თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2016, 18:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4985,
კომენტარები: 31
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიოს მოსაზრება "სიტისთან" განცდილი მარცხის შესახებ.
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო იმედგაცრუებული დარჩა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განცდილი პირველი მარცხის შემდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარი მანჩესტერული დერბის შემდეგ პორტუგალიელმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

პირველი რეაქცია

"რა გავაკეთე დღეს? პირველ ტაიმში გვაჯობეს. თამაში ცუდად დავიწყეთ. ზოგიერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა თავისთვის შესაძლო დონეზე დაბალი თამაში აჩვენა ასეთი სწრაფი მატჩისადმი მენტალური მიდგომისა და ყურადღების მოკრების თვალსაზრისით. შეხვედრაში, სადაც სამი-ოთხი ფეხბურთელი თავისზე დაბალ დონეს აჩვენებს, შესაბამის შედეგებს მიიღებ. გუნდი ამის გამო დაისაჯა."

ორ ნაწილად დაყოფილი დერბი

"პირველ ტაიმში, 35 წუთის განმავლობაში "სიტი" აკონტროლებდა მატჩს, დაწინაურება დაიმსახურეს. პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გავიტანეთ და მაშინვე შეგვეძლო მეორე გოლის გატანაც, მაგრამ ეს პირველი ტაიმის კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა. მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოდგა და როცა ფერნანდო შემოიყვანეს, მათაც ის იგრძნეს, რაც ყველამ - ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. ჩვენ უფრო სახიფათოდ გამოვიყურებოდით, ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ გაგვეთანაბრებინა. 45 წუთის განმავლობაში მართლაც ვიბრზოლეთ. ყველაფერი ვცადეთ, ბევრი რისკი გავწიეთ და სხვა შედეგი დავიმსახურეთ."

მარცხის მთავარი ფაქტორები

"ვფიქრობ, ბევრი რამის გამო დავისაჯეთ. პირველი: ჩვენი პირველი ტაიმი - დასაწყისმა, ზოგიერთის ინდივიდუალურმა თამაშმა გუნდი გაწირა. დავისაჯეთ მარკ კლატენბურგის ორი გადაწყვეტილების გამოც, რადგანაც საუკეთესო მსაჯიც კი უშვებს შეცდომებს და მან ორი შეცდომა დაუშვა. პირველი მათგანი იყო ბრავოს მომენტი რუნისთან თამაშისას - ეს პენალტი და წითელი ბარათია. ასეთი რამ ფეხბურთელმა საჯარიმოს გარეთ რომ გააკეთოს, უთუო ჯარიმა და წითელი ბარათია, საჯარიმოს შიგნით კი პენალტი და წითელი ბარათი. შესაძლოა, მსაჯმა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე იფიქრა, რადგან ასეთი შედეგით სრულიად განსხვავებულ მატჩს მივიღებდით და არ უნდოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა. და მეორე ასეთია მორიგი პენალტი - ოტამენდი, თავისი იდაყვით. მან მის წინ ჩამავალი ბურთის შეჩერება სცადა, მაგრამ ჩაწოდება მის ზურგს უკან განხორციელდა, ბურთს შეხედა, მხარი და იდაყვი უკან გასწია და შედეგად სუფთა პენალტს ვიღებთ. ასე რომ, ამის გამოც დავისაჯეთ."

შემადგენლობა სწორად იყო შერჩეული?

"შეხედეთ, გულახდილად, პირველ ტაიმში ორი თუ სამი ისეთი ფეხბურთელი მყავდა, ახლა რომ ჩაატარონ ეს თამაში და ვიცოდე რაც მოხდება, მათ არ ვათამაშებდი. მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან ფეხბურთელები მწვრთნელებს იმედს უცრუებენ, ხანდახან კი სიურპრიზს გვთავაზობენ. ვიფიქრე, რომ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე მათ დარტყმას მივაყენებდით ინდივიდუალურად მოქმედი ფეხბურთელების ხარჯზე, მაგრამ ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა. მათი ბრალია? ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია, რადგან მწვრთნელი მე ვარ და კიდევ იმიტომ არის ჩემი ბრალი, რომ ყოველთვის მე ვირჩევ."

მეორე ტაიმიდან მიღებული პოზიტივი

"პოზიტივი გუნდის სულისკვეთება და მეორე ტაიმში გამოვლენილი სათამაშო მენტალიტეტია, უდიდესი რისკი გავწიეთ წინააღმდეგ გუნდისა, რომელიც თავს იცავდა და თავის შანსს კონტრ-შეტევებზე ელოდა."

ორი ცვლილება შესვენებაზე

"რომ შემძლებოდა, მეტსაც გავაკეთებდი, რადგან მათი თამაშით კმაყოფილი სულაც არ ვყოფილვარ და მატჩის მიმართულების შეცვლა უნდა მეცადა, რაც ნამდვილად მოვახერხე, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენი ღვაწლის კომპენსაცია არ მოხდა. ბოლო წამამდე მეგონა, რომ გოლის გატანას შევძლებდით, როგორც ეს "ჰალ სიტისთან" მოვახერხეთ. როცა გრძნობ, რომ მოედანზე გასული გუნდი ბოლო წამამდე ყველაფერს გაიღებს, ყოველთვის რაღაცას ელი. და ბოლო 15 წუთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ იმდენად გავრისკეთ, რომ დაცვაში ერთ კაცზე ერთი ფეხბურთელი მოდიოდა და ყველა წინ მიიწევდა, რათა "სიტი" რთულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, რაც მოხდა კიდეც. მაგრამ დამსახურებული კომპენსაცია მაინც ვერ მივიღეთ. პირველ ტაიმში დამსახურებულად დავისაჯეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დამსახურებული კომპენსაცია ვერ მივიღეთ."

ასეთი რამ ხშირად ხდება

"ყველამ იცის, რომ ამ ჩემპიონატში ყოველთვის შეიძლება წააგო მატჩი და ყველამ იცის, რომ განსაკუთრებით დიდი გუნდების წინააღმდეგ შეიძლება, სამივე შედეგი თანაბრად არის შესაძლებელი. ასე რომ, პირს არ დავაღებ, როცა "ლივერპული" ჩავა არსენალში და დაამარცხებს "არსენალს", როცა "სიტი" აქ დაამარცხებს "იუნაიტედს", როცა "იუნაიტედი" დაამარცხებს "ჩელსის" ან "ტოტენჰემს" - გაკვირვებისგან პირს არავინ დააღებს, რადგან ეს ნორმალური შედეგია. მაგრამ, რა თქმა უნდა ჩვენ მოწყენილები და იმედგაცრუებულები ვართ."

ინტერვიუები
31 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
10 სექტემბერი 2016 20:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: NoisyBoy
Egec tqveni 100 milioniani aylayuda

ჩვენი რა შენი არაა? )))))))))))

ციტატა: tedore
100% თქვა არ გაუმართლა იმ სასტავმა რაც დააყენა და ჩემი აზრით არც იყო გამართლებული საერთოდ მხითარიანი ყველაზე სუსტ შენაძენად მიმაჩნია ვფიქრობ მემფისი უფრო იმსახურებს რამდენიმე წუთს მაინც ვიდრე მხითო ნუ ლინგარდზე საუბარი ზედმეტია მარტო უემბლიზე უნდა ათამაშო

აუ კაცურად რა დეპაი , დეპაი ზამენააზეც ვეღარ ხვდება, მაგ ბიჭის ბედი გადაწყვეტილია მომავალ წელს გრიზმანზე და ბეილზე იჩალიჩებენ და მანამდეც მხითარიანი 10 თავით მირჩევნია დეპაის , სომეხმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ეხლა ეჩევა გუნდს და დეპაიმ შარშან დეკემბრამდე რო სასტავში იყო რა გააკეთა? ტიპს ეროვნულ ნაკრებშიც აღარ იძახებენ , ნიჭიერიაო იძახე რამდენიც გინდა ჩემთვის მარიაჟა ****ა და მეტი არაფერი
0
№12
ავტორი: tedore
10 სექტემბერი 2016 20:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
[quote=leluk]პირველ რიგში ძალიან დასანანია პირVელივე სერიოზული თამაშის წაგება მაგრამ მოდით იმაზე მეტს ნუ იტყვით რაც არაა სათქმელი.. მოუნირიონზე კარგად ვინმემ იცისს ვინ როდის სად უნდა დააყენოს? აქედან რომ განიხილავთ ამ ყველაფერს და აკრიტიკებთ მოურინიოს .... როგორმე თვითონ მიხვდება რა უნდა ქნას .. ალბათ ეიმედებოდა ამ ხალხის მარა ვერ გაამართლეს იმედები.. მთავარია ჩემპიონები გავხდეთ დაკარგულ ქულებს ვეღარ გავეტირებით.

+1111111 ყველას გული დაგვწყდა მაგრამ არ ღირს ეხლა ყურების ჩამოყრა მოუმ იცის თავისი საქმე ჩემპიონობამდე დიდი დროა კიდევ დარჩენილი
0
№13
ავტორი: gogi111
10 სექტემბერი 2016 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
shecda sastavis dayenebashi mara aq meore sakitxicaaa,pirvel taimshi gadzleba da meore taimshi koziris xelshi ageba,,tumca ar gaamaetla am kozirebmaa,,imedia awi gaamartlebs,ise kitamashi kargi iyo,,xooo kidev msaji martlac mostidukivit iqceoda raa,eeri oenali mainc unda daedooo,rac me tu mkitxavt dasadebi iyo da saexhvo amashi arapeei iyooo
0
№14
ავტორი: niksonpro101
10 სექტემბერი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 98
არა უშავს მეორე მატჩიც ხო იქნება manunited
0
№15
ავტორი: lefty
10 სექტემბერი 2016 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ჩანაფიქრი კაი ქონდა მარა ლინგარდის და არმენას იმედზე არ უნდა იყო,დე ბრუინემ იმინა დაჩაგრა პოგბა ფელაინი და ბლინდი ათრია.ფაქტია ამდენი ტრანსფერებით მაინც ტრ..ში ვართ.

ბლინდს პადაჩის მეტი არაფერი გააჩნია, ეპლში მაგ ფიზიკურობით ნებისმიერი საშუალო დონის ფორვარდი გააბახებს
0
№16
ავტორი: Red Heart )))
10 სექტემბერი 2016 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ძაან დასანანი წაგებაა თანაც ოლდ ტრაფორდზე,მაგრამ უნდა გამოვასწოროთ manunited
0
№17
ავტორი: Lev
10 სექტემბერი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
სანერვიულო არაფერია))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№18
ავტორი: tyeshela1
10 სექტემბერი 2016 23:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
პოგბასთან რა გინათ გუნდმა მთლიანად ჩააგდო თამაში განსაკუთრებით რამდენიმე კაცმა. გვერდზე კერიკი ან შენიდერლინი უნდა პოგბას თუნდაც ბასტი. ფელაინი არაფერი არაა ტიპი დაუნია. ლინგარდმა მაგრად ჩააგდო თამაში და დეპაი ათამაშონ ჯობია. დაცვაც რაღაც ვერ გამოიყურებოდა ისე როგორც საჭიროა, იქნებ ერთხელ ცადოს ბააის ან ბლინდის ნაცვლად სმოლინგის დაყენება იქნება დაალაგოს ყველაფერი. ნუ არაფერი არ სრულდება ამ წაგებით მარა შენს თანაქალაქელთან ტეხავს შენივე მოედანზე წაგება და რაც მთავარია მაყურებელი არ იმსახურებდა ესეთი დაბნეული გუნდის ნახვას
0
№19
ავტორი: Esi
10 სექტემბერი 2016 23:34
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
გააჯმევინე ლინგარდს! მეც დავისვენებ და იუნაიტედიც, დააბრუნე სმოლინგი და ეგ მხითარიანი ისევ ზამენიდან ათამაშე. ვაბშე რაზე იყიდეს თუ ფლანგზე დააყენებდა, ეგეთი მატა ისედაც არის.
0
№20
ავტორი: levionok
10 სექტემბერი 2016 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ნათელი იყო რაც იყო გეგმაში ორი სწრაფი ნახევარმცველ თავდამსხმელი დაასვენა(მარსიალი რეშფორდი)და დააყენა მხითო და ლინგარდი მათ რომ ოდნავ მაინც გაემართლებინათ იმედები მეორე ტაიმში ტრაკზე ვახოხიალებდით მაგრამ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ კი იყო რისკი ან გაამართლებდა ან არა მაგრამ ლინგარდი რამდენჯერაც დააყენა ასეთი ჩაჯმული არ მინახავს ოცნებობდა ნეთ ახლავე დამთავრდეს თამაშიო ან ვაბშე სიკვდილი ერჩივნა სტადიონზე ყოფნას, P.S რუნის გაშვებაზე ვინც ლაპარაკობს ვფიქრობ პეხბურთი დაბალ დონეზეა მის თავში და ეს დღესაც დამტკიცდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top