თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5184,
კომენტარები: 22
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
სომეხი ფეხბურთელის სავარაუდო მომავლის განხილვა.
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის დორტმუნდის "ბორუსიადან" ჰენრიხ მხითარიანის გადაბირებასთან. კლუბებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის საფასური, თავად მხითარიანი კი "იუნაიტედს" შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე და მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მაგრამ როგორ მოერგება 27 წლის სომეხი "ოლდ ტრაფორდს"? შევეცდებით გავერკვეთ.

დოსიე

სახელი: ჰენრიხ მხითარიანი
ასაკი: 27
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: სომეხი

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


ისტორია

მხითარიანმა კარიერა სომხურ "პიუნიკში" დაიწყო, სანამ 2009 წელს უკრაინაში დონეცკის "მეტალურგსა" და "შახტარში" 4 სეზონს გაატარებდა.

კლუბის მომდევნო შეცვლა 2013 წელს მოხდა და მან სამი წელი გაატარა დორტმუნდის "ბორუსიაში", სადაც 41 გოლი გაიტანა 140 მატჩში.

სომხეთის ნაკრების რიგებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა დღეისათვის გატანილი 19 გოლით.

თამაშის სტილი

კრეატიული ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას მხითარიანმა 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა "ბორუსიას" რიგებში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში, რის შემდეგაც ფეხბურთელების ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო დორტმუნდელები მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ.

თავდაპირველად "ათიანის" პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა სომეხს საკმარისი სისწრაფე და ტექნიკა აქვს იმისათვის, რომ ფლანგზე ითამაშოს - როგორც მან ერთხელ თქვა, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, მორბენალი იქნებოდა, - ასევე სიმშვიდე და ცივსისხლიანობა ნახევარდაცვის ცენტრში შესაწევად.

სად ითამაშებს?

ასეთ უნივერსალურობას სათანადოდ დააფასებს ჟოზე მოურინიო, რომელიც ბოლო წლებში 4-2-3-1 სქემას ამჯობინებს და ცენტრალური თავდამსხმელის უკან სწრაფ შემტევ ტრიოს ამწესებს, რომლებიც როლებს იცვლიან.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი პრობლემა (ბევრ სხვასთან ერთად) მატჩის მიმდინარეობისას უცვლელ განლაგებაში მდგომარეობდა და ისეთი მოთამაშე, როგორიც მხითარიანია, მოცემულ შემთხვევაში არსებული პრობლემის გადაჭრა იქნება.

მილანის "ინტერში" მუშაობის შემდეგ მოურინიო იყენებდა განლაგებას, რომელიც "ათიანის" გამოყენების საშუალებას აძლევდა, ამასთან, "სან სიროზე" უესლი სნეიდერი და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მესუთ ოზილი იმ გუნდებისთვის ერთ-ერთ წამყვან ფიგურებად იქცნენ.

"სტემფორდ ბრიჯზე" მეორედ მისვლის დროს მოურინიოს ცენტრალური გამთამაშებლის პოზიციაზე სტაბილური ფეხბურთელი აკლდა, რადგანაც კევინ დე ბრუინე და ხუან მატა გაყიდა, რის გამოც ოსკარის სახით ერთადერთი არჩევანი შერჩა ამ როლში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტრადიციულად ფართო შეტევასთან ასოცირდება და ბოლო პერიოდში "ათიანის" პოზიციაზე ფეხბურთელის ადაპტირება არც ისე გამოდიოდა: ასე, "ბორუსიადან" განხორციელებულმა წინა ტრანსფერმა შინჯი კაგავას სახით, "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. თუმცა მხითარიანის ტრანსფერი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მოურინიო თავისი საყვარელი ტაქტიკის გამოყენებას ამჯობინებს, ვიდრე "წითელი ეშმაკების" კლასიკურ განლაგებას მიემხრობა.

მატას დრო ამოიწურა?

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


როგორც ეს "ჩელსიში" მოხდა, მოურინიოს მოსვლა შესაძლოა, კლუბში მატას ყოფნის დასასრულს ნიშნავდეს.

თუ ჩავთვლით, რომ ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი და უეინ რუნი, დიდი ალბათობით, სეზონს ძირითადი ფეხბურთელის რანგში დაიწყებენ და მათ დაემატება მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსვლა, რთულად დასანახია გუნდში მატას ადგილი.

სხვები, ვისი პოზიციებიც გუნდში წუხილს იწვევს - ესენი არიან გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი ანდერ ერერა, რომელმაც ლუი ვან გაალის გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, და მარუან ფელაინი. ორივე რეგულარულად თამაშობდა ორი სეზონის წინ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მათი მომავალი ბუნდოვანია.

გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, როგორც ჩანს, მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვაში სამუდამოდ გადასასვლელად.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


მოურინიოს სავარაუდო შემადგენლობა?

შემადგენლობის როტაცია და სიღრმე თანამედროვე ფეხბურთის უეჭველი აუცულებლობაა და "ოლდ ტრაფორდზე" დიდი გაყიდვები არ იქნება ამ ზაფხულს.

მიუხედავად ამისა, მოურინიო ყოველთვის იყო მწვრთნელი, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა სტაბილური სასტარტო შემადგენლობა დიდი მატჩებისთვის და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშებლობა რთულად თუ წარმოგვადგენინებს, როგორ მისცემს პრაქტიკას ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც მატა, ერერა და ფელაინი არიან, თუკი, რა თქმა უნდა, მხითარიანი პრემიერ ლიგაში მისი მთავარი შემტევი ძალა გახდება ნახევარდაცვაში.

თუ მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს, შესაძლოა, მისი სასტარტო შემადგენლობა შემდეგი იყოს:

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რას ამბობენ

იურგენ კლოპი: "ჩემი აზრით, ის ყოველგვარ ეჭვგარეშე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი. მასში ტექნიკა და სისწრაფე დაუჯერებლად ერწყმის ერთმანეთს. ასეთი რამის თქმა ძალიან, ძალიან ცოტა ფეხბურთელზე თუ შეიძლება".

დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი ტომას ტუხელი: "მხითარიანის შენარჩუნებას ყველა შესაძლო საშუალებით ვცდილობთ".

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რობერტო კარლოსი: "უმაღლესი დონის მოთამაშეა".

იური ჯორკაეფი: "მხითარიანი სასწაულია და ვფიქრობ, რომ სომხეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია".

პეტ ნევინი: "მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, ძლიერი დარტყმა და საჯარიმოში შეჭრის უნარი, ისევე როგორც ფრენკ ლამპარდს ჰქონდა. ეს ყველაფერი მას აქცევს ფეხბურთელად, რომელზეც დაკვირვება ღირს და რომელიც მოწინააღმდეგემ განსაკუთრებულად უნდა ჩაკეტოს".

ავტორი: სიმეონ გოლემი
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
29 ივნისი 2016 14:54
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
როგორც მოვა ისე წავა და ის გუნდი სადაც წავა დორტმუნდი ან ლევერკუზენი იქნება
0
№12
ავტორი: მარსიალი
29 ივნისი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ციტატა: DRJBECKHAM
მე ყველაფერი მომწონს, უბრალოდ რეშფორდს შემცვლელი უნდა , 18 წლის ბიჭის ფიზიკა არამგონია მთელ სეზონს ქაჩავდეს, ჭირდება შემცვლელი მოთამაშე იანუზაის ან ისევ მატას სახით. მარჯვენა მცველზე რატო არ მიდის ლაპარაკი ? იმედი მაქვს ფოსუ-მენსა 15 თამაშს მაინც ითამაშებს როგორც მინიმუმ, ოღონდ თავის პოზიციაზე საყრდენ ნახევარმცველად. კერიკი მგონი მაინც უნდა გაეშვა ვეღარ არის იმის ნახევარი რაც ადრე იყო. ერერა ალბათ რუნის შემცვლელი იქნება, შნეიდერლინი ფელაინი და შვაინსტაიგერი გაუგებარია რა როლს ითამაშებენ.


ზანგის ყველაზე დიდი + არი ის რო ვირივით მშრომელია პრინციპში ეს ალბათ მონობის პერიოდიდან იმუნურად გამოიმუშავეს
0
№13
ავტორი: shotkin
29 ივნისი 2016 16:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ის შემადგენლობა რაც ზემოთაა ძალიან ბანძია ძალიან
ჯერ მარტო რუნი კერიკი საშინელებაა საშინელებაააა კარგი ნახვეამცველი არ გვყავს გუნდში, ისეთი ვინც ლიდერი იქნება და ტექნიკური სწრაფი და თავის თავზე აიღებს თამაშს და მოხერხებული.. მე პირადად რუნი კერიკის ადგილას პოგბას ან ვერატის ვისურვებდი ზუსტად ამ დონის ხალხი გვინდა რო რამე ვქნათ, და კარგი იქნება რეშფორდის მაგივრად გრიზმანი მარა რეშფორდისც გაქაჩავს თუ კაი ნახვეარდაცვა იქნება სწრაფი მოძრავი და მობილური და რუნი და კერიკის ნახევარდაცვის ტანდემი ჭაობია და მეტი არაფერი
0
№14
ავტორი: U N I T E D
29 ივნისი 2016 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ეე დეპაის,ლინგარდის და შვაინას დაკარგვა არ მინდა cry2
0
№15
ავტორი: safaridze
29 ივნისი 2016 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
es kaci dzaan gamogvadgeba es erti da meorec fizikurad dzlieri arao ro idzaxit movida felaini ro a dzlieri magram ra fexburtishi moqniloba tu ar gaq tu ginda kldesavetideqi arc mcveli dadgeba shenidan zustad is stilia rac gvchirdeba da dzaan magari iqneba amis transferi ibragimovichze metad es gaamartlebs tan golebis gatana icis plius sagole gadacemebze ar vsaubrob shesanishnavipasi aqvs da driblingi
0
№16
ავტორი: pere
29 ივნისი 2016 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მხითარიანს თუ ათიანზე უპირებს რო ათამაშოს მაშინ მარჯვენა ფლანგზე დრაქსლერი ან ხამესი უნდა იყიდოს მოუმ
0
№17
ავტორი: gela-manchesteri
29 ივნისი 2016 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ზევით რა სასტავიცააა თU იმითი აპირებს პრემიერლიგაში რამის მიხწევას ჩელსის რაც დაემართა უარესი მოგვივადა მგონი ესეც გამოვიცანი როცა გიგზი არ დანიშნეს არც ახლა მომიწევს მაუს დედის ხახის გინება სვარკა უაზრო ტრანსფერები და ავტობუსის ყურება
0
№18
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2016 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Wvetshi magariaa raa
0
№19
ავტორი: kantona-7
29 ივნისი 2016 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კარგითრა ხალხო რამოგწონთ ამისი მაგიჟებთ>>>ესრატოუნდა მოგწონდეს როცა ნევრად უფრო კლასნიდა უკეთესი იგროკების ყიდვა შეიძლება ამპოზიციაზე>>> შეადარეთ ეხლა ამას ხამესი ისკო ალკანტარა პაიე მაჰრეზი მაურა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№20
ავტორი: PLANeta
29 ივნისი 2016 19:23
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
საშინელებაა... ეს რა შემადგენლობაა მაგრამ არ დაიჯეროთ ეს ვიღაცის მონაგონი თერთმეტეულია. ჯერ ხო როგორ არ მევასება სანამ ფეხბურთელი ოფიციალურად არაა გადმოსული გუნდში და მისგან შემადგენლობას აწყობენ. ესე ადვილი არ იქნება ბოლო ბოლო ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით მოდის მასზე შთაბეჭდილების მოხდენა ყველას შეუძლია მოახდინოს. მემფისი იანუზაი და ალბათ კიდევ ბევრი ფეხბურთელი ვარჯიშობს ზუსტად ამისთვის. იანუზაი ამბავი ყველამ ძალიან კარგად იცით და დიდი ალბათობით ეს მისი ბოლო შანსია. შანსი იქნება ასე მგონია თუმცა არაა Gამორიცხული ესე არ Mოხდეს მაგრამ ჟოზეზე შთაბეჭდილება ადნანმა ჯერ კიდევ მოიესის დროს მოახდინა ბაზარი არაა ახლა სხვა დროა მაგრამ ზუსტად ამიტომ მგონია რომ იმსახურებს შანსს ეს თუ არაფერი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს აცუილებლად უნდა მიეცეს შანსი და ყურადღება. რეშფორდზე და მარსიალზე რა Vთქვა ჩემი გადასაწყ Eტი არაა მაგრამ ძალიან არ მიყვარს გავინგერებული თავდასხმელები. ვფიქრობ თუ რეშფორდი იქ გამიყენა მოუმ ისევ იგივე პრობლემა იქნება სახელად მარჯვენა ფლანგი. ეს ორი არარეალურად ნიჭიერი ადამიანები თავდასხმელად უნდა განვითარდნენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top