თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5184,
კომენტარები: 22
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
სომეხი ფეხბურთელის სავარაუდო მომავლის განხილვა.
სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოს არის დორტმუნდის "ბორუსიადან" ჰენრიხ მხითარიანის გადაბირებასთან. კლუბებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელის საფასური, თავად მხითარიანი კი "იუნაიტედს" შეუთანხმდა პირად კონტრაქტზე და მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მაგრამ როგორ მოერგება 27 წლის სომეხი "ოლდ ტრაფორდს"? შევეცდებით გავერკვეთ.

დოსიე

სახელი: ჰენრიხ მხითარიანი
ასაკი: 27
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: სომეხი

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


ისტორია

მხითარიანმა კარიერა სომხურ "პიუნიკში" დაიწყო, სანამ 2009 წელს უკრაინაში დონეცკის "მეტალურგსა" და "შახტარში" 4 სეზონს გაატარებდა.

კლუბის მომდევნო შეცვლა 2013 წელს მოხდა და მან სამი წელი გაატარა დორტმუნდის "ბორუსიაში", სადაც 41 გოლი გაიტანა 140 მატჩში.

სომხეთის ნაკრების რიგებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა დღეისათვის გატანილი 19 გოლით.

თამაშის სტილი

კრეატიული ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას მხითარიანმა 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა "ბორუსიას" რიგებში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში, რის შემდეგაც ფეხბურთელების ვერსიით წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ხოლო დორტმუნდელები მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ.

თავდაპირველად "ათიანის" პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა სომეხს საკმარისი სისწრაფე და ტექნიკა აქვს იმისათვის, რომ ფლანგზე ითამაშოს - როგორც მან ერთხელ თქვა, ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, მორბენალი იქნებოდა, - ასევე სიმშვიდე და ცივსისხლიანობა ნახევარდაცვის ცენტრში შესაწევად.

სად ითამაშებს?

ასეთ უნივერსალურობას სათანადოდ დააფასებს ჟოზე მოურინიო, რომელიც ბოლო წლებში 4-2-3-1 სქემას ამჯობინებს და ცენტრალური თავდამსხმელის უკან სწრაფ შემტევ ტრიოს ამწესებს, რომლებიც როლებს იცვლიან.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი პრობლემა (ბევრ სხვასთან ერთად) მატჩის მიმდინარეობისას უცვლელ განლაგებაში მდგომარეობდა და ისეთი მოთამაშე, როგორიც მხითარიანია, მოცემულ შემთხვევაში არსებული პრობლემის გადაჭრა იქნება.

მილანის "ინტერში" მუშაობის შემდეგ მოურინიო იყენებდა განლაგებას, რომელიც "ათიანის" გამოყენების საშუალებას აძლევდა, ამასთან, "სან სიროზე" უესლი სნეიდერი და "სანტიაგო ბერნაბეუზე" მესუთ ოზილი იმ გუნდებისთვის ერთ-ერთ წამყვან ფიგურებად იქცნენ.

"სტემფორდ ბრიჯზე" მეორედ მისვლის დროს მოურინიოს ცენტრალური გამთამაშებლის პოზიციაზე სტაბილური ფეხბურთელი აკლდა, რადგანაც კევინ დე ბრუინე და ხუან მატა გაყიდა, რის გამოც ოსკარის სახით ერთადერთი არჩევანი შერჩა ამ როლში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტრადიციულად ფართო შეტევასთან ასოცირდება და ბოლო პერიოდში "ათიანის" პოზიციაზე ფეხბურთელის ადაპტირება არც ისე გამოდიოდა: ასე, "ბორუსიადან" განხორციელებულმა წინა ტრანსფერმა შინჯი კაგავას სახით, "ოლდ ტრაფორდზე" თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. თუმცა მხითარიანის ტრანსფერი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მოურინიო თავისი საყვარელი ტაქტიკის გამოყენებას ამჯობინებს, ვიდრე "წითელი ეშმაკების" კლასიკურ განლაგებას მიემხრობა.

მატას დრო ამოიწურა?

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


როგორც ეს "ჩელსიში" მოხდა, მოურინიოს მოსვლა შესაძლოა, კლუბში მატას ყოფნის დასასრულს ნიშნავდეს.

თუ ჩავთვლით, რომ ენტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი და უეინ რუნი, დიდი ალბათობით, სეზონს ძირითადი ფეხბურთელის რანგში დაიწყებენ და მათ დაემატება მხითარიანისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსვლა, რთულად დასანახია გუნდში მატას ადგილი.

სხვები, ვისი პოზიციებიც გუნდში წუხილს იწვევს - ესენი არიან გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელი ანდერ ერერა, რომელმაც ლუი ვან გაალის გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, და მარუან ფელაინი. ორივე რეგულარულად თამაშობდა ორი სეზონის წინ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მათი მომავალი ბუნდოვანია.

გუნდის კაპიტანი უეინ რუნი, როგორც ჩანს, მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვაში სამუდამოდ გადასასვლელად.

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


მოურინიოს სავარაუდო შემადგენლობა?

შემადგენლობის როტაცია და სიღრმე თანამედროვე ფეხბურთის უეჭველი აუცულებლობაა და "ოლდ ტრაფორდზე" დიდი გაყიდვები არ იქნება ამ ზაფხულს.

მიუხედავად ამისა, მოურინიო ყოველთვის იყო მწვრთნელი, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა სტაბილური სასტარტო შემადგენლობა დიდი მატჩებისთვის და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშებლობა რთულად თუ წარმოგვადგენინებს, როგორ მისცემს პრაქტიკას ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც მატა, ერერა და ფელაინი არიან, თუკი, რა თქმა უნდა, მხითარიანი პრემიერ ლიგაში მისი მთავარი შემტევი ძალა გახდება ნახევარდაცვაში.

თუ მოურინიო 4-2-3-1 ტაქტიკას გამოიყენებს, შესაძლოა, მისი სასტარტო შემადგენლობა შემდეგი იყოს:

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რას ამბობენ

იურგენ კლოპი: "ჩემი აზრით, ის ყოველგვარ ეჭვგარეშე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი. მასში ტექნიკა და სისწრაფე დაუჯერებლად ერწყმის ერთმანეთს. ასეთი რამის თქმა ძალიან, ძალიან ცოტა ფეხბურთელზე თუ შეიძლება".

დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი ტომას ტუხელი: "მხითარიანის შენარჩუნებას ყველა შესაძლო საშუალებით ვცდილობთ".

სად ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი


რობერტო კარლოსი: "უმაღლესი დონის მოთამაშეა".

იური ჯორკაეფი: "მხითარიანი სასწაულია და ვფიქრობ, რომ სომხეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია".

პეტ ნევინი: "მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, ძლიერი დარტყმა და საჯარიმოში შეჭრის უნარი, ისევე როგორც ფრენკ ლამპარდს ჰქონდა. ეს ყველაფერი მას აქცევს ფეხბურთელად, რომელზეც დაკვირვება ღირს და რომელიც მოწინააღმდეგემ განსაკუთრებულად უნდა ჩაკეტოს".

ავტორი: სიმეონ გოლემი
სტატიები
22 კომენტარი
№21
ავტორი: de gea1
29 ივნისი 2016 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მე არ მჯერა ამ ფეხბურთელის, თუ იყიდიდნენ ერთი 15-20 მილიონად წავიდოდა რაა
0
№22
ავტორი: JuanMata
29 ივნისი 2016 20:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნახევარდაცვაში რუნი-კერიკი არ ვიცი რამდენად გაამართლებს,
მაგრამ შემტევი ტრიო მარსიალი-მხითარიანი-რეშფორდი, ძალიან მომწონს. თან სამივეს შეუძლია ცენტრში შეწევა და პოზიციების ცვლა, რაც დიდ სიმწვავეს შემატებს.

არ ვიცი მხითარიანის სისწრაფეში ეჭვი რატომ გეპარებათ, იუთუბზე მაინც ნახეთ, რა სისწრაფეებს იღებს, შეიძლება ბეილი ან რონალდო ჯობია, მაგრამ რეალობას შევხედოთ,

პოგბა-ვერატი მინდა, 10-იანზე მესი თავდასხმაში ლევანდოვსკი, ფლანგებზე ნეიმარი და რონალდო. - ამ სახის კომენტარებს რატომ წერთ ვერ ვხვდები, რომელი ერთი მოდის ამ გუნდში, გამაგებინეთ. თუ მოვა მაგას რა ჯობია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top