თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2588,
კომენტარები: 21
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
პეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოსა და თავის დაპირისპირებას შეეხო.
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ იმავე ჩემპიონატში მუშაობა, სადაც ჟოზე მოურინიო და მისი გამოცდილი კოლეგები არიან, მას კიდევ უფრო ძლიერ მწვრთნელად აქცევს.

გვარდიოლამ "ქალაქელთა" ჩაბარების შემდეგ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და, რა თქმა უნდა, მისი და პორტუგალიელი სპეციალისტის დაპირისპირებაც არ ყოფილა გამონაკლისი.

"მოურინიოს მოგება სურს, მე მოგება მსურს. ერთმანეთს "ბარსელონაში" ერთად ყოფნის დროიდან ვიცნობთ. ვფიქრობ, დიდებულია, რომ პრემიერ ლიგაში ტოპ-მწვრთნელები მუშაობენ - დიდი მწვრთნელები სხვა დონის მწვრთნელად მაქცევენ.

მათთან ჭიდილი სხვა დონეზე ამიყვანს, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან. მერე კი იგებ, საკმარისად კარგი ან დიდი თუ ხარ იმისათვის, რომ "ბარსას", "რეალის", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მსგავსი კლუბები მართო, თუმცა მე აქ მხოლოდ დავიწყე",
- განაცხადა კატალონიელმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი ბევრისთვის ორი მწვრთნელის დაპირისპირებად მოიაზრება, ცხადია, ინგლისის ჩემპიონატში ბევრი სხვა ავტორიტეტული სპეციალისტი მუშაობს.

"საინტერესო იქნება. კონტე ტაქტიკის ოსტატია, ვფიქრობ, "ჩელსისთვის" დიდებული შენაძენია. მის წინააღმდეგ ასპარეზობა საინტერესო უნდა იყოს. კლაუდიო რანიერიც, რონალდ კუმანიც. რთულია თქვა, რა მოხდება", - დაასრულა გვარდიოლამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
10 ივლისი 2016 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Joziko gadagirbens
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top