თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2587,
კომენტარები: 21
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
პეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოსა და თავის დაპირისპირებას შეეხო.
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ იმავე ჩემპიონატში მუშაობა, სადაც ჟოზე მოურინიო და მისი გამოცდილი კოლეგები არიან, მას კიდევ უფრო ძლიერ მწვრთნელად აქცევს.

გვარდიოლამ "ქალაქელთა" ჩაბარების შემდეგ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და, რა თქმა უნდა, მისი და პორტუგალიელი სპეციალისტის დაპირისპირებაც არ ყოფილა გამონაკლისი.

"მოურინიოს მოგება სურს, მე მოგება მსურს. ერთმანეთს "ბარსელონაში" ერთად ყოფნის დროიდან ვიცნობთ. ვფიქრობ, დიდებულია, რომ პრემიერ ლიგაში ტოპ-მწვრთნელები მუშაობენ - დიდი მწვრთნელები სხვა დონის მწვრთნელად მაქცევენ.

მათთან ჭიდილი სხვა დონეზე ამიყვანს, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან. მერე კი იგებ, საკმარისად კარგი ან დიდი თუ ხარ იმისათვის, რომ "ბარსას", "რეალის", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მსგავსი კლუბები მართო, თუმცა მე აქ მხოლოდ დავიწყე",
- განაცხადა კატალონიელმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი ბევრისთვის ორი მწვრთნელის დაპირისპირებად მოიაზრება, ცხადია, ინგლისის ჩემპიონატში ბევრი სხვა ავტორიტეტული სპეციალისტი მუშაობს.

"საინტერესო იქნება. კონტე ტაქტიკის ოსტატია, ვფიქრობ, "ჩელსისთვის" დიდებული შენაძენია. მის წინააღმდეგ ასპარეზობა საინტერესო უნდა იყოს. კლაუდიო რანიერიც, რონალდ კუმანიც. რთულია თქვა, რა მოხდება", - დაასრულა გვარდიოლამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: laba
9 ივლისი 2016 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
განადგურებული ხარ გვარდიოლა wink
0
№2
ავტორი: gaga1987
9 ივლისი 2016 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
nengeri da klopi dzaglat archaagdo
0
№3
ავტორი: laba
9 ივლისი 2016 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: gaga1987
nengeri da klopi dzaglat archaagdo

wink
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ივლისი 2016 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიტის რო აყენებს რეალის, ბაიერნის და ბარსას გვერდით უკვე ძაან ბნელშია. მარტო ფულის დახარჯვით არ განისაზღვრება გუნდის სიდიადე. სიტი ვერასოდეს დადგება ამ გუნდების გვერძე, ისევე როგორც რა თმქა უნდა ვერასოდეს გაუტოლდება მანჩესტერ იუნაიტედს.

ძაან იჭიმება და რისი იმედი აქ ძაან მაინტერესებს... winked
0
№5
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2016 11:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
სიტის რო აყენებს რეალის, ბაიერნის და ბარსას გვერდით უკვე ძაან ბნელშია. მარტო ფულის დახარჯვით არ განისაზღვრება გუნდის სიდიადე. სიტი ვერასოდეს დადგება ამ გუნდების გვერძე, ისევე როგორც რა თმქა უნდა ვერასოდეს გაუტოლდება მანჩესტერ იუნაიტედს.

ამან ისეთი რაღაც თქვა, რაღა გიკვირს, ვახო?

სიტიში თამაში ჩემი ოცნება იყო და ვერ ავიხდინე, მაგრამ ახლა სხვა ოცნება ამიხდაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Lady in red
9 ივლისი 2016 11:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ბაიერნში ამის მუშაობას წარნატებულს ვერ დავარქმევდი და დიდი იმედი მაქვს, სიტიში უარესი შედეგი ექნება და ასეც მგონია.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 ივლისი 2016 11:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ახლა ვნახავთ რისი მაქნისია პეპი.. ერთ გუნდიან ჩემპიონატში მაგარი ტიპია.. ვნახოთ ახლა რას იზავს
0
№8
ავტორი: vanovano
9 ივლისი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ჟოზეს ძაან გაუმართლა რომ პრიმიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწრთვნელია და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოს
0
№9
ავტორი: nika manchester
9 ივლისი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
აუ რა უქნა ამან ბაიერნს იმენა მსოფლის საუკეთესო გუნდი ჩაიბარა და სამი ცდიდან ვერცერთხელ ვერ გაიყვანა ფინალში
0
№10
ავტორი: RojoDiablo
9 ივლისი 2016 11:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: vanovano
ჟოზეს ძაან გაუმართლა რომ პრიმიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწრთვნელია და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოს

შეიძლება ეგ იყოს მისი ყველაზე დიდი უიღბლობა სწორედ. იქ, სადაც დიდია მოლოდინი, დიდია წნეხიც და მოუ ამ წნეხის ქვეშ იქნება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თამაში რომ ცუდად ჩაატაროს, მაგასაც ისევე დაუწყებენ გინებას ცოტა ხანში, როგორც ვან გაალს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top