თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2016, 16:48
ავტორი: Darkness,
ნანახია: 7826,
კომენტარები: 26
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?
რა შეიძლება მიიღოს ინგლისურმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით?
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს
Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ მალე გაიფორმებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს 1-წლიანი კონტრაქტით, მაგრამ რისი მიცემა შეუძლია მას გუნდისთვის?

მისი ქარიზმა და ხასიათი პოლ სქოულზის აღნიშვნის ღირსი გახდა, რენე მალესტინმა მას "იდალური შენაძენი" უწოდა, მისი სერიული გამარჯვებების გამო. პეტერ შმეიხელის აზრით, იბრაჰიმოვიჩი "დაბადებულია "იუნაიტედში" სათამაშოდ".

ეჭვგარეშეა, ზლატანს დიდი რეპუტაცია აქვს, ეს ნამდვილად ასეა. მის გამოჩენას შეუძლია იმედის ჩასახვა მოთამაშეებში. იბრაჰიმოვიჩი იგებდა ტიტულებს "აიაქსში" ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მარკუს რეშფორდი სკოლის მოსწავლე გახდებოდა.

ზლატანს ენდობა ჟოზე მოურინიო - კაცს, რომელსაც იგი ესაუბრებოდა "ყოველდღე" ტელეფონის საშუალებით. შვედი არის გამოცდილი პიროვნება გასახდელისთვის, რომელსაც "შეუძლია მოკვდეს მოურინიოსთვის".

"მანჩესტერ იუნაიტედს" იბრაჰიმოვიჩის სახით სჭირდება არა მხოლოდ გოლის გამტანი და გასახდელის ფიგურა, არამედ შეტევის ლიდერი, მაგრამ უნდა მოველოდეთ თუ არა ამას მოთამაშისგან, რომელსაც 35 წლამდე სულ რამდენიმე თვე აშორებს.

იბრაჰიმოვიჩისთვის გასული სეზონი გოლების მხრივ კარიერაში საუკეთესო იყო, მან 51 ჩატარებულ შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა. ეს კი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული შედეგიანობა გახლავთ.

ზლატანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა პარიზში, მისი შედეგები მის სტაბილურობაზე მეტყველებს. შვედი ბოლო 5 სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 30 გოლზე მეტ იტანს, ხოლო ბოლო 9 სეზონში 20 გოლზე მეტს, ეს ყველაფერი 4 სხვადასხვა კლუბში.

გარკვეულწილად შვედი თავდამსხმელის დიდი შედეგიანობა შესაძლოა ფრანგული ლიგის სისუსტესაც დაბრალდეს, ზლატანმა ვერ შეძლო "პსჟს" ორ უახლოეს მდევართან - "მონაკოსა" და "ლიონთან" - გოლის გატანა ბოლო 12 თვეში გამართულ შეხვედრებში.

იბრაჰიმოვიჩი ბოლო 7 სეზონში საჯარიმოს შიგნიდან კარის მიმართულებით 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 2.5-ჯერ მაინც ანხორციელებდა დარტყმას კარის მიამრთულებით.
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?


"მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდში მოჰყავს გოლების გატანის გარანტია შვედი თავდამსხმელის სახით. გასულ სეზონში "წითლების" შემადგენლობიდან არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია საჯარიმო მოედნიდან კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 1.4-ზე მეტი - ეს ციფრი მხოლოდ მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა დააფიქსირეს.

კარის მიმართულებით დარტყმების რაოდენობა არ ასახავს "იუნაიტედის" თავდამსხმელების დონეს, არამედ თავად გუნდის სათამაშო დონე სათანადო ტენდენციებს არ შეესაბამება. შექმნილი შანსების მიხედვით ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდებს აღემატებოდა.

თავისი ფორმის პიკზე მყოფი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულყოფილი თავდამსხმელი იყო. ახლა მას ხშირად უწევს 10-იანის პოზიციაზე ჩასვლა და ასეთ თამაშზე ადაპტირება, რათა კვლავ ჰქონდეს დიდი სათამაშო დრო.

იბრას გამთამაშებლის პოზიციაზე ჩამოსვლის წყალობით მას 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც იქნებოდა საუკეთესო მაჩვენებელი იმ შემთხვევაში თუ იგი დი მარიას 8 გადაცემას გოლად არ აქცევდა.

რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?

ყველაფრის მიუხედავად, ზლატანი იდეალურად ერგება ისეთ როლს, რომელსაც მოურინიო ეძებს - შეტევის დამსრულებელს. "ჩელსიში" ყოფნისას დიეგო კოშტას ყიდვამდე მოურინიო ხშირად წუწუნებდა, რომ "თავდამსხმელი არ ჰყავს". "ატლეტიკოს" თავდამსხმელის კლუბში მისვლამ მას საჩემპიონო ტიტულის დაუფლების საშუალება მისცა, მაგრამ თავად კოშტა ვერ ქმნიდა მომენტებს თავისით, ეს სხვების საქმე იყო.

ტრიუმფალურ სეზონში ესპანელი ფორვარდის მიერ გატანილი 20 გოლიდან 16 100%-იანი შანსებიდან გავიდა. უფრო მეტიც, მას არ გაუტანია გოლი საჯარიმოს გარედან. მოურინიო შესაძლოა ვარაუდობდეს, რომ იბრაჰიმოვიჩი ასეთი როლისთვის გამოსადეგია.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა, რომელსაც შეუძლია ასეთი დონის მოთამაშის ოსტატობის გამოყენება შეტევების დასრულებაში. გუნდის ტრანსფორმაცია სხვა მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზლატანის ყოფნით გუნდში არ იქნება შეტევების დამსრულებლის პრობლემა. "არსენალის" ფანების უკმაყოფილებას იწვევს სწორედ ის, რომ მათ გუნდში არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებელი, რომელიც შეტევებს დაასრულებს და მათ ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის ცნობილია ზლატანისა და მოურინიოს ურთიერთობის შესახებ. ახლა მათ კვლავ შეუძლიათ ერთ გუნდში მოხვედრა და მოურინიო, ზლატანის სტაბილურად კარგი ფორმის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

წყარო:Sky Sports
სტატიები
26 კომენტარი
№21
ავტორი: safaridze
5 ივნისი 2016 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
არამგონია 1წლისტვის მოდიოდეს კიდე დარჩება 1წელი ანუ 2წლით ჩვენია წელს ეპლ და ეუროპა ავიგოთ სამომავლოდ ლიგაზე უფრო ძლიერები ვიქნებით და რაიცი ლიგა დავდოთ და ამანაც მოგოს ლიგა რა გასწორებულში იქნება იბრა <3 თან ლიგაზე როგავალთ უფროო მაგარი ტრანსფერები იქნება

არამგონია 1წლისტვის მოდიოდეს კიდე დარჩება 1წელი ანუ 2წლით ჩვენია წელს ეპლ და ეუროპა ავიგოთ სამომავლოდ ლიგაზე უფრო ძლიერები ვიქნებით და რაიცი ლიგა დავდოთ და ამანაც მოგოს ლიგა რა გასწორებულში იქნება იბრა <3 თან ლიგაზე როგავალთ უფროო მაგარი ტრანსფერები იქნება
0
№22
ავტორი: Rooni
5 ივნისი 2016 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ყოველტვის მინდოდა იბრა მანცჰესჰი
0
№23
ავტორი: VARDOSANIDZE
5 ივნისი 2016 22:52
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: Rooni
ყოველტვის მინდოდა იბრა მანცჰესჰი

ციტატა: safaridze
არამგონია 1წლისტვის მოდიოდეს კიდე დარჩება 1წელი ანუ 2წლით ჩვენია წელს ეპლ და ეუროპა ავიგოთ სამომავლოდ ლიგაზე უფრო ძლიერები ვიქნებით და რაიცი ლიგა დავდოთ და ამანაც მოგოს ლიგა რა გასწორებულში იქნება იბრა <3 თან ლიგაზე როგავალთ უფროო მაგარი ტრანსფერები იქნება

არამგონია 1წლისტვის მოდიოდეს კიდე დარჩება 1წელი ანუ 2წლით ჩვენია წელს ეპლ და ეუროპა ავიგოთ სამომავლოდ ლიგაზე უფრო ძლიერები ვიქნებით და რაიცი ლიგა დავდოთ და ამანაც მოგოს ლიგა რა გასწორებულში იქნება იბრა <3 თან ლიგაზე როგავალთ უფროო მაგარი ტრანსფერები იქნება

ციტატა: Jorj
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: hemi
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Darkness
ციტატა: Iunaitedi 
საინტერესოა რა ნომერი ექნება

სავარაუდოდ მარსიალი გახდება 7, ზლატანი 9, ხოლო მემფისს სხვა ნომრის მორგება მოუწევს.

დეაპი არ დათმობს ჩემიაზრით.

კარგად გამაცინე :დ მაგ უბედურს ვინ ეკითხება ჩადგეს ჯერ ფორმაში აწიოს ცენზურა ითამაშოს და მერე გამოთქვას პრეტენზიები.

იბრას რაც შეეხება, ძაან მაგრა მინდა იმედი მაქვს მალე გაოფიციალურდება თორე ზლატანა ისეთი ტიპია ჯერ არ მჯერა არაფერი

აი ვნახოთ თუ დათმოს. სასაცილოთ ჟგეერს მარა.

რატო უნდა დაუთმოს ვინმეს აი ვერ ვხვდები... ვინმეზე ნაკლები ნიჭი აქვს თუ რა?! გაალის პერიოდში ვერავინ ვერ თამაშობდა, რუნის 10 იანს წაართმევენ ეგ უვარგისი ეგა. :D ძაან სასაცილოა,ამაზე რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ეგრე ადვილად არ ხდება მსგავსი რაღაცები.

არ მინდა რომ იბრას ამ ტრანფერმა მემფისი მთლიანად შეიწიროს no
0
№24
ავტორი: Phil Jones
6 ივნისი 2016 01:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მეტი სიახლეები რატომ არ იდება?

მეტი სიახლეები რატომ არ იდება?
0
№25
ავტორი: levionok
6 ივნისი 2016 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
"პსჟ"–ს ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის მომავალზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რომ შვედეთის ეროვნული ნაკერბის თავდამსხმელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ზოგიერთი გამოცემის ცნობით, ზლატანი დღე დღეზე "მანჩესტერთან" გააფორმებს კონტრაქტს.

"საკუთარ მომავალზე მე 7 ივნისს ვისაუბრებ. ამ მომენტამდე შეგილიათ სიახლეებს მიყვეთ. ერთს გეტყვით, რომ ჩემი ახალი კლუბი – ფანტასტიკაა.", – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
0
№26
ავტორი: DVBBS
6 ივნისი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მატა თუ წავა შეიძლება 8 ნომერი მისცენ იბრას
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top