ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის პოგბას შესაძენად "რეალს" დაუპირისპირდეს და ფრანგ ვუნდერკინდში 80 მილიონ ფუნტს იხდის.
SunSport ასევე იუწყება, რომ "იუნაიტედი" არის პირველი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელის შესაძენად "იუვენტუსს" შეთავაზება გაუკეთა.
თავდაპირველად, "ეშმაკები" 23 წლის ნახევარმცველში 60 მილიონს იხდიდნენ, თუმცა ეს რიცხვი მათ 20 მილიონი ფუნტით გაზარდეს.
ფრანგის შეძენა ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი შემტევი ნახევარდაცვის პოზიციაზე გუნდში მხოლოდ პოგბას კანდიდატურას განიხილავს.
მოურინიოს ამბიციებზე პოლმა დიდი გავლენა მოადინა, თუმცა ტრანსფერს მადრიდის "რეალის" ფაქტორიც აფერხებს.
ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ორივე კლუბის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და როგორც გაირკვა, მადრიდელები მზად არიან პოგბას სანაცვლოდ "იუვეს" ნებისმიერი თანხა გადაუხადონ.
მოგეხსენებათ, პოგბას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონაც", თუმცა ესპანეთის ჩემპიონები ახლა სრულ ყურადღებას, კლუბის ლიდერების ლიონელ მესისა და ნეიმარის ახალ ხელშეკრულებას უთმობენ.
წყარო:
The Sun