თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2016, 19:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3921,
კომენტარები: 24
მოურინიო 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს
ვინ იქნება "იუნაიტედის" მორიგი შენაძენი?
მოურინიო 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის პოგბას შესაძენად "რეალს" დაუპირისპირდეს და ფრანგ ვუნდერკინდში 80 მილიონ ფუნტს იხდის.

SunSport ასევე იუწყება, რომ "იუნაიტედი" არის პირველი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელის შესაძენად "იუვენტუსს" შეთავაზება გაუკეთა.

თავდაპირველად, "ეშმაკები" 23 წლის ნახევარმცველში 60 მილიონს იხდიდნენ, თუმცა ეს რიცხვი მათ 20 მილიონი ფუნტით გაზარდეს.

ფრანგის შეძენა ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი შემტევი ნახევარდაცვის პოზიციაზე გუნდში მხოლოდ პოგბას კანდიდატურას განიხილავს.

მოურინიოს ამბიციებზე პოლმა დიდი გავლენა მოადინა, თუმცა ტრანსფერს მადრიდის "რეალის" ფაქტორიც აფერხებს.

ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ორივე კლუბის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და როგორც გაირკვა, მადრიდელები მზად არიან პოგბას სანაცვლოდ "იუვეს" ნებისმიერი თანხა გადაუხადონ.

მოგეხსენებათ, პოგბას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონაც", თუმცა ესპანეთის ჩემპიონები ახლა სრულ ყურადღებას, კლუბის ლიდერების ლიონელ მესისა და ნეიმარის ახალ ხელშეკრულებას უთმობენ.

წყარო: The Sun
ახალი ამბები
24 კომენტარი
№11
ავტორი: Зура
25 ივნისი 2016 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ეე პოგბა არ იყო რო უფასოდ გააპანღუტა ბაბუმ გუნდიდან:( დღემდე ვერ ვინელენებ მაგას და ახლა კიდე სახვეწარია areyoukiddingme
0
№12
ავტორი: SirAlexFerg
26 ივნისი 2016 03:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
au erti ambavia amaze atexili too :D ravici ravici
0
№13
ავტორი: bego100
26 ივნისი 2016 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რა გადაყვა ამ პოგბას ყველა, იგერ გაცილებით ნაკლებ ფასში კარვალიო იყიდოს, თითქმის ერთნაირი მონაცემები აქვთ
0
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ივნისი 2016 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი არა მგონია ამის ტრანსფერი რეალური იყოს რაა
0
№15
ავტორი: Rosso Diavolo
26 ივნისი 2016 10:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უბრალოდ ჭორებია, იუვენტუსში დარჩება ეს ამ წელს და შემდეგ შეიძლება რეალში გადავიდეს.
0
№16
ავტორი: kobinio
26 ივნისი 2016 11:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Shansi ar gbaq aset ambiciur pexburtelebze momaval cels sheileba mara ara exla
0
№17
ავტორი: AkkRed
26 ივნისი 2016 11:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხო შეიძლება სხვა იყიდო და ამისნაირი გახადო
0
№18
ავტორი: აკო
26 ივნისი 2016 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
მოუს არ ეშლება ტრანსფერები
თან არაა ისეთი მწვრთნელი რომ არ უნდოდეს მასთან მუშაობა ვინმეს
0
№19
ავტორი: stepno
26 ივნისი 2016 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: VAXUSHTI
gaeshmakdeba pogba uechveli.

1 პროცენტი არა შანსი
0
№20
ავტორი: SirAlexFerg
26 ივნისი 2016 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 165
ციტატა: bego100
რა გადაყვა ამ პოგბას ყველა, იგერ გაცილებით ნაკლებ ფასში კარვალიო იყიდოს, თითქმის ერთნაირი მონაცემები აქვთ

shen fexburts ukureb dzmobas gaficeeb???
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top