თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 22:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4162,
კომენტარები: 28
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
გადატანილი მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, გადადებული მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 10 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: ადრიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კუიატე
განაცხადი: Randolph, Spiegel, Byram, Collins, Cresswell, Henry, O'Brien, Ogbonna, Oxford, Reid, Tomkins, Antonio, Cullen, Kouyate, Lanzini, Moses, Noble, Obiang, Payet, Samuelsen, Song, Carroll, Emenike, Jelavic, Sakho, Valencia.
"ვესტ ჰემის" მეკარე ადრიანი ტრავმის გამო გუნდის ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომელიც მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ადგილს "აპტონ პარკზე" დარენ რანდოლფი დაიკავებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, დარმიანი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: მარსიალი
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.

თამაშს გამოტოვებს მარუან ფელაინი, რომელიც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციას იხდის. ბელგიელი პრემიერ ლიგის მიმიდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. გუნდის ლაზარეთში რჩებიან ლუკ შოუ, მატეო დარმიანი და ბასტიან შვაინშტაიგერი. საეჭვოა მატჩში ენტონი მარსიალის მონაწილეობა, რომელმაც "ნორვიჩთან" მატჩის წინა გახურებაზე მიიღო ტრავმა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-7 ადგილი, 59 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-ფ-მ-მ-წ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემისთვის" ეს მატჩი პრემიერ ლიგის ეგიდით "აპტონ პარკზე" ჩატარებული 384-ე და უკანასკნელი შეხვედრა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კლუბი ამ ტურნირზე ჯამში 601 საშინაო ქულას დააგროვებს - 167 მოგება, 97 ფრე, 119 წაგება.

გასულ ტურში "ჩაქუჩები" "სუონსისთან" 1-4 დამარცხდა საშინაო არენაზე, რაც სეზონის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია, ხოლო აგვისტოს შემდეგ პირველი საშინაო მარცხი.

გარდა ამისა, ამ შედეგმა "ვესტ ჰემის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და მიმდინარე სეზონის შედეგების საფუძველზე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედები დაასამარა.

"ვესტ ჰემი" სამშაბათს ჩატარებულ პრემიერ ლიგურ მატჩებში საშუალოდ 0.93 ქულას აგროვებდა - 29 მატჩი- 6 მოგება, 9 ფრე, 14 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 63 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-მ-ფ-მ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასვლაზე პრემიერ ლიგის უკანასკნელ 7 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს - 18.

ვან გაალის გუნდმა კიდევ ორი ქულა უნდა აიღოს იმისათვის, რომ გადააჭარბოს პრემიერ ლიგაში ერთ სეზონში აღებული ქულების რაოდენობას, რომელიც 64-ს შეადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამშაბათს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 2.19 ქულა აიღო - 43 მატჩი- 28 მოგება, 10 ფრე, 5 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: პაიე - 12 გოლი (9 ლიგაში)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი - 15 გოლი (9 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 15 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მათ შორის სტუმარი გუნდის ფეხბურთელისთვის რეკორდული 7 გოლი, რომელიც მან "აპტონ პარკზე" გაიტანა.

"ნორვიჩთან" მატჩში ხუან მატასთვის მიწოდებული საგოლე გადაცემის შედეგად უეინ რუნი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტთა სამეულში შევიდა. წინ მხოლოდ რაიან გიგზი (162) და ფრენკ ლამპარდი (102) არიან.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 133-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 42 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 62-ში, ხოლო 29 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის ბოლო 14 მატჩში არ დამარცხებულა - 11 მოგება, 3 ფრე.

"ჩაქუჩები" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 13 დაპირისპირებიდან რვაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 57 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 4 მოგება, "იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 10.


"ვესტ ჰემის" სტადიონი


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 9

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ვესტ ჰემი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: შაბათი, 8 თებერვალი, 2015 წელი
სწრებადობა: 34,499
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: ჩეიხუ კუიატე 49'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: დეილი ბლინდი 90+2'

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნირზე, 128 ყვითელი და 12 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, სტივ ბენეტი
სათადარიგო არბიტრი: რიჩარდ ისტი
მატჩის წინ
28 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
10 მაი 2016 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
eeh marsial ra jandabs getaka axla karoche memphisma axla unda daamtkicos ra sheuzlia tu gamoiyvana
0
№12
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2016 08:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გარდა იმისა, რომ ვესტ ჰემს ბოლო საშინაო მატჩი აქვს აპტონ პარკზე, გუნდს შანსი აქვს პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად დაამარცხოს ერთ სეზონში ლივერპული, არსენალი, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი. ვფიქრობ, ბოლო მიზეზი მათი უკანასკნელი მოტივაცია იქნება და უპირველესს მაინც ევროტურნირზე გასვლის შანსი წარმოადგენს, მაგრამ სულ რომ უმოტივაციონი იყვნენ, რევანში ექნებათ ასაღები თასიდან გაგდების გამო. მე ამ თამაშში მარჯვენა ფლანგის იმედი მაქვს მხოლოდ, დეპაისგან არაფერს ველი. ცენტრიდან შეტევებს მით უმეტეს არ ველი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: leqso leqso
10 მაი 2016 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Es tamashi nebismier shemtxvevashi mosagebia,dzalian bevri devs sasworze, mtlad chempionobis tolpasi ar iqneba mara tasis mogebaze dzvirpasi iqneba chemi azrit, imitom rom otxeulshi shesvla nishnavs imas rom sitis gaagdeben otxeulidan. Sitize magali adgilis dakaveba ki namdvilad sasixaruloa bolo wlebshi samwuxarod. Tan iq guardiola modis da momaval wels ligis gareshe tu iqnebian da es manius ,,damsaxureba,, tu iqneba....... es fsiqologiuradac sheitans gartatexas maniustvis rata momaval sezonshi sul sxva ganwyobit itamashos. Ase rom bevri devs sasworze da yvelaperi amat xelshia.sul ragacas abralebs ragac paqtorebs es pitalo,magram exla yvelaperi mis xelshia da aha moigos es 2 tamashi da egaa.tumca me echvi mepareba rom es maniu gasvlaze mougebs vestxems. Warmateba gunds
0
№14
ავტორი: Mufc7
10 მაი 2016 10:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველაფერი უნდა ჩადონ და მოიგონ ეს მატჩი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: setera
10 მაი 2016 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მანჩესტერისთვის არ უნდა იყოს პრობლემა, ასეთი თამაშების მოგების. მე მჯერა გუნდის. am
0
№16
ავტორი: LASHQARA
10 მაი 2016 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მარსიალი თუ იქნება უეჭველი გავღუნავთ ვესტჰემს და თუ არ იქნება რუნის პასების და გოლის იმედი მაქ თან რეშფორდიც არანაკლებიი ხიფათიაა თავდასხმაში love am
0
№17
ავტორი: mishka88
10 მაი 2016 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
რა დღეში ვართ ვესტჰემთან ვნატრულობთ 3 ქულას სად ხარ ალექს

მოხუცი მანჩესტერელი :)
0
№18
ავტორი: nikala2000
10 მაი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
აბაა მაგრად მეშინია ტოო :D
0
№19
ავტორი: Rezikomankunia
10 მაი 2016 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ბიჭებო სილქ უნივერსალზე აჩვენებენ?? უფასო არხი როა
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
10 მაი 2016 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Rezikomankunia
ბიჭებო სილქ უნივერსალზე აჩვენებენ?? უფასო არხი როა


არა სამწუხაროთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top