თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 22:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4313,
კომენტარები: 28
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
გადატანილი მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, გადადებული მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 10 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: ადრიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კუიატე
განაცხადი: Randolph, Spiegel, Byram, Collins, Cresswell, Henry, O'Brien, Ogbonna, Oxford, Reid, Tomkins, Antonio, Cullen, Kouyate, Lanzini, Moses, Noble, Obiang, Payet, Samuelsen, Song, Carroll, Emenike, Jelavic, Sakho, Valencia.
"ვესტ ჰემის" მეკარე ადრიანი ტრავმის გამო გუნდის ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომელიც მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ადგილს "აპტონ პარკზე" დარენ რანდოლფი დაიკავებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, დარმიანი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: მარსიალი
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.

თამაშს გამოტოვებს მარუან ფელაინი, რომელიც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციას იხდის. ბელგიელი პრემიერ ლიგის მიმიდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. გუნდის ლაზარეთში რჩებიან ლუკ შოუ, მატეო დარმიანი და ბასტიან შვაინშტაიგერი. საეჭვოა მატჩში ენტონი მარსიალის მონაწილეობა, რომელმაც "ნორვიჩთან" მატჩის წინა გახურებაზე მიიღო ტრავმა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-7 ადგილი, 59 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-ფ-მ-მ-წ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემისთვის" ეს მატჩი პრემიერ ლიგის ეგიდით "აპტონ პარკზე" ჩატარებული 384-ე და უკანასკნელი შეხვედრა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კლუბი ამ ტურნირზე ჯამში 601 საშინაო ქულას დააგროვებს - 167 მოგება, 97 ფრე, 119 წაგება.

გასულ ტურში "ჩაქუჩები" "სუონსისთან" 1-4 დამარცხდა საშინაო არენაზე, რაც სეზონის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია, ხოლო აგვისტოს შემდეგ პირველი საშინაო მარცხი.

გარდა ამისა, ამ შედეგმა "ვესტ ჰემის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და მიმდინარე სეზონის შედეგების საფუძველზე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედები დაასამარა.

"ვესტ ჰემი" სამშაბათს ჩატარებულ პრემიერ ლიგურ მატჩებში საშუალოდ 0.93 ქულას აგროვებდა - 29 მატჩი- 6 მოგება, 9 ფრე, 14 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 63 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-მ-ფ-მ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასვლაზე პრემიერ ლიგის უკანასკნელ 7 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს - 18.

ვან გაალის გუნდმა კიდევ ორი ქულა უნდა აიღოს იმისათვის, რომ გადააჭარბოს პრემიერ ლიგაში ერთ სეზონში აღებული ქულების რაოდენობას, რომელიც 64-ს შეადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამშაბათს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 2.19 ქულა აიღო - 43 მატჩი- 28 მოგება, 10 ფრე, 5 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: პაიე - 12 გოლი (9 ლიგაში)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი - 15 გოლი (9 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 15 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მათ შორის სტუმარი გუნდის ფეხბურთელისთვის რეკორდული 7 გოლი, რომელიც მან "აპტონ პარკზე" გაიტანა.

"ნორვიჩთან" მატჩში ხუან მატასთვის მიწოდებული საგოლე გადაცემის შედეგად უეინ რუნი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტთა სამეულში შევიდა. წინ მხოლოდ რაიან გიგზი (162) და ფრენკ ლამპარდი (102) არიან.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 133-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 42 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 62-ში, ხოლო 29 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის ბოლო 14 მატჩში არ დამარცხებულა - 11 მოგება, 3 ფრე.

"ჩაქუჩები" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 13 დაპირისპირებიდან რვაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 57 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 4 მოგება, "იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 10.


"ვესტ ჰემის" სტადიონი


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 9

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ვესტ ჰემი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: შაბათი, 8 თებერვალი, 2015 წელი
სწრებადობა: 34,499
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: ჩეიხუ კუიატე 49'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: დეილი ბლინდი 90+2'

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნირზე, 128 ყვითელი და 12 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, სტივ ბენეტი
სათადარიგო არბიტრი: რიჩარდ ისტი
მატჩის წინ
28 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მაი 2016 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნებისმიერ ფასად ეს თამაში მოსაგებია, თუმცა მარსიალი თუ არ იქნება ძალიან გაგვიჭირდება sad
0
№2
ავტორი: s.a.b.a
9 მაი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
1-2
0
№3
ავტორი: PLANeta
9 მაი 2016 22:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
როგორც როხოდიაბლომ თქვა წინა სიახლეზე მატა ვალენსია და ერერა თუ გამოვა ვესთ ჰემის მარჯვენა ფლანგს ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის ეს ასეცაა ისინი ძალიან კონბირებულ ფეხბურთს თამაშობენ ერერას და მატას კრეატიული პასები და ვალენსიას "ჩარბენები" wink . ვფიქრობ ძალიან დიდი ალბათობით სამივე მოედანზე გამოვა.
0
№4
ავტორი: s.a.b.a
9 მაი 2016 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
unda movigot swrafi goli sachiro ar arisxome magram es is shemtxvevaa roca swrafi goli gvinda
0
№5
ავტორი: hemi
9 მაი 2016 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
თქმაც აღარაა საჭირო რო უნდა მოვიგოთ მაგრამ კითხვა იმაშია გუნდმა და მწვრთნელმა თუ იცის ეს და თუ არიან შედეგის დამდებები
0
№6
ავტორი: Iunaitedi
10 მაი 2016 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ვესთჰემს ეყო მთელი სეზონი თავზე გადა#მა. ახლა ჩვენი დროა trolldad
0
№7
ავტორი: Amazing Redman
10 მაი 2016 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
მოკლედ ერთის მხრივ კარგია ეს ყველაფერი რომ ვიცით მხოლოდ მათზეა დამოკიდებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ თუ არა. ურთულესი მაჩი გველის ვესთ ჰემი წელს საოცარის ეზონს ატარებს ძლაინ კარგათ თამაშობენ თუმცა უკვე დავამარცხეთ ჩვენ და არ არი პრობლემა თუ აგრესულ შეტევით ვიტამაშებთ ყველლაფერი გამოგვივა. არვიცი გუნდმა იცის რომ მატზეა დამოკიდებული და მთელი ძალები რაცკი შერჩენიათ უნდა შეაკლან და შეალიონ ამ მატჩს და რათქმაუნდა ბორმუთსაც, ყველაფერ უნდა გაკეთონ რომ 3 ქულა მოიპოვონ ეს იქნება ურთულესი, თუმცა ყველაფერი შუძლიათ თუ მოინდომებენ და უნდა მოინდომონ კიდევაც. რაც შილება მეტი მომენტი უნდა შევქმნათ რაც წელს ძლაინ გვიჭირს და ძლაინ ცოტა გოლს ვიტანთ ესარი ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი ამიტომაც დავთმეთ ამდენი შეხვედრა მაქსიმალურად მეტი მომეენტების გამოყენება სხვანაირად არაფერი გამოვა. მე მჯერა რომ ყველაფერი გამოგვივა
0
№8
ავტორი: stepno
10 მაი 2016 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვიგეეეეეეეეებთ
0
№9
ავტორი: gela-manchesteri
10 მაი 2016 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
უნდა მოვიგოთ რა
0
№10
ავტორი: ikeoni
10 მაი 2016 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Aucileblad unda movigooot
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top