თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2016, 18:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4985,
კომენტარები: 31
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიოს მოსაზრება "სიტისთან" განცდილი მარცხის შესახებ.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განცდილი პირველი მარცხის შემდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარი მანჩესტერული დერბის შემდეგ პორტუგალიელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

პირველი რეაქცია

"რა გავაკეთე დღეს? პირველ ტაიმში გვაჯობეს. თამაში ცუდად დავიწყეთ. ზოგიერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა თავისთვის შესაძლო დონეზე დაბალი თამაში აჩვენა ასეთი სწრაფი მატჩისადმი მენტალური მიდგომისა და ყურადღების მოკრების თვალსაზრისით. შეხვედრაში, სადაც სამი-ოთხი ფეხბურთელი თავისზე დაბალ დონეს აჩვენებს, შესაბამის შედეგებს მიიღებ. გუნდი ამის გამო დაისაჯა."

ორ ნაწილად დაყოფილი დერბი

"პირველ ტაიმში, 35 წუთის განმავლობაში "სიტი" აკონტროლებდა მატჩს, დაწინაურება დაიმსახურეს. პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გავიტანეთ და მაშინვე შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, მაგრამ ეს პირველი ტაიმის კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა. მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოდგა და როცა ფერნანდო შემოიყვანეს, მათაც ის იგრძნეს, რაც ყველამ - ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. ჩვენ უფრო სახიფათოდ გამოვიყურებოდით, ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ გაგვეთანაბრებინა. 45 წუთის განმავლობაში მართლაც ვიბრზოლეთ. ყველაფერი ვცადეთ, ბევრი რისკი გავწიეთ და სხვა შედეგი დავიმსახურეთ."

მარცხის მთავარი ფაქტორები

"ვფიქრობ, ბევრი რამის გამო დავისაჯეთ. პირველი: ჩვენი პირველი ტაიმი - დასაწყისმა, ზოგიერთის ინდივიდუალურმა თამაშმა გუნდი გაწირა. დავისაჯეთ მარკ კლატენბურგის ორი გადაწყვეტილების გამოც, რადგანაც საუკეთესო მსაჯიც კი უშვებს შეცდომებს და მან ორი შეცდომა დაუშვა. პირველი მათგანი იყო ბრავოს მომენტი რუნისთან თამაშისას - ეს პენალტი და წითელი ბარათია. ასეთი რამ ფეხბურთელმა საჯარიმოს გარეთ რომ გააკეთოს, უთუო ჯარიმა და წითელი ბარათია, საჯარიმოს შიგნით კი პენალტი და წითელი ბარათი. შესაძლოა, მსაჯმა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე იფიქრა, რადგან ასეთი შედეგით სრულიად განსხვავებულ მატჩს მივიღებდით და არ უნდოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა. და მეორე ასეთია მორიგი პენალტი - ოტამენდი, თავისი იდაყვით. მან მის წინ ჩამავალი ბურთის შეჩერება სცადა, მაგრამ ჩაწოდება მის ზურგს უკან განხორციელდა, ბურთს შეხედა, მხარი და იდაყვი უკან გასწია და შედეგად სუფთა პენალტს ვიღებთ. ასე რომ, ამის გამოც დავისაჯეთ."

შემადგენლობა სწორად იყო შერჩეული?

"შეხედეთ, გულახდილად, პირველ ტაიმში ორი თუ სამი ისეთი ფეხბურთელი მყავდა, ახლა რომ ჩაატარონ ეს თამაში და ვიცოდე რაც მოხდება, მათ არ ვათამაშებდი. მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან ფეხბურთელები მწვრთნელებს იმედს უცრუებენ, ხანდახან კი სიურპრიზს გვთავაზობენ. ვიფიქრე, რომ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე მათ დარტყმას მივაყენებდით ინდივიდუალურად მოქმედი ფეხბურთელების ხარჯზე, მაგრამ ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა. მათი ბრალია? ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია, რადგან მწვრთნელი მე ვარ და კიდევ იმიტომ არის ჩემი ბრალი, რომ ყოველთვის მე ვირჩევ."

მეორე ტაიმიდან მიღებული პოზიტივი

"პოზიტივი გუნდის სულისკვეთება და მეორე ტაიმში გამოვლენილი სათამაშო მენტალიტეტია, უდიდესი რისკი გავწიეთ წინააღმდეგ გუნდისა, რომელიც თავს იცავდა და თავის შანსს კონტრ-შეტევებზე ელოდა."

ორი ცვლილება შესვენებაზე

"რომ შემძლებოდა, მეტსაც გავაკეთებდი, რადგან მათი თამაშით კმაყოფილი სულაც არ ვყოფილვარ და მატჩის მიმართულების შეცვლა უნდა მეცადა, რაც ნამდვილად მოვახერხე, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი ღვაწლის კომპენსაცია არ მოხდა. ბოლო წამამდე მეგონა, რომ გოლის გატანას შევძლებდით, როგორც ეს "ჰალ სიტისთან" მოვახერხეთ. როცა გრძნობ, რომ მოედანზე გასული გუნდი ბოლო წამამდე ყველაფერს გაიღებს, ყოველთვის რაღაცას ელი. და ბოლო 15 წუთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ იმდენად გავრისკეთ, რომ დაცვაში ერთ კაცზე ერთი ფეხბურთელი მოდიოდა და ყველა წინ მიიწევდა, რათა "სიტი" რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, რაც მოხდა კიდეც. მაგრამ დამსახურებული კომპენსაცია მაინც ვერ მივიღეთ. პირველ ტაიმში დამსახურებულად დავისაჯეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დამსახურებული კომპენსაცია ვერ მივიღეთ."

ასეთი რამ ხშირად ხდება

"ყველამ იცის, რომ ამ ჩემპიონატში ყოველთვის შეიძლება წააგო მატჩი და ყველამ იცის, რომ განსაკუთრებით დიდი გუნდების წინააღმდეგ შეიძლება, სამივე შედეგი თანაბრად არის შესაძლებელი. ასე რომ, პირს არ დავაღებ, როცა "ლივერპული" ჩავა არსენალში და დაამარცხებს "არსენალს", როცა "სიტი" აქ დაამარცხებს "იუნაიტედს", როცა "იუნაიტედი" დაამარცხებს "ჩელსის" ან "ტოტენჰემს" - გაკვირვებისგან პირს არავინ დააღებს, რადგან ეს ნორმალური შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენ მოწყენილები და იმედგაცრუებულები ვართ."

ინტერვიუები
31 კომენტარი
№21
ავტორი: jokero89
11 სექტემბერი 2016 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
მართლაც რომ არ იმსახურებდა მოურინიო ამ წაგებას

და დღეს ჩემი გული გაჩერდა იმის გამომრ რომ წავაგე წავაგე ჩენს მტერთან დდა დღეს მე ვარ მოწყენილი მაშინ როდესაც მე უნდა მიხაროდეს

ციტატა: jokero89
მართლაც რომ არ იმსახურებდა მოურინიო ამ წაგებას

და დღეს ჩემი გული გაჩერდა იმის გამომრ რომ წავაგე წავაგე ჩენს მტერთან დდა დღეს მე ვარ მოწყენილი მაშინ როდესაც მე უნდა მიხაროდეს

დაბნევას რაც შეეხება ბრავო არი ს სუფთა **** და ფ

F

ჰარტი ალბად ბევრს იცინებდა ამ მაჩთზე
0
№22
ავტორი: scholes
11 სექტემბერი 2016 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
აი მაურინიო თქვენი))))))) ვან***ი მაგარ გუნდებთაბ მაინც იყო მაგარი
0
№23
ავტორი: Malboro463
11 სექტემბერი 2016 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
პეპის ხელი დაეტყო სიტის რა ზუსტ და სწრაფ გადაცემებს აკეთებდნენ. კიდევ უფრო უკეთესად შეთამაშდებიან და ეგება ლიგაზე რამე გაკეთონ
0
№24
ავტორი: East
11 სექტემბერი 2016 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
პოგბასთან რაგინდათ :l გვერდით ხე უდგას და როგორ აუწყოს ? + 4-2-3-1 ტაქტიკასაც ვერ მოერგო და კიდე თქვენ გინდათ რომ 11 ივე კაცი მოატყუოს და გოლი გაიტანოს? ერთი მაგას გადაყავს გუნდი შეტევაში
0
№25
ავტორი: gio111
11 სექტემბერი 2016 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
man utd roca xar da mourinio xar mwvrtneli saxlshi agueros gareshe city stan tamash ar unda agebdeeee
0
№26
ავტორი: JuanMata
11 სექტემბერი 2016 01:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არ ვიცი, არ ვიცი უფრო მობილური და სწრაფი თამაში ჭირდება გუნდს, და ამ ჩაწოდებებს და წინ ბურთის ადაგდებას, იქნება ფელაინიმ ან იბრამ თავი წაკრას უნდა მოვეშვათ. პირწმინდად დაგვჩაგრა სიტიმ.

კარგად გამოჩნდა რომ ცენტრში სიმაღლეს და ფიზიკურ ძალას სწრაფი, ტექნიკური, მოძრავი ფეხბურთელები ჩაგრავენ.

მოუსგან უფრო სხვანაირ თამაშს ველოდები.
0
№27
ავტორი: LASHQARA
11 სექტემბერი 2016 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ფელაინიმ ცუდად ითამაშაა >??
0
№28
ავტორი: dato321dato
11 სექტემბერი 2016 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Yvelaferi gadavdot gverdze da isvtqvat ro dziritadis kamanda unda chamoayalibos da yvela turshi arcvalos stabilurobas mase miigebs marto mere ager naqebi pogba da tavze kargad motamashe felaini tamashidan gaaqres saertod da mourinio verxvdeba ro aset tamashebshi gamocdili xalxia sachiro kerikis da shwainas ase motexva arsheileba plius marsialis skamze dajdoma raga iyo ralingardi ara samshi grdzeli reshfordi shemovida gaamwvava da egreve chaketes mere vegarafers shveboda bevrs depays aratamshebs kide da ravi eset matchebshi mainc mgonia suliskvetebit da gamocdilebit unda ajobos xolme carikis gamocdilebit da herreras sulikvetebit
0
№29
ავტორი: sandroo
11 სექტემბერი 2016 11:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
ერთადერთი პოგბას თამასი მომეწონა ტიპმა მტელი სიტი მოატყუა ლამის დრიბლინგზე 2-3 კაცზე მიდიოდა ვერავინ ვერ არტმევდა, შეტევებს ეგ იწყებდა. ინდივიდუალურად საუკეთესოა მანჩესტერში დღეს, შეთამასება აკლია და მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი ჩვენ გვეყოლება
0
№30
ავტორი: Red Heart )))
11 სექტემბერი 2016 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ციტატა: East
პოგბასთან რაგინდათ :l გვერდით ხე უდგას და როგორ აუწყოს ? + 4-2-3-1 ტაქტიკასაც ვერ მოერგო და კიდე თქვენ გინდათ რომ 11 ივე კაცი მოატყუოს და გოლი გაიტანოს? ერთი მაგას გადაყავს გუნდი შეტევაში

ისე როგორც წესი ხეები მატჩის საუკეთესოები ვერ ხდებიან,და ერთი ვერ გავიგე რას ერჩით ფელას 3d_3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top