თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2016, 17:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3051,
კომენტარები: 22
პირველი ტესტის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.
პირველი ტესტის წინ
ახალი სეზონის წინ, ყველა საფეხბურთო გუნდი, ნაყოფიერ და საჭირო მოსამზადებელ ეტაპს გადის ხოლმე, გამონაკლისი არც ეს ზაფხული და არც "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელმაც წინასასეზონო ტურნე, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც კლუბის სათავეში ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი გახლდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი... ლუი უკვე პორტუგალიაში იმყოფება, საკუთარ ოჯახთან ერთად გეგმავს მომავალს, "იუნაიტედს" ახალი სეზონისთვის კი ჟოზე მოურინიო ამზადებს.

მწვრთნელის გარდა გუნდში სხვა ახალი სახეებიც არიან: ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი სწორედ ჟოზეს მოთხოვნით გაიფორმა გუნდმა, თუმცა, როგორც თავად პორტუგალიელმა აღნიშნა, ეს დასასრული არ არის და "წითლები" კიდევ, მინიმუმ ერთ ახალ მოთამაშეს შეიძენენ.

ცვლილებები ტურნესაც შეეხო. ჩინეთში გასამართ ორ შეხვედრას, ჯერ იყო და ივლისის მიწურულს "გალათასარაისთან" გაჯიბრება მიემატა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს პირველი მანჩესტერული შეხვედრა ინგლისში, 16 ივლისს "უიგანის" წინააღმდეგ გაიმართება.

თითოეულ ფანს აინტერესებს, თუ როგორი თერთმეტეულით წარდგება "იუნაიტედი" პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა, ისიც ყველას ესმის, რომ ეს შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებულიც არ იქნება. ჟოზეს არც თუ ისე დიდი არჩევანი აქვს, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამო მოთამაშეები კლუბში ცოტა მოგვიანებით დაბრუნდებიან, ზოგიც მთლიან ტურნეს გამოტოვებს და მხოლოდ სეზონის სტარტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამჯერად ჟოზეს როლი მე მოვირგე და შევეცდები ის თერთმეტეული წარმოვადგინო, რომელიც ჩემი აზრით "უიგანს" დაუპირისპირდება სულ რამდენიმე დღეში.

მეკარე

"იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე და ბოლო 3 სეზონის საუკეთესო მოთამაშე, დავიდ დე ხეა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ხოლო სერხიო რომერომ არგენტინის პირველ გუნდთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გასვლა შეძლო, ამის გათვალისწინებით არცერთი მათგანი არ იქნება ჟოზეს განკარგულებაში, ამიტომ შანსს სემ ჯონსტონი მიიღებს.

დაცვა

კრის სმოლიგნი, მატეო რადმიანი, ანტონიო ვალენსია, პედი მაკნეირი, მარკოს როხო ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე ასპარეზობის გამო დამატებით დასვენებას მიიღებენ. პორტუგალიელს ერიკ ბაიის, დეილი ბლინდის, ახლად მომჯობინებული ლუკ შოუს, ტიმოთი ფონსუ-მენსას, აქსელ ტუანზებეს, გილერმო ვარელას, ტაილერ ბლეკეტის გამოყენება შეუძლია. ჩემი აზრით დაცვის ოთხეული ასე უნდა გამოიყურებოდეს. ვარელა, ბაიი, ბლინდი და შოუ.

ნახევარდაცვა

ბოლო ხანებში, მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას და არამგონია "იუნაიტედში" უღალატოს ხსენებულ სქემას. "ეშმაკებს" აწ უკვე თქმული მიზეზების გამო: მორგან შნეიდერლინი, ენტონი მარსიალი, მარუან ფელაინი, ბასტიან შვაინშტაიგერი გამოაკლდებიან. მოედნის ცენტრს კერიკისა და ერერას წყვილი უნდა ამაგრებდეს. მარცხენა ფლანგი მემფის დეპაიმ უნდა ჩაიბაროს და ის თამაში აჩვენოს, რომლის გამოც 7-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ ძირითად შემადგენლობაში არამედ შესაძლოა გუნდში ადგილის შენარჩუნებაც კი გაუჭირდეს. 10-იანის პოზიციაზე ხუან მატას გავამწესებდი, რომ არა მისი და ჟოზეს დაძაბული ურთიერთობა, ვერავინ იტყვის ხუანი მომავალ სეზონშიც "ეშმაკი" იქნება თუ არა. გამთამაშებლის და მარჯვენა შემტევის პოზიციები მხითარიანსა და იანუზაის ჩავაბაროთ, თუმცა არაა აუცილებელი რომელიმემ კონკრეტული ადგილი მიისაკუთროს, ჟოზეს სწორედ შემტევებისთვის პოზიციების ხშირი ცვლა უყვარს.

თავდასხმა

ყველაზე მეტი პრობლემა მოურინიოს ამ პოზიციაზე აქვს, მისის სამივე შემტევი: რუნი, რეშფორდი და ზლატანი მიუწვდომელები არიან. 9-იანის პოზიციაზე რომელიმე ახალგაზრდას მოუწევს ასპარეზობა, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი ჯეიმს უილსონის კანდიდატურა იქნება, სწრაფი, მოძრავი, ენერგიული ბიჭია, ისეთი როგორიც პორტუგალიელს მოსწონს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 11


11-euli11-euli
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
12 ივლისი 2016 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ნეტა მეფისი და იანუზაი აათამაშოს

ნეტა მეფისი და იანუზაი აათამაშოს
0
№12
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2016 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Erti suli maqvs rodis daiwyeba
0
№13
ავტორი: PLANeta
12 ივლისი 2016 22:04
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ვარელა? აბა გუნდთან ერთად არ ვარჯიშობსო?
0
№14
ავტორი: nika2003
12 ივლისი 2016 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ეე ამატი უნდა იტამასჰონ 16 სჰი ?
0
№15
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივლისი 2016 00:16
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ერთი სული მაქვს 16 როდის მოვა
0
№16
ავტორი: jokero89
13 ივლისი 2016 02:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
kargi statias
0
№17
ავტორი: Amazing Redman
13 ივლისი 2016 03:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
საინტერესო მატჩი იქნება დატესტვა რეზერვების
0
№18
ავტორი: vanovano
13 ივლისი 2016 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: makaveli
რაღაცას გკითხავთ და შეძლებისდაგვარად გამეცით პასუხი:
ეხლა რომ იყოს არჩევანი რო ან ფერგიუსონი დაბრუნდეს ან მაურინიო დარჩეს უბრალოდ მაინტერესებს რომელს აირჩევდით? უბრალოდ დაწერეთ ან ფერგი ან მოუ.. არაა საჭირო არგუმენტები რო ფერგი დაბერდა და ისევ წავა და ასე შემდეგ


შენთვითონაც ხო იცი რომელს ავირჩევთ
0
№19
ავტორი: უეინ რუნი
13 ივლისი 2016 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მაგარი შემადგენლობაა იმედია მართლა ასეთი სასტავი იქნება
0
№20
ავტორი: M.Ts
13 ივლისი 2016 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ვილსონი მომწონს და იქნებ მიეცეს შანსი, არაა ეგ გასაშვები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top