თბილისი:
მანჩესტერი:
27-05-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3458,
კომენტარები: 32
დეპაის შეტყობინება გულშემატკივრებს
ჰოლანდიელმა ვინგერმა გულშემატკივრებს შეტყობინება გაუგზავნა.
დეპაის შეტყობინება გულშემატკივრებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა მემფის დეპაიმ ინგლისში გატარებულ თავის პირველ სეზონზე აზრი გამოთქვა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ მომდევნო სეზონს უფრო დიდი მონდომებით შეხვდება.

"ცუდი სეზონი არ იყო, მაგრამ არც კარგი სეზონი იყო. იცით, სადღაც შუაში იყო. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ჩემი თავისგან და ასევე გულშემატკივრებსაც, ეს ნორმალურია.

ჩემთვის დიდი სიახლე იყო ამ სეზონში პრემიერ ლიგაში თამაში, ასე რომ, წელს მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისიც, რაც უნდა ვაკეთო ხანდახან, რადგან მე ვუშვებდი შეცდომებს ან ვერ ვთამაშობდი კარგად, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე ვხვდებოდი. ესეც სიახლეა ჩემთვის.

გასულ სეზონში მე ვთამაშობდი და გამქონდა გოლი ყოველ მატჩში, მაგრამ ამ სეზონში 50-50-ზეა. ამ სეზონში მატჩების ნახევარში მივიღე მონაწილეობა. ზოგიერთი მატჩი კი 90 წუთის განმავლობაში სკამზე გავატარე. ეს სიახლეა და რთულიც, რა თქმა უნდა, მაგრამ სვლა არ უნდა შეწყვიტო და შენი თავის უნდა გჯეროდეს.

შენ პირველი ადამიანი ხარ, ვისაც უნდა სჯეროდეს შენი და სულერთია, რაში, ასე რომ, თავი უნდა ასწიო, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან ძნელია. თუმცა, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 22 წლის. ვფიქრობ, ეს ყველას ეხება - არასდროს დანებდეთ, თუკი გჯერათ იმის, რომ რაღაცას მიაღწევთ. ვფიქრობ, ამას შეძლებთ, თუკი ყველაფერს დათმობთ მის მისაღწევად. ეს არის ჩემი დოგმა - ოცნება, რწმენა, მიღწევა. არ მინდა, რამეში დავნებდე".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
32 კომენტარი
№21
ავტორი: jokero89
27 მაი 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
7იანის ღირსი კი აეა 77 ტის ღირსიც არ არის ეს
0
№22
ავტორი: ikeoni
27 მაი 2016 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Midi memfis midii <3
0
№23
ავტორი: PLANeta
27 მაი 2016 13:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
რატომღაც მჯერა რომ მოუმატებს
0
№24
ავტორი: VARDOSANIDZE
27 მაი 2016 15:08
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: PLANeta
რატომღაც მჯერა რომ მოუმატებს

მეც
0
№25
ავტორი: Phil Jones
27 მაი 2016 15:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამას რო მოვუსმინე ცოტა შემეცოდა და მომეჩვენა რო გულრწფელად ამბობდა, მე მჯერა რომ ამას ძააალიან დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
0
№26
ავტორი: kantona-7
27 მაი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ათამაშდება ესკაცი და ამის ჩაგდებული სეზონი 2 რამის ბრალია>>ლუი და ადაპტაცია>>>კაი ფეხბურთს ველოდები ამბიჭისგან მოუს ხელში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№27
ავტორი: dybbuk
27 მაი 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ეს წელი მისი ბოლო შანსია, დაჟე შეიძლება ამ ზაფხულსვე ააცმევინონ რაც მე პირადად მაგრა გამიტყდება, უბრალოდ მჯერა რო მოუ ამას მოხოდავს აზარივით
0
№28
ავტორი: LASHQARA
27 მაი 2016 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მემფისს♕♕♕ am
0
№29
ავტორი: vanovano
27 მაი 2016 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
აბა შენ იცი
0
№30
ავტორი: Rooney
27 მაი 2016 20:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მაინც მჯერა მემფისის, მგონია რომ გაამართლებს და ათამაშდება ისე როგორც პეესვეში : ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top