და კიდე ვიტყვი მაურინიო გუარდიოლას ბულკია!! ლიგაზე ორი მატჩის ჯამში თუ გამოაგდებს ან სტაბილურად თუ ათამაშებს გუნდს და ისე გაჩემპიონდება თორე ასე ყოველთვის დიდ კუშს ჩვენ მოგვცემენ. 3 ფელაინით და ლინგარდით გრანდებთან თამასდ ვერ მოვიგებთ და ჭ კლასის გუნდებთან კიდე მაგათ გარეშეც მოვიგებთ. მაგათთან თავის გამოჩენა დიდ არაფერს ნიშნავს

+1
0
№9
ავტორი: Shaw
10 სექტემბერი 2016 20:00
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 31
არა რაა ლინგარდი მხოლოდ უემბლიზე wink

ძაან ცუდია დერბის წაგება თანაც ოლდ ტრაფორდზე
0
№10
ავტორი: leluk
10 სექტემბერი 2016 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
პირველ რიგში ძალიან დასანანია პირVელივე სერიოზული თამაშის წაგება მაგრამ მოდით იმაზე მეტს ნუ იტყვით რაც არაა სათქმელი.. მოუნირიონზე კარგად ვინმემ იცისს ვინ როდის სად უნდა დააყენოს? აქედან რომ განიხილავთ ამ ყველაფერს და აკრიტიკებთ მოურინიოს .... როგორმე თვითონ მიხვდება რა უნდა ქნას .. ალბათ ეიმედებოდა ამ ხალხის მარა ვერ გაამართლეს იმედები.. მთავარია ჩემპიონები გავხდეთ დაკარგულ ქულებს ვეღარ გავეტირებით.

პირველ რიგში ძალიან დასანანია პირVელივე სერიოზული თამაშის წაგება მაგრამ მოდით იმაზე მეტს ნუ იტყვით რაც არაა სათქმელი.. მოუნირიონზე კარგად ვინმემ იცისს ვინ როდის სად უნდა დააყენოს? აქედან რომ განიხილავთ ამ ყველაფერს და აკრიტიკებთ მოურინიოს .... როგორმე თვითონ მიხვდება რა უნდა ქნას .. ალბათ ეიმედებოდა ამ ხალხის მარა ვერ გაამართლეს იმედები.. მთავარია ჩემპიონები გავხდეთ დაკარგულ ქულებს ვეღარ გავეტირებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top