Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ მალე გაიფორმებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს 1-წლიანი კონტრაქტით, მაგრამ რისი მიცემა შეუძლია მას გუნდისთვის?
მისი ქარიზმა და ხასიათი პოლ სქოულზის აღნიშვნის ღირსი გახდა, რენე მალესტინმა მას "იდალური შენაძენი" უწოდა, მისი სერიული გამარჯვებების გამო. პეტერ შმეიხელის აზრით, იბრაჰიმოვიჩი "დაბადებულია "იუნაიტედში" სათამაშოდ".
ეჭვგარეშეა, ზლატანს დიდი რეპუტაცია აქვს, ეს ნამდვილად ასეა. მის გამოჩენას შეუძლია იმედის ჩასახვა მოთამაშეებში. იბრაჰიმოვიჩი იგებდა ტიტულებს "აიაქსში" ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მარკუს რეშფორდი სკოლის მოსწავლე გახდებოდა.
ზლატანს ენდობა ჟოზე მოურინიო - კაცს, რომელსაც იგი ესაუბრებოდა "ყოველდღე" ტელეფონის საშუალებით. შვედი არის გამოცდილი პიროვნება გასახდელისთვის, რომელსაც "შეუძლია მოკვდეს მოურინიოსთვის".
"მანჩესტერ იუნაიტედს" იბრაჰიმოვიჩის სახით სჭირდება არა მხოლოდ გოლის გამტანი და გასახდელის ფიგურა, არამედ შეტევის ლიდერი, მაგრამ უნდა მოველოდეთ თუ არა ამას მოთამაშისგან, რომელსაც 35 წლამდე სულ რამდენიმე თვე აშორებს.
იბრაჰიმოვიჩისთვის გასული სეზონი გოლების მხრივ კარიერაში საუკეთესო იყო, მან 51 ჩატარებულ შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა. ეს კი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული შედეგიანობა გახლავთ.
ზლატანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა პარიზში, მისი შედეგები მის სტაბილურობაზე მეტყველებს. შვედი ბოლო 5 სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 30 გოლზე მეტ იტანს, ხოლო ბოლო 9 სეზონში 20 გოლზე მეტს, ეს ყველაფერი 4 სხვადასხვა კლუბში.
გარკვეულწილად შვედი თავდამსხმელის დიდი შედეგიანობა შესაძლოა ფრანგული ლიგის სისუსტესაც დაბრალდეს, ზლატანმა ვერ შეძლო "პსჟს" ორ უახლოეს მდევართან - "მონაკოსა" და "ლიონთან" - გოლის გატანა ბოლო 12 თვეში გამართულ შეხვედრებში.
იბრაჰიმოვიჩი ბოლო 7 სეზონში საჯარიმოს შიგნიდან კარის მიმართულებით 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 2.5-ჯერ მაინც ანხორციელებდა დარტყმას კარის მიამრთულებით.
"მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდში მოჰყავს გოლების გატანის გარანტია შვედი თავდამსხმელის სახით. გასულ სეზონში "წითლების" შემადგენლობიდან არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია საჯარიმო მოედნიდან კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 1.4-ზე მეტი - ეს ციფრი მხოლოდ მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა დააფიქსირეს.
კარის მიმართულებით დარტყმების რაოდენობა არ ასახავს "იუნაიტედის" თავდამსხმელების დონეს, არამედ თავად გუნდის სათამაშო დონე სათანადო ტენდენციებს არ შეესაბამება. შექმნილი შანსების მიხედვით ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდებს აღემატებოდა.
თავისი ფორმის პიკზე მყოფი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულყოფილი თავდამსხმელი იყო. ახლა მას ხშირად უწევს 10-იანის პოზიციაზე ჩასვლა და ასეთ თამაშზე ადაპტირება, რათა კვლავ ჰქონდეს დიდი სათამაშო დრო.
იბრას გამთამაშებლის პოზიციაზე ჩამოსვლის წყალობით მას 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც იქნებოდა საუკეთესო მაჩვენებელი იმ შემთხვევაში თუ იგი დი მარიას 8 გადაცემას გოლად არ აქცევდა.
ყველაფრის მიუხედავად, ზლატანი იდეალურად ერგება ისეთ როლს, რომელსაც მოურინიო ეძებს - შეტევის დამსრულებელს. "ჩელსიში" ყოფნისას დიეგო კოშტას ყიდვამდე მოურინიო ხშირად წუწუნებდა, რომ "თავდამსხმელი არ ჰყავს". "ატლეტიკოს" თავდამსხმელის კლუბში მისვლამ მას საჩემპიონო ტიტულის დაუფლების საშუალება მისცა, მაგრამ თავად კოშტა ვერ ქმნიდა მომენტებს თავისით, ეს სხვების საქმე იყო.
ტრიუმფალურ სეზონში ესპანელი ფორვარდის მიერ გატანილი 20 გოლიდან 16 100%-იანი შანსებიდან გავიდა. უფრო მეტიც, მას არ გაუტანია გოლი საჯარიმოს გარედან. მოურინიო შესაძლოა ვარაუდობდეს, რომ იბრაჰიმოვიჩი ასეთი როლისთვის გამოსადეგია.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა, რომელსაც შეუძლია ასეთი დონის მოთამაშის ოსტატობის გამოყენება შეტევების დასრულებაში. გუნდის ტრანსფორმაცია სხვა მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზლატანის ყოფნით გუნდში არ იქნება შეტევების დამსრულებლის პრობლემა. "არსენალის" ფანების უკმაყოფილებას იწვევს სწორედ ის, რომ მათ გუნდში არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებელი, რომელიც შეტევებს დაასრულებს და მათ ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.
საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის ცნობილია ზლატანისა და მოურინიოს ურთიერთობის შესახებ. ახლა მათ კვლავ შეუძლიათ ერთ გუნდში მოხვედრა და მოურინიო, ზლატანის სტაბილურად კარგი ფორმის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.
წყარო:
Sky Sports