თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2016, 19:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3921,
კომენტარები: 24
მოურინიო 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს
ვინ იქნება "იუნაიტედის" მორიგი შენაძენი?
მოურინიო 80 მილიონიან ტრანსფერს ამზადებს
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის პოგბას შესაძენად "რეალს" დაუპირისპირდეს და ფრანგ ვუნდერკინდში 80 მილიონ ფუნტს იხდის.

SunSport ასევე იუწყება, რომ "იუნაიტედი" არის პირველი კლუბი, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელის შესაძენად "იუვენტუსს" შეთავაზება გაუკეთა.

თავდაპირველად, "ეშმაკები" 23 წლის ნახევარმცველში 60 მილიონს იხდიდნენ, თუმცა ეს რიცხვი მათ 20 მილიონი ფუნტით გაზარდეს.

ფრანგის შეძენა ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს. პორტუგალიელი სპეციალისტი შემტევი ნახევარდაცვის პოზიციაზე გუნდში მხოლოდ პოგბას კანდიდატურას განიხილავს.

მოურინიოს ამბიციებზე პოლმა დიდი გავლენა მოადინა, თუმცა ტრანსფერს მადრიდის "რეალის" ფაქტორიც აფერხებს.

ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ორივე კლუბის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და როგორც გაირკვა, მადრიდელები მზად არიან პოგბას სანაცვლოდ "იუვეს" ნებისმიერი თანხა გადაუხადონ.

მოგეხსენებათ, პოგბას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა კატალონიის "ბარსელონაც", თუმცა ესპანეთის ჩემპიონები ახლა სრულ ყურადღებას, კლუბის ლიდერების ლიონელ მესისა და ნეიმარის ახალ ხელშეკრულებას უთმობენ.

წყარო: The Sun
ახალი ამბები
24 კომენტარი
№21
ავტორი: მარსიალი
26 ივნისი 2016 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
პოგბა ზღაპარია თან 7 მილიონიან კონტრაქტს აწერს ეხლა იუვესთან ეხლას ეგ კი არა რენატო სანჩესი ეყიდათ სანამ გერმანულმა გიგანტი ცაყლაპავდა jackie
0
№22
ავტორი: Old Red Devil
26 ივნისი 2016 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
ამ პოგბაზე რო გაახურეს.ვინ თქვა რომ ივარგებს პრემიერ ლიგაში? გასცი მაგის კრგსტანიც რა. მაგ ხურუშ ბეის ნახვა ვაბშე არ მინდა გუნდში.
0
№23
ავტორი: CinFox
27 ივნისი 2016 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Chemi azrit verratti amaze bevrad realuri temaa da ufro gamosadegi. Jamezi kide daxatavs uniteds, ibrasi ramogaxsenot da mkhitariani ardamanaxot :))
0
№24
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top