"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა მემფის დეპაიმ ინგლისში გატარებულ თავის პირველ სეზონზე აზრი გამოთქვა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ მომდევნო სეზონს უფრო დიდი მონდომებით შეხვდება.
"ცუდი სეზონი არ იყო, მაგრამ არც კარგი სეზონი იყო. იცით, სადღაც შუაში იყო. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ჩემი თავისგან და ასევე გულშემატკივრებსაც, ეს ნორმალურია.
ჩემთვის დიდი სიახლე იყო ამ სეზონში პრემიერ ლიგაში თამაში, ასე რომ, წელს მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისიც, რაც უნდა ვაკეთო ხანდახან, რადგან მე ვუშვებდი შეცდომებს ან ვერ ვთამაშობდი კარგად, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე ვხვდებოდი. ესეც სიახლეა ჩემთვის.
გასულ სეზონში მე ვთამაშობდი და გამქონდა გოლი ყოველ მატჩში, მაგრამ ამ სეზონში 50-50-ზეა. ამ სეზონში მატჩების ნახევარში მივიღე მონაწილეობა. ზოგიერთი მატჩი კი 90 წუთის განმავლობაში სკამზე გავატარე. ეს სიახლეა და რთულიც, რა თქმა უნდა, მაგრამ სვლა არ უნდა შეწყვიტო და შენი თავის უნდა გჯეროდეს.
შენ პირველი ადამიანი ხარ, ვისაც უნდა სჯეროდეს შენი და სულერთია, რაში, ასე რომ, თავი უნდა ასწიო, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან ძნელია. თუმცა, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, 22 წლის. ვფიქრობ, ეს ყველას ეხება - არასდროს დანებდეთ, თუკი გჯერათ იმის, რომ რაღაცას მიაღწევთ. ვფიქრობ, ამას შეძლებთ, თუკი ყველაფერს დათმობთ მის მისაღწევად. ეს არის ჩემი დოგმა - ოცნება, რწმენა, მიღწევა. არ მინდა, რამეში დავნებდე".