თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2016, 17:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3051,
კომენტარები: 22
პირველი ტესტის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.
პირველი ტესტის წინ
ახალი სეზონის წინ, ყველა საფეხბურთო გუნდი, ნაყოფიერ და საჭირო მოსამზადებელ ეტაპს გადის ხოლმე, გამონაკლისი არც ეს ზაფხული და არც "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელმაც წინასასეზონო ტურნე, ჯერ კიდევ მაშინ დაიგეგმა, როდესაც კლუბის სათავეში ჰოლანდიელი სპეციალისტი, ლუის ვან გაალი გახლდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი... ლუი უკვე პორტუგალიაში იმყოფება, საკუთარ ოჯახთან ერთად გეგმავს მომავალს, "იუნაიტედს" ახალი სეზონისთვის კი ჟოზე მოურინიო ამზადებს.

მწვრთნელის გარდა გუნდში სხვა ახალი სახეებიც არიან: ერიკ ბაიი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ჰენრიკ მხითარიანი სწორედ ჟოზეს მოთხოვნით გაიფორმა გუნდმა, თუმცა, როგორც თავად პორტუგალიელმა აღნიშნა, ეს დასასრული არ არის და "წითლები" კიდევ, მინიმუმ ერთ ახალ მოთამაშეს შეიძენენ.

ცვლილებები ტურნესაც შეეხო. ჩინეთში გასამართ ორ შეხვედრას, ჯერ იყო და ივლისის მიწურულს "გალათასარაისთან" გაჯიბრება მიემატა, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს პირველი მანჩესტერული შეხვედრა ინგლისში, 16 ივლისს "უიგანის" წინააღმდეგ გაიმართება.

თითოეულ ფანს აინტერესებს, თუ როგორი თერთმეტეულით წარდგება "იუნაიტედი" პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, თუმცა, ისიც ყველას ესმის, რომ ეს შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებულიც არ იქნება. ჟოზეს არც თუ ისე დიდი არჩევანი აქვს, ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამო მოთამაშეები კლუბში ცოტა მოგვიანებით დაბრუნდებიან, ზოგიც მთლიან ტურნეს გამოტოვებს და მხოლოდ სეზონის სტარტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამჯერად ჟოზეს როლი მე მოვირგე და შევეცდები ის თერთმეტეული წარმოვადგინო, რომელიც ჩემი აზრით "უიგანს" დაუპირისპირდება სულ რამდენიმე დღეში.

მეკარე

"იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე და ბოლო 3 სეზონის საუკეთესო მოთამაშე, დავიდ დე ხეა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ხოლო სერხიო რომერომ არგენტინის პირველ გუნდთან ერთად კოპა ამერიკის ფინალში გასვლა შეძლო, ამის გათვალისწინებით არცერთი მათგანი არ იქნება ჟოზეს განკარგულებაში, ამიტომ შანსს სემ ჯონსტონი მიიღებს.

დაცვა

კრის სმოლიგნი, მატეო რადმიანი, ანტონიო ვალენსია, პედი მაკნეირი, მარკოს როხო ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე ასპარეზობის გამო დამატებით დასვენებას მიიღებენ. პორტუგალიელს ერიკ ბაიის, დეილი ბლინდის, ახლად მომჯობინებული ლუკ შოუს, ტიმოთი ფონსუ-მენსას, აქსელ ტუანზებეს, გილერმო ვარელას, ტაილერ ბლეკეტის გამოყენება შეუძლია. ჩემი აზრით დაცვის ოთხეული ასე უნდა გამოიყურებოდეს. ვარელა, ბაიი, ბლინდი და შოუ.

ნახევარდაცვა

ბოლო ხანებში, მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს უპირატესობას და არამგონია "იუნაიტედში" უღალატოს ხსენებულ სქემას. "ეშმაკებს" აწ უკვე თქმული მიზეზების გამო: მორგან შნეიდერლინი, ენტონი მარსიალი, მარუან ფელაინი, ბასტიან შვაინშტაიგერი გამოაკლდებიან. მოედნის ცენტრს კერიკისა და ერერას წყვილი უნდა ამაგრებდეს. მარცხენა ფლანგი მემფის დეპაიმ უნდა ჩაიბაროს და ის თამაში აჩვენოს, რომლის გამოც 7-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არათუ ძირითად შემადგენლობაში არამედ შესაძლოა გუნდში ადგილის შენარჩუნებაც კი გაუჭირდეს. 10-იანის პოზიციაზე ხუან მატას გავამწესებდი, რომ არა მისი და ჟოზეს დაძაბული ურთიერთობა, ვერავინ იტყვის ხუანი მომავალ სეზონშიც "ეშმაკი" იქნება თუ არა. გამთამაშებლის და მარჯვენა შემტევის პოზიციები მხითარიანსა და იანუზაის ჩავაბაროთ, თუმცა არაა აუცილებელი რომელიმემ კონკრეტული ადგილი მიისაკუთროს, ჟოზეს სწორედ შემტევებისთვის პოზიციების ხშირი ცვლა უყვარს.

თავდასხმა

ყველაზე მეტი პრობლემა მოურინიოს ამ პოზიციაზე აქვს, მისის სამივე შემტევი: რუნი, რეშფორდი და ზლატანი მიუწვდომელები არიან. 9-იანის პოზიციაზე რომელიმე ახალგაზრდას მოუწევს ასპარეზობა, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტი ჯეიმს უილსონის კანდიდატურა იქნება, სწრაფი, მოძრავი, ენერგიული ბიჭია, ისეთი როგორიც პორტუგალიელს მოსწონს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 11


11-euli11-euli
სტატიები
22 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
13 ივლისი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოუს პირველ გამარჯვებას ველოდებიიით winked
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივლისი 2016 00:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
Sg avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top