თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2588,
კომენტარები: 21
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
პეპ გვარდიოლა ჟოზე მოურინიოსა და თავის დაპირისპირებას შეეხო.
გვარდიოლა მოურინიოსთან დაპირისპირების შესახებ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ იმავე ჩემპიონატში მუშაობა, სადაც ჟოზე მოურინიო და მისი გამოცდილი კოლეგები არიან, მას კიდევ უფრო ძლიერ მწვრთნელად აქცევს.

გვარდიოლამ "ქალაქელთა" ჩაბარების შემდეგ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და, რა თქმა უნდა, მისი და პორტუგალიელი სპეციალისტის დაპირისპირებაც არ ყოფილა გამონაკლისი.

"მოურინიოს მოგება სურს, მე მოგება მსურს. ერთმანეთს "ბარსელონაში" ერთად ყოფნის დროიდან ვიცნობთ. ვფიქრობ, დიდებულია, რომ პრემიერ ლიგაში ტოპ-მწვრთნელები მუშაობენ - დიდი მწვრთნელები სხვა დონის მწვრთნელად მაქცევენ.

მათთან ჭიდილი სხვა დონეზე ამიყვანს, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვიან. მერე კი იგებ, საკმარისად კარგი ან დიდი თუ ხარ იმისათვის, რომ "ბარსას", "რეალის", "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მსგავსი კლუბები მართო, თუმცა მე აქ მხოლოდ დავიწყე",
- განაცხადა კატალონიელმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მომდევნო სეზონი ბევრისთვის ორი მწვრთნელის დაპირისპირებად მოიაზრება, ცხადია, ინგლისის ჩემპიონატში ბევრი სხვა ავტორიტეტული სპეციალისტი მუშაობს.

"საინტერესო იქნება. კონტე ტაქტიკის ოსტატია, ვფიქრობ, "ჩელსისთვის" დიდებული შენაძენია. მის წინააღმდეგ ასპარეზობა საინტერესო უნდა იყოს. კლაუდიო რანიერიც, რონალდ კუმანიც. რთულია თქვა, რა მოხდება", - დაასრულა გვარდიოლამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: nika manchester
9 ივლისი 2016 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ჩემი აზრით ამის ტიკი ტაკა პრემიერლიგას ვერ მოერგება
0
№12
ავტორი: ikeoni
9 ივლისი 2016 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Saxes mogitynavs
0
№13
ავტორი: კანტონა
9 ივლისი 2016 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
უნდა გადავა****თ ეს ჟოზე
0
№14
ავტორი: vanovano
9 ივლისი 2016 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: vanovano
ჟოზეს ძაან გაუმართლა რომ პრიმიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მწრთვნელია და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოს

შეიძლება ეგ იყოს მისი ყველაზე დიდი უიღბლობა სწორედ. იქ, სადაც დიდია მოლოდინი, დიდია წნეხიც და მოუ ამ წნეხის ქვეშ იქნება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თამაში რომ ცუდად ჩაატაროს, მაგასაც ისევე დაუწყებენ გინებას ცოტა ხანში, როგორც ვან გაალს


გეთანხმები, იუნაიტედს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს ვეინის ბასტიანის ახლა უკვე იბრას სახით და ჩავარდნების შემთხვევაში რამე წვლილს შეიტანენ გუნდის ამოყვანაში მოუსთან ერთად, რუნიმ კარგად იცის თუ რა ჭირდება გუნდს და ასეთ შემთხვევაში მე მისი იმედი მაქვს
0
№15
ავტორი: jokero89
9 ივლისი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
magar gunds ayenebs mourinio mgoni gveshveleba
0
№16
ავტორი: laba
9 ივლისი 2016 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: jokero89
magar gunds ayenebs mourinio mgoni gveshveleba

gveshvela da eg aris pogba mancestertan ukve iwyebs
0
№17
ავტორი: shotkin
9 ივლისი 2016 15:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ვახო ( G G M U)
სიტის რო აყენებს რეალის, ბაიერნის და ბარსას გვერდით უკვე ძაან ბნელშია. მარტო ფულის დახარჯვით არ განისაზღვრება გუნდის სიდიადე. სიტი ვერასოდეს დადგება ამ გუნდების გვერძე, ისევე როგორც რა თმქა უნდა ვერასოდეს გაუტოლდება მანჩესტერ იუნაიტედს.

ძაან იჭიმება და რისი იმედი აქ ძაან მაინტერესებს... winked



ისე იასნა მეც მანიუს ბალეშიკი ვარ მარა ესე რო ვიძახით ვიღაცა ვიღაცის დონემდე ვერასდროს მივაო მაინც არაა სწორი მემგონი, არც შენ და არც მე არვიცით რა იქნება 200 წლის მერე ))) შეილება პორტსმუთმა მიაღწიოს ბარსას მანჩესტერის დონეს და შექმნას ნებისმიერმა გუნდმა ახალი ისტორია , მიტუმეტეს მანიუს და ესეთ დიდი გუნდების ისტრორია 200 წელზე მეტს არითვლის ხო? 1878 წელსჩამოვყალიბდით და რაიქნება სიტი მომავალში ან სხვა გუნდია რვიცით , ასე რომ ყველა გუნდს პერსპექტივაში დიდი ისტორიის შექმნა შეუძლია
0
№18
ავტორი: Scouser_Galski
9 ივლისი 2016 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
კლოპი ერთსაც მოტ*ნავს და მეორესაც wink
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2016 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა მოვუგოთ პეპს
0
№20
ავტორი: nika manchester
10 ივლისი 2016 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: Scouser_Galski
კლოპი ერთსაც მოტ*ნავს და მეორესაც wink

გეთანხმები wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top