თბილისი:
მანჩესტერი:
5-06-2016, 16:48
ავტორი: Darkness,
ნანახია: 7816,
კომენტარები: 26
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?
რა შეიძლება მიიღოს ინგლისურმა კლუბმა იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით?
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს
Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" სულ მალე გაიფორმებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს 1-წლიანი კონტრაქტით, მაგრამ რისი მიცემა შეუძლია მას გუნდისთვის?

მისი ქარიზმა და ხასიათი პოლ სქოულზის აღნიშვნის ღირსი გახდა, რენე მალესტინმა მას "იდალური შენაძენი" უწოდა, მისი სერიული გამარჯვებების გამო. პეტერ შმეიხელის აზრით, იბრაჰიმოვიჩი "დაბადებულია "იუნაიტედში" სათამაშოდ".

ეჭვგარეშეა, ზლატანს დიდი რეპუტაცია აქვს, ეს ნამდვილად ასეა. მის გამოჩენას შეუძლია იმედის ჩასახვა მოთამაშეებში. იბრაჰიმოვიჩი იგებდა ტიტულებს "აიაქსში" ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მარკუს რეშფორდი სკოლის მოსწავლე გახდებოდა.

ზლატანს ენდობა ჟოზე მოურინიო - კაცს, რომელსაც იგი ესაუბრებოდა "ყოველდღე" ტელეფონის საშუალებით. შვედი არის გამოცდილი პიროვნება გასახდელისთვის, რომელსაც "შეუძლია მოკვდეს მოურინიოსთვის".

"მანჩესტერ იუნაიტედს" იბრაჰიმოვიჩის სახით სჭირდება არა მხოლოდ გოლის გამტანი და გასახდელის ფიგურა, არამედ შეტევის ლიდერი, მაგრამ უნდა მოველოდეთ თუ არა ამას მოთამაშისგან, რომელსაც 35 წლამდე სულ რამდენიმე თვე აშორებს.

იბრაჰიმოვიჩისთვის გასული სეზონი გოლების მხრივ კარიერაში საუკეთესო იყო, მან 51 ჩატარებულ შეხვედრაში 50 გოლის გატანა მოახერხა. ეს კი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული შედეგიანობა გახლავთ.

ზლატანს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა პარიზში, მისი შედეგები მის სტაბილურობაზე მეტყველებს. შვედი ბოლო 5 სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 30 გოლზე მეტ იტანს, ხოლო ბოლო 9 სეზონში 20 გოლზე მეტს, ეს ყველაფერი 4 სხვადასხვა კლუბში.

გარკვეულწილად შვედი თავდამსხმელის დიდი შედეგიანობა შესაძლოა ფრანგული ლიგის სისუსტესაც დაბრალდეს, ზლატანმა ვერ შეძლო "პსჟს" ორ უახლოეს მდევართან - "მონაკოსა" და "ლიონთან" - გოლის გატანა ბოლო 12 თვეში გამართულ შეხვედრებში.

იბრაჰიმოვიჩი ბოლო 7 სეზონში საჯარიმოს შიგნიდან კარის მიმართულებით 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 2.5-ჯერ მაინც ანხორციელებდა დარტყმას კარის მიამრთულებით.
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?


"მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდში მოჰყავს გოლების გატანის გარანტია შვედი თავდამსხმელის სახით. გასულ სეზონში "წითლების" შემადგენლობიდან არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია საჯარიმო მოედნიდან კარის მიმართულებით განხორციელებული დარტყმების რაოდენობა საშუალოდ 1.4-ზე მეტი - ეს ციფრი მხოლოდ მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა დააფიქსირეს.

კარის მიმართულებით დარტყმების რაოდენობა არ ასახავს "იუნაიტედის" თავდამსხმელების დონეს, არამედ თავად გუნდის სათამაშო დონე სათანადო ტენდენციებს არ შეესაბამება. შექმნილი შანსების მიხედვით ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდებს აღემატებოდა.

თავისი ფორმის პიკზე მყოფი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულყოფილი თავდამსხმელი იყო. ახლა მას ხშირად უწევს 10-იანის პოზიციაზე ჩასვლა და ასეთ თამაშზე ადაპტირება, რათა კვლავ ჰქონდეს დიდი სათამაშო დრო.

იბრას გამთამაშებლის პოზიციაზე ჩამოსვლის წყალობით მას 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც იქნებოდა საუკეთესო მაჩვენებელი იმ შემთხვევაში თუ იგი დი მარიას 8 გადაცემას გოლად არ აქცევდა.

რისი მოტანა შეუძლია ზლატანს "იუნაიტედისთვის"?

ყველაფრის მიუხედავად, ზლატანი იდეალურად ერგება ისეთ როლს, რომელსაც მოურინიო ეძებს - შეტევის დამსრულებელს. "ჩელსიში" ყოფნისას დიეგო კოშტას ყიდვამდე მოურინიო ხშირად წუწუნებდა, რომ "თავდამსხმელი არ ჰყავს". "ატლეტიკოს" თავდამსხმელის კლუბში მისვლამ მას საჩემპიონო ტიტულის დაუფლების საშუალება მისცა, მაგრამ თავად კოშტა ვერ ქმნიდა მომენტებს თავისით, ეს სხვების საქმე იყო.

ტრიუმფალურ სეზონში ესპანელი ფორვარდის მიერ გატანილი 20 გოლიდან 16 100%-იანი შანსებიდან გავიდა. უფრო მეტიც, მას არ გაუტანია გოლი საჯარიმოს გარედან. მოურინიო შესაძლოა ვარაუდობდეს, რომ იბრაჰიმოვიჩი ასეთი როლისთვის გამოსადეგია.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა, რომელსაც შეუძლია ასეთი დონის მოთამაშის ოსტატობის გამოყენება შეტევების დასრულებაში. გუნდის ტრანსფორმაცია სხვა მოთამაშეებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ზლატანის ყოფნით გუნდში არ იქნება შეტევების დამსრულებლის პრობლემა. "არსენალის" ფანების უკმაყოფილებას იწვევს სწორედ ის, რომ მათ გუნდში არ ჰყავთ მაღალი დონის შემსრულებელი, რომელიც შეტევებს დაასრულებს და მათ ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის ცნობილია ზლატანისა და მოურინიოს ურთიერთობის შესახებ. ახლა მათ კვლავ შეუძლიათ ერთ გუნდში მოხვედრა და მოურინიო, ზლატანის სტაბილურად კარგი ფორმის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

წყარო:Sky Sports
სტატიები
26 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
5 ივნისი 2016 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
იბრაგიმოვიჩს პოგბა-ვარანი მოყვნენ და თლა კამფეტი იქნება :D :D მაგრამ მეორე არის ჩემპიონთა ლიგაზე რო არვართ მაგრად გვიშლის ხელს, პოგბაზე კი მიდის ლაპარაკი მაგრამ ესეთ ასაკში როცა რეალი-ბარსა გეპატიჟებიან ისეთ გუნდში წასვლა რომელიც ლიგაზე ართამასობს ძალიან ძნელი გადასაწყვეტია თუნდაც ეს მანჩესტერი იყოს!!

რაც შეეხება იბრას თუ მოვიდა 1წელზე არგაჩერდება, ლიგაზე თუ გაგვიყვანა უკვე მის მოგებას ეცდება რადგან მის ტიტულებს აშკარად აკლია ეს შესანიშნავი თასი!!
0
№12
ავტორი: LASHQARA
5 ივნისი 2016 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რისი მოტანა შეუძლია ზლატანს wink წყლის wink ყველაფრის ბიჭოო ყველაფრისს ყველა ტიტულის ვაბშე და მაკრატელების და ძევიატკების სანახაობრივი ფეხბურთისს love am მეტი რა უნდა მოიტანოს am
0
№13
ავტორი: Iunaitedi
5 ივნისი 2016 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: hemi
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Darkness
ციტატა: Iunaitedi 
საინტერესოა რა ნომერი ექნება

სავარაუდოდ მარსიალი გახდება 7, ზლატანი 9, ხოლო მემფისს სხვა ნომრის მორგება მოუწევს.

დეაპი არ დათმობს ჩემიაზრით.

კარგად გამაცინე :დ მაგ უბედურს ვინ ეკითხება ჩადგეს ჯერ ფორმაში აწიოს ცენზურა ითამაშოს და მერე გამოთქვას პრეტენზიები.

იბრას რაც შეეხება, ძაან მაგრა მინდა იმედი მაქვს მალე გაოფიციალურდება თორე ზლატანა ისეთი ტიპია ჯერ არ მჯერა არაფერი

აი ვნახოთ თუ დათმოს. სასაცილოთ ჟგეერს მარა.
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2016 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა შემთხვევაში საინტერესო იქნება მოუს ტაქტიკა, ცვლილებებიც იქნება, რა თქმა უნდა
0
№15
ავტორი: stepno
5 ივნისი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: hemi
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Darkness
ციტატა: Iunaitedi 
საინტერესოა რა ნომერი ექნება

სავარაუდოდ მარსიალი გახდება 7, ზლატანი 9, ხოლო მემფისს სხვა ნომრის მორგება მოუწევს.

დეაპი არ დათმობს ჩემიაზრით.

კარგად გამაცინე :დ მაგ უბედურს ვინ ეკითხება ჩადგეს ჯერ ფორმაში აწიოს ცენზურა ითამაშოს და მერე გამოთქვას პრეტენზიები.

იბრას რაც შეეხება, ძაან მაგრა მინდა იმედი მაქვს მალე გაოფიციალურდება თორე ზლატანა ისეთი ტიპია ჯერ არ მჯერა არაფერი

აი ვნახოთ თუ დათმოს. სასაცილოთ ჟგეერს მარა.

wink wink რათქმაუნდა არ დათმობს მაგრამ დაათმობინებენ ძმაა smile smile ისე დეპაი თავის სიტყვას იტყვის უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამას დაამტკიცებს. love love
0
№16
ავტორი: Iunaitedi
5 ივნისი 2016 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: stepno
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: hemi
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Darkness
ციტატა: Iunaitedi 
საინტერესოა რა ნომერი ექნება

სავარაუდოდ მარსიალი გახდება 7, ზლატანი 9, ხოლო მემფისს სხვა ნომრის მორგება მოუწევს.

დეაპი არ დათმობს ჩემიაზრით.

კარგად გამაცინე :დ მაგ უბედურს ვინ ეკითხება ჩადგეს ჯერ ფორმაში აწიოს ცენზურა ითამაშოს და მერე გამოთქვას პრეტენზიები.

იბრას რაც შეეხება, ძაან მაგრა მინდა იმედი მაქვს მალე გაოფიციალურდება თორე ზლატანა ისეთი ტიპია ჯერ არ მჯერა არაფერი

აი ვნახოთ თუ დათმოს. სასაცილოთ ჟგეერს მარა.

wink wink რათქმაუნდა არ დათმობს მაგრამ დაათმობინებენ ძმაა smile smile ისე დეპაი თავის სიტყვას იტყვის უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამას დაამტკიცებს. love love

იბრა გაურჩევს საქმეს wink
0
№17
ავტორი: shotkin
5 ივნისი 2016 19:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: deqstera
იბრაგიმოვიჩს პოგბა-ვარანი მოყვნენ და თლა კამფეტი იქნება :D :D მაგრამ მეორე არის ჩემპიონთა ლიგაზე რო არვართ მაგრად გვიშლის ხელს, პოგბაზე კი მიდის ლაპარაკი მაგრამ ესეთ ასაკში როცა რეალი-ბარსა გეპატიჟებიან ისეთ გუნდში წასვლა რომელიც ლიგაზე ართამასობს ძალიან ძნელი გადასაწყვეტია თუნდაც ეს მანჩესტერი იყოს!!

რაც შეეხება იბრას თუ მოვიდა 1წელზე არგაჩერდება, ლიგაზე თუ გაგვიყვანა უკვე მის მოგებას ეცდება რადგან მის ტიტულებს აშკარად აკლია ეს შესანიშნავი თასი!!


თუ მანჩესტერი უყვარს შეილება გადმოვიდეს აი ნაწყენი თუა ჩვენზე რაც დიდი ალბათობით მართალიც იქნება არ გადმოვა პოგბა , რავიცი ვნახოთ რაიქნება
0
№18
ავტორი: levionok
5 ივნისი 2016 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ეს გადაწყვეტილი ამბავია მან როცა თქვა ''მე ვიცი სადაც ვითამაშებ''ო მან უკვე იცოდა რომ მაურინიო მანიუს მწვრთნელათ ინიშნებოდა და მან იცოდა რომ მანჩესტერში ითამაშებდა,მას უნდა პრემიერ ლიგაში მას უნდა მაურინიოსთან,რომელს დაასახელებდით იდეალურ ვარიანტად? რათქმაუნდა მანჩესტერს,ის მანჩესტერის ფეხბურთელია და მე ძალიან მიხარიასადაც არ უნდა ყოფილიყო ის მე მას ვგულშემატკივრობდი მაგარკაცააა
0
№19
ავტორი: deqstera
5 ივნისი 2016 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
shotkin
მაგრად ნერვებზე ვიშლებოდი რომ არათამაშებდა :@ :@ თან რო მახსენდება ვინ თამაშობდნენ მის მაგივრად, გიბსონსაც კი მეტ დროს აძლევდა მაშინ როცა მის მოედანზე ყოფნას და 10 კაცით თამაშს ერთი ფასი ქონდა!!!
0
№20
ავტორი: Jorj
5 ივნისი 2016 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: hemi
ციტატა: Iunaitedi
ციტატა: Darkness
ციტატა: Iunaitedi 
საინტერესოა რა ნომერი ექნება

სავარაუდოდ მარსიალი გახდება 7, ზლატანი 9, ხოლო მემფისს სხვა ნომრის მორგება მოუწევს.

დეაპი არ დათმობს ჩემიაზრით.

კარგად გამაცინე :დ მაგ უბედურს ვინ ეკითხება ჩადგეს ჯერ ფორმაში აწიოს ცენზურა ითამაშოს და მერე გამოთქვას პრეტენზიები.

იბრას რაც შეეხება, ძაან მაგრა მინდა იმედი მაქვს მალე გაოფიციალურდება თორე ზლატანა ისეთი ტიპია ჯერ არ მჯერა არაფერი

აი ვნახოთ თუ დათმოს. სასაცილოთ ჟგეერს მარა.

რატო უნდა დაუთმოს ვინმეს აი ვერ ვხვდები... ვინმეზე ნაკლები ნიჭი აქვს თუ რა?! გაალის პერიოდში ვერავინ ვერ თამაშობდა, რუნის 10 იანს წაართმევენ ეგ უვარგისი ეგა. :D ძაან სასაცილოა,ამაზე რომ გვიწევს საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი,რომ ეგრე ადვილად არ ხდება მსგავსი რაღაცები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top