თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3452,
კომენტარები: 32
დეპაის შეტყობინება გულშემატკივრებს
ჰოლანდიელმა ვინგერმა გულშემატკივრებს შეტყობინება გაუგზავნა.
დეპაის შეტყობინება გულშემატკივრებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა მემფის დეპაიმ ინგლისში გატარებულ თავის პირველ სეზონზე აზრი გამოთქვა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ მომდევნო სეზონს უფრო დიდი მონდომებით შეხვდება.

"ცუდი სეზონი არ იყო, მაგრამ არც კარგი სეზონი იყო. იცით, სადღაც შუაში იყო. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ჩემი თავისგან და ასევე გულშემატკივრებსაც, ეს ნორმალურია.

ჩემთვის დიდი სიახლე იყო ამ სეზონში პრემიერ ლიგაში თამაში, ასე რომ, წელს მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისიც, რაც უნდა ვაკეთო ხანდახან, რადგან მე ვუშვებდი შეცდომებს ან ვერ ვთამაშობდი კარგად, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე ვხვდებოდი. ესეც სიახლეა ჩემთვის.

გასულ სეზონში მე ვთამაშობდი და გამქონდა გოლი ყოველ მატჩში, მაგრამ ამ სეზონში 50-50-ზეა. ამ სეზონში მატჩების ნახევარში მივიღე მონაწილეობა. ზოგიერთი მატჩი კი 90 წუთის განმავლობაში სკამზე გავატარე. ეს სიახლეა და რთულიც, რა თქმა უნდა, მაგრამ სვლა არ უნდა შეწყვიტო და შენი თავის უნდა გჯეროდეს.

შენ პირველი ადამიანი ხარ, ვისაც უნდა სჯეროდეს შენი და სულერთია, რაში, ასე რომ, თავი უნდა ასწიო, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან ძნელია. თუმცა, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 22 წლის. ვფიქრობ, ეს ყველას ეხება - არასდროს დანებდეთ, თუკი გჯერათ იმის, რომ რაღაცას მიაღწევთ. ვფიქრობ, ამას შეძლებთ, თუკი ყველაფერს დათმობთ მის მისაღწევად. ეს არის ჩემი დოგმა - ოცნება, რწმენა, მიღწევა. არ მინდა, რამეში დავნებდე".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
32 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 მაი 2016 10:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ ღრუბლებში ფრენას მოეშვი და მეტი რაღა გვინდა. სხვას არაფერი დააბრალო, ლუის მით უმეტეს, არაფერი დააბრალო. ჰოლანდიის ნაკრებში რომ იყავი და ბრაზილიის ბარებში არ დარბოდი, მაშინ კი გათამაშებდა.

ამაზე სკანდალები აღარ ვარდება და როგორც ჩანს, გამოსწორდა. ახალი მოუს ხელშია და ამას გაწურავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: VARDOSANIDZE
27 მაი 2016 10:04
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
მიდი მემფის მიდი შენ მაგარი მომავალი გაქ manunited
--------------------We'll never die--------------------
0
№3
ავტორი: de gea1
27 მაი 2016 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
მაურინიო მიხედავს მერე იკეთოს ნაკოლკები და იგულაოს
0
№4
ავტორი: AkkRed
27 მაი 2016 10:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუ ამან წელს თუ აიწყვიტა მერე ნახეთ ვან გაალს დააბაბუნებენ კიდევ უფრო მეტად :დ
0
№5
ავტორი: leluk
27 მაი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ესეთი ადვილი არაა ჰოლანდიისს შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატიდან ინგლისის ჩემპიონატში ადაპტირებაა.. მჯერა მე ამ ბიჭის უბრალოდ მხარდაჭერა ჭირდება ისეთი ლინგაარდს რომ აძლევდა ლუი .... მოურინიო მოუვლისს :):):):) ცოტა ღრუბლებში დაფრინავდა და მგონი დაეშვა მიწაზე : :
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მაი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მომავალ წელსაც თუ ვერაფერი ქნა მაშინ მართლა გასაშვები ყოფილა, მაგრამ მჯერა შემდგეგ სეზონში საუკეთესოს თუ არა კარგ თამაშს მაინც აჩვენებს.
0
№7
ავტორი: abrama
27 მაი 2016 10:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Amas ar gaushvebs mou arc valensias radgan xshir shemtxvevashi kontrshetevebze gveqneba tamashebi da es ori idealuria amistvis.
0
№8
ავტორი: dachi_mu
27 მაი 2016 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აუცილებლად მოუმატებს მემფისი მე მჯერა :)
0
№9
ავტორი: hemi
27 მაი 2016 10:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ახლა რასაც ლაპარაკობს ისე რო ცხოვრობდეს მართლა რაღა გვიჭირს, ძაან აუშვა და გაიფაფრა აიდა ნახეთ რა ვიჭი ვარო მარა ვერაფერი ქნა, ახლა თუ დამშვიდდა კაია თუ არა მოი მოუვლის, გამოცდილებაც აქვს უკვე თამაშის და მალე უნდა ადაპტირდეს თუ რამის ცენზურა აქ, მე მჯერა რო აქ და ვნახოთ რა
0
№10
ავტორი: zurazura
27 მაი 2016 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
Gagwuravs shen mou da mere naxet rogor moumatebs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top