თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2016, 17:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3045,
კომენტარები: 22
პირველი ტესტის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.
პირველი ტესტის წინ
ახალი სეზონის წინ, ყველა საფეხბურთო გუნდი, ნაყოფიერ და საჭირო მოსამზადებელ ეტაპს გადის ხოლმე, გამონაკლისი არც ეს ზაფხული და არც "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელმაც წინასასეზონო ტურნე, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც კლუბის სათავეში ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი გახლდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი... ლუი უკვე პორტუგალიაში იმყოფება, საკუთარ ოჯახთან ერთად გეგმავს მომავალს, "იუნაიტედს" ახალი სეზონისთვის კი ჟოზე მოურინიო ამზადებს.

მწვრთნელის გარდა გუნდში სხვა ახალი სახეებიც არიან: ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი სწორედ ჟოზეს მოთხოვნით გაიფორმა გუნდმა, თუმცა, როგორც თავად პორტუგალიელმა აღნიშნა, ეს დასასრული არ არის და "წითლები" კიდევ, მინიმუმ ერთ ახალ მოთამაშეს შეიძენენ.

ცვლილებები ტურნესაც შეეხო. ჩინეთში გასამართ ორ შეხვედრას, ჯერ იყო და ივლისის მიწურულს "გალათასარაისთან" გაჯიბრება მიემატა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს პირველი მანჩესტერული შეხვედრა ინგლისში, 16 ივლისს "უიგანის" წინააღმდეგ გაიმართება.

თითოეულ ფანს აინტერესებს, თუ როგორი თერთმეტეულით წარდგება "იუნაიტედი" პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა, ისიც ყველას ესმის, რომ ეს შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებულიც არ იქნება. ჟოზეს არც თუ ისე დიდი არჩევანი აქვს, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამო მოთამაშეები კლუბში ცოტა მოგვიანებით დაბრუნდებიან, ზოგიც მთლიან ტურნეს გამოტოვებს და მხოლოდ სეზონის სტარტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამჯერად ჟოზეს როლი მე მოვირგე და შევეცდები ის თერთმეტეული წარმოვადგინო, რომელიც ჩემი აზრით "უიგანს" დაუპირისპირდება სულ რამდენიმე დღეში.

მეკარე

"იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე და ბოლო 3 სეზონის საუკეთესო მოთამაშე, დავიდ დე ხეა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ხოლო სერხიო რომერომ არგენტინის პირველ გუნდთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გასვლა შეძლო, ამის გათვალისწინებით არცერთი მათგანი არ იქნება ჟოზეს განკარგულებაში, ამიტომ შანსს სემ ჯონსტონი მიიღებს.

დაცვა

კრის სმოლიგნი, მატეო რადმიანი, ანტონიო ვალენსია, პედი მაკნეირი, მარკოს როხო ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე ასპარეზობის გამო დამატებით დასვენებას მიიღებენ. პორტუგალიელს ერიკ ბაიის, დეილი ბლინდის, ახლად მომჯობინებული ლუკ შოუს, ტიმოთი ფონსუ-მენსას, აქსელ ტუანზებეს, გილერმო ვარელას, ტაილერ ბლეკეტის გამოყენება შეუძლია. ჩემი აზრით დაცვის ოთხეული ასე უნდა გამოიყურებოდეს. ვარელა, ბაიი, ბლინდი და შოუ.

ნახევარდაცვა

ბოლო ხანებში, მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას და არამგონია "იუნაიტედში" უღალატოს ხსენებულ სქემას. "ეშმაკებს" აწ უკვე თქმული მიზეზების გამო: მორგან შნეიდერლინი, ენტონი მარსიალი, მარუან ფელაინი, ბასტიან შვაინშტაიგერი გამოაკლდებიან. მოედნის ცენტრს კერიკისა და ერერას წყვილი უნდა ამაგრებდეს. მარცხენა ფლანგი მემფის დეპაიმ უნდა ჩაიბაროს და ის თამაში აჩვენოს, რომლის გამოც 7-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ ძირითად შემადგენლობაში არამედ შესაძლოა გუნდში ადგილის შენარჩუნებაც კი გაუჭირდეს. 10-იანის პოზიციაზე ხუან მატას გავამწესებდი, რომ არა მისი და ჟოზეს დაძაბული ურთიერთობა, ვერავინ იტყვის ხუანი მომავალ სეზონშიც "ეშმაკი" იქნება თუ არა. გამთამაშებლის და მარჯვენა შემტევის პოზიციები მხითარიანსა და იანუზაის ჩავაბაროთ, თუმცა არაა აუცილებელი რომელიმემ კონკრეტული ადგილი მიისაკუთროს, ჟოზეს სწორედ შემტევებისთვის პოზიციების ხშირი ცვლა უყვარს.

თავდასხმა

ყველაზე მეტი პრობლემა მოურინიოს ამ პოზიციაზე აქვს, მისის სამივე შემტევი: რუნი, რეშფორდი და ზლატანი მიუწვდომელები არიან. 9-იანის პოზიციაზე რომელიმე ახალგაზრდას მოუწევს ასპარეზობა, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი ჯეიმს უილსონის კანდიდატურა იქნება, სწრაფი, მოძრავი, ენერგიული ბიჭია, ისეთი როგორიც პორტუგალიელს მოსწონს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 11


11-euli11-euli
სტატიები
22 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
12 ივლისი 2016 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ადმინები და მწერლები ძალიან კარგად მუშაობთ good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: de gea1
12 ივლისი 2016 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ისე თემას ვაცდები დ აგაცნობებთ ბევრს რო გინდოდატ გიგზი ტრენერი გამხდარიყო თანაც მანცესტერის არ გაგიმარტლათ და გაუმართლა ამნცესტერს რო არ დაინიშნა წელს , ინდოეტში წავიდა ბურთის საგორებლად wink
0
№3
ავტორი: Chaxrux
12 ივლისი 2016 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Saghol kai statiaa
0
№4
ავტორი: JuanMata
12 ივლისი 2016 18:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კაი სასტავია, თან ახალგაზრდებსაც შემოყრის.
0
№5
ავტორი: t123123
12 ივლისი 2016 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
კაი იქნება თუ ყველას მიცა შანსიი

და პერეირა მოკვეთA
0
№6
ავტორი: hemi
12 ივლისი 2016 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვაა არადა არც ესაა ცუდი სასტავი:დ:დ დარწმუნებული ვარ ასეთი სასტავით ფერგი ოთხეულში შეგვიყვანდა+ბლეკეტი,ფოსუ მენსა, ბორტვიკა,პერეირა,მატა,კინი სათადარიგოზე. ასეთი სასტავი ბევრს არ ყავს სერია ა ში და პრიმერაში
0
№7
ავტორი: makaveli
12 ივლისი 2016 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რაღაცას გკითხავთ და შეძლებისდაგვარად გამეცით პასუხი:
ეხლა რომ იყოს არჩევანი რო ან ფერგიუსონი დაბრუნდეს ან მაურინიო დარჩეს უბრალოდ მაინტერესებს რომელს აირჩევდით? უბრალოდ დაწერეთ ან ფერგი ან მოუ.. არაა საჭირო არგუმენტები რო ფერგი დაბერდა და ისევ წავა და ასე შემდეგ
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
12 ივლისი 2016 19:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ციტატა: makaveli
რაღაცას გკითხავთ და შეძლებისდაგვარად გამეცით პასუხი:
ეხლა რომ იყოს არჩევანი რო ან ფერგიუსონი დაბრუნდეს ან მაურინიო დარჩეს უბრალოდ მაინტერესებს რომელს აირჩევდით? უბრალოდ დაწერეთ ან ფერგი ან მოუ.. არაა საჭირო არგუმენტები რო ფერგი დაბერდა და ისევ წავა და ასე შემდეგ


მოიესი winked
0
№9
ავტორი: chestersa
12 ივლისი 2016 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ციტატა: makaveli
რაღაცას გკითხავთ და შეძლებისდაგვარად გამეცით პასუხი:
ეხლა რომ იყოს არჩევანი რო ან ფერგიუსონი დაბრუნდეს ან მაურინიო დარჩეს უბრალოდ მაინტერესებს რომელს აირჩევდით? უბრალოდ დაწერეთ ან ფერგი ან მოუ.. არაა საჭირო არგუმენტები რო ფერგი დაბერდა და ისევ წავა და ასე შემდეგ


არ არსებობს "ფერგი ან" ფერგი ფერგია და არიან სხვა მწვრთნელებიც!

შოუს თამაშს როგორ ველოდები <3
0
№10
ავტორი: mesxi
12 ივლისი 2016 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
Lingardi rato gamotova shemadgenloba ro daasaxela

Marsiali da reshfordic ro atamashos araferi mouvat evropaze arc utamashiat.

Arc shniderlns utamashia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top