თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5172,
კომენტარები: 22
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
სომეხი ფეხბურთელის სავარაუდო მომავლის განხილვა.
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის დორტმუნდის "ბორუსიადან" ჰენრიხ მხითარიანის გადაბირებასთან. კლუბებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის საფასური, თავად მხითარიანი კი "იუნაიტედს" შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე და მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მაგრამ როგორ მოერგება 27 წლის სომეხი "ოლდ ტრაფორდს"? შევეცდებით გავერკვეთ.

დოსიე

სახელი: ჰენრიხ მხითარიანი
ასაკი: 27
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: სომეხი

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


ისტორია

მხითარიანმა კარიერა სომხურ "პიუნიკში" დაიწყო, სანამ 2009 წელს უკრაინაში დონეცკის "მეტალურგსა" და "შახტარში" 4 სეზონს გაატარებდა.

კლუბის მომდევნო შეცვლა 2013 წელს მოხდა და მან სამი წელი გაატარა დორტმუნდის "ბორუსიაში", სადაც 41 გოლი გაიტანა 140 მატჩში.

სომხეთის ნაკრების რიგებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა დღეისათვის გატანილი 19 გოლით.

თამაშის სტილი

კრეატიული ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას მხითარიანმა 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა "ბორუსიას" რიგებში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში, რის შემდეგაც ფეხბურთელების ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო დორტმუნდელები მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ.

თავდაპირველად "ათიანის" პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა სომეხს საკმარისი სისწრაფე და ტექნიკა აქვს იმისათვის, რომ ფლანგზე ითამაშოს - როგორც მან ერთხელ თქვა, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, მორბენალი იქნებოდა, - ასევე სიმშვიდე და ცივსისხლიანობა ნახევარდაცვის ცენტრში შესაწევად.

სად ითამაშებს?

ასეთ უნივერსალურობას სათანადოდ დააფასებს ჟოზე მოურინიო, რომელიც ბოლო წლებში 4-2-3-1 სქემას ამჯობინებს და ცენტრალური თავდამსხმელის უკან სწრაფ შემტევ ტრიოს ამწესებს, რომლებიც როლებს იცვლიან.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი პრობლემა (ბევრ სხვასთან ერთად) მატჩის მიმდინარეობისას უცვლელ განლაგებაში მდგომარეობდა და ისეთი მოთამაშე, როგორიც მხითარიანია, მოცემულ შემთხვევაში არსებული პრობლემის გადაჭრა იქნება.

მილანის "ინტერში" მუშაობის შემდეგ მოურინიო იყენებდა განლაგებას, რომელიც "ათიანის" გამოყენების საშუალებას აძლევდა, ამასთან, "სან სიროზე" უესლი სნეიდერი და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მესუთ ოზილი იმ გუნდებისთვის ერთ-ერთ წამყვან ფიგურებად იქცნენ.

"სტემფორდ ბრიჯზე" მეორედ მისვლის დროს მოურინიოს ცენტრალური გამთამაშებლის პოზიციაზე სტაბილური ფეხბურთელი აკლდა, რადგანაც კევინ დე ბრუინე და ხუან მატა გაყიდა, რის გამოც ოსკარის სახით ერთადერთი არჩევანი შერჩა ამ როლში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტრადიციულად ფართო შეტევასთან ასოცირდება და ბოლო პერიოდში "ათიანის" პოზიციაზე ფეხბურთელის ადაპტირება არც ისე გამოდიოდა: ასე, "ბორუსიადან" განხორციელებულმა წინა ტრანსფერმა შინჯი კაგავას სახით, "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. თუმცა მხითარიანის ტრანსფერი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მოურინიო თავისი საყვარელი ტაქტიკის გამოყენებას ამჯობინებს, ვიდრე "წითელი ეშმაკების" კლასიკურ განლაგებას მიემხრობა.

მატას დრო ამოიწურა?

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


როგორც ეს "ჩელსიში" მოხდა, მოურინიოს მოსვლა შესაძლოა, კლუბში მატას ყოფნის დასასრულს ნიშნავდეს.

თუ ჩავთვლით, რომ ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი და უეინ რუნი, დიდი ალბათობით, სეზონს ძირითადი ფეხბურთელის რანგში დაიწყებენ და მათ დაემატება მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსვლა, რთულად დასანახია გუნდში მატას ადგილი.

სხვები, ვისი პოზიციებიც გუნდში წუხილს იწვევს - ესენი არიან გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი ანდერ ერერა, რომელმაც ლუი ვან გაალის გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, და მარუან ფელაინი. ორივე რეგულარულად თამაშობდა ორი სეზონის წინ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მათი მომავალი ბუნდოვანია.

გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, როგორც ჩანს, მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვაში სამუდამოდ გადასასვლელად.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


მოურინიოს სავარაუდო შემადგენლობა?

შემადგენლობის როტაცია და სიღრმე თანამედროვე ფეხბურთის უეჭველი აუცულებლობაა და "ოლდ ტრაფორდზე" დიდი გაყიდვები არ იქნება ამ ზაფხულს.

მიუხედავად ამისა, მოურინიო ყოველთვის იყო მწვრთნელი, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა სტაბილური სასტარტო შემადგენლობა დიდი მატჩებისთვის და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშებლობა რთულად თუ წარმოგვადგენინებს, როგორ მისცემს პრაქტიკას ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც მატა, ერერა და ფელაინი არიან, თუკი, რა თქმა უნდა, მხითარიანი პრემიერ ლიგაში მისი მთავარი შემტევი ძალა გახდება ნახევარდაცვაში.

თუ მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს, შესაძლოა, მისი სასტარტო შემადგენლობა შემდეგი იყოს:

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რას ამბობენ

იურგენ კლოპი: "ჩემი აზრით, ის ყოველგვარ ეჭვგარეშე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი. მასში ტექნიკა და სისწრაფე დაუჯერებლად ერწყმის ერთმანეთს. ასეთი რამის თქმა ძალიან, ძალიან ცოტა ფეხბურთელზე თუ შეიძლება".

დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი ტომას ტუხელი: "მხითარიანის შენარჩუნებას ყველა შესაძლო საშუალებით ვცდილობთ".

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რობერტო კარლოსი: "უმაღლესი დონის მოთამაშეა".

იური ჯორკაეფი: "მხითარიანი სასწაულია და ვფიქრობ, რომ სომხეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია".

პეტ ნევინი: "მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, ძლიერი დარტყმა და საჯარიმოში შეჭრის უნარი, ისევე როგორც ფრენკ ლამპარდს ჰქონდა. ეს ყველაფერი მას აქცევს ფეხბურთელად, რომელზეც დაკვირვება ღირს და რომელიც მოწინააღმდეგემ განსაკუთრებულად უნდა ჩაკეტოს".

ავტორი: სიმეონ გოლემი
სტატიები
22 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
29 ივნისი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არაა ცუდი იგროკი.ჯოზეფინა მოაგვარებს სად ითამაშოს და აათამაშებს კიდეც.კარგი სტატისტიკა აქვს და იმედია გაამართლებს.მე დიდი იმედი მაქვს.ეხლა კი იბრას ოფიციალურობა მინდა.ეს უკვე ჩვენია.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივნისი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ისევ დორმტუნდში ითამაშებს winked


კაგავა ბევრად კარგი ათიანია, ამაზე სწრაფია ( თუ შეიძლება საერთოდ მხითარინზე ითქვას "სწრაფი" ) და ამაზე ტექნიკურია, მაგრამ რა გამოვიდა მისგან ყველამ ვნახეთ. სხვათაშორიც სანამ კაგავას ვიყიდიდით ისიც იტანდა გოლებს გერმანიაში.


არაა მხითარიანი პრემიერ ლიგის შესაფერისი ფეხბურთელი და ნამდვილად მიკვირს რატო უნდა მოურინიოს ამის ტრანსფერი. ამაზე ბევრად სწრაფებს და ტექნიკურებს ჩაუსვრიათ ინგლისში და მხითარიანს რატო ვყიდულობთ არ მესმის.
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
29 ივნისი 2016 14:03
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იმედია კარგად გამოიყენებს მოურინიო და გუნდს კარგად მოერგება manunited
0
№4
ავტორი: Rezikomankunia
29 ივნისი 2016 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Kargi archevania dgesdgeisobit amaze uketes ubralod vergacharghav da arcaa cudi igroki da rato ambobt ase armesmis mere ra rom somexia rashuashia eg gind azerbaijaneli iyos moergeba kidec asemgonia zogi ambobs sustiao fizikurad da a.sh mase mahrezic araa fizikurad dlieri magram rogorc itamasha yvelam kargad icis :))
0
№5
ავტორი: t123123
29 ივნისი 2016 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მადი ხა
0
№6
ავტორი: ნიკუშა
29 ივნისი 2016 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
დეპაის რა ბედი ელის არავინ იცით ტოვებენ თუ ყიდიან გამაგებიეთ
0
№7
ავტორი: მარსიალი
29 ივნისი 2016 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
რუნი ბარემ ცენტრალურ მცველად დააყენოს რა უნდა ჩამსლელად ჩემი კაი დატანჯეს რუნი რა
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
29 ივნისი 2016 14:27
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მე ყველაფერი მომწონს, უბრალოდ რეშფორდს შემცვლელი უნდა , 18 წლის ბიჭის ფიზიკა არამგონია მთელ სეზონს ქაჩავდეს, ჭირდება შემცვლელი მოთამაშე იანუზაის ან ისევ მატას სახით. მარჯვენა მცველზე რატო არ მიდის ლაპარაკი ? იმედი მაქვს ფოსუ-მენსა 15 თამაშს მაინც ითამაშებს როგორც მინიმუმ, ოღონდ თავის პოზიციაზე საყრდენ ნახევარმცველად. კერიკი მგონი მაინც უნდა გაეშვა ვეღარ არის იმის ნახევარი რაც ადრე იყო. ერერა ალბათ რუნის შემცვლელი იქნება, შნეიდერლინი ფელაინი და შვაინსტაიგერი გაუგებარია რა როლს ითამაშებენ.
0
№9
ავტორი: კანტონა
29 ივნისი 2016 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
დე ხეა რო გვყავს თორე რუნი ალბათ კარებში იდგებოდ
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივნისი 2016 14:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რუნი ნელ-ნელა მიიწევს უკან და მალე კარშიც ჩააყენებენ ალბათ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top