თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2016, 22:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4177,
კომენტარები: 28
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
გადატანილი მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, გადადებული მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 10 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 22:45, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: ადრიანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კუიატე
განაცხადი: Randolph, Spiegel, Byram, Collins, Cresswell, Henry, O'Brien, Ogbonna, Oxford, Reid, Tomkins, Antonio, Cullen, Kouyate, Lanzini, Moses, Noble, Obiang, Payet, Samuelsen, Song, Carroll, Emenike, Jelavic, Sakho, Valencia.
"ვესტ ჰემის" მეკარე ადრიანი ტრავმის გამო გუნდის ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომელიც მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ადგილს "აპტონ პარკზე" დარენ რანდოლფი დაიკავებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, დარმიანი
დისკვალიფიკაცია: ფელაინი (2 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: მარსიალი
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford, Rooney.

თამაშს გამოტოვებს მარუან ფელაინი, რომელიც სამმატჩიანი დისკვალიფიკაციას იხდის. ბელგიელი პრემიერ ლიგის მიმიდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. გუნდის ლაზარეთში რჩებიან ლუკ შოუ, მატეო დარმიანი და ბასტიან შვაინშტაიგერი. საეჭვოა მატჩში ენტონი მარსიალის მონაწილეობა, რომელმაც "ნორვიჩთან" მატჩის წინა გახურებაზე მიიღო ტრავმა.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-7 ადგილი, 59 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-ფ-მ-მ-წ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემისთვის" ეს მატჩი პრემიერ ლიგის ეგიდით "აპტონ პარკზე" ჩატარებული 384-ე და უკანასკნელი შეხვედრა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კლუბი ამ ტურნირზე ჯამში 601 საშინაო ქულას დააგროვებს - 167 მოგება, 97 ფრე, 119 წაგება.

გასულ ტურში "ჩაქუჩები" "სუონსისთან" 1-4 დამარცხდა საშინაო არენაზე, რაც სეზონის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია, ხოლო აგვისტოს შემდეგ პირველი საშინაო მარცხი.

გარდა ამისა, ამ შედეგმა "ვესტ ჰემის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და მიმდინარე სეზონის შედეგების საფუძველზე ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის იმედები დაასამარა.

"ვესტ ჰემი" სამშაბათს ჩატარებულ პრემიერ ლიგურ მატჩებში საშუალოდ 0.93 ქულას აგროვებდა - 29 მატჩი- 6 მოგება, 9 ფრე, 14 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 63 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-მ-ფ-მ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასვლაზე პრემიერ ლიგის უკანასკნელ 7 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს - 18.

ვან გაალის გუნდმა კიდევ ორი ქულა უნდა აიღოს იმისათვის, რომ გადააჭარბოს პრემიერ ლიგაში ერთ სეზონში აღებული ქულების რაოდენობას, რომელიც 64-ს შეადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამშაბათს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 2.19 ქულა აიღო - 43 მატჩი- 28 მოგება, 10 ფრე, 5 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: პაიე - 12 გოლი (9 ლიგაში)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: მარსიალი - 15 გოლი (9 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 15 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მათ შორის სტუმარი გუნდის ფეხბურთელისთვის რეკორდული 7 გოლი, რომელიც მან "აპტონ პარკზე" გაიტანა.

"ნორვიჩთან" მატჩში ხუან მატასთვის მიწოდებული საგოლე გადაცემის შედეგად უეინ რუნი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტთა სამეულში შევიდა. წინ მხოლოდ რაიან გიგზი (162) და ფრენკ ლამპარდი (102) არიან.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 133-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 42 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 62-ში, ხოლო 29 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის ბოლო 14 მატჩში არ დამარცხებულა - 11 მოგება, 3 ფრე.

"ჩაქუჩები" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 13 დაპირისპირებიდან რვაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 57 მოგება, ფრე - 26.

პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 4 მოგება, "იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 10.


"ვესტ ჰემის" სტადიონი


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 9

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ვესტ ჰემი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: შაბათი, 8 თებერვალი, 2015 წელი
სწრებადობა: 34,499
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "ვესტ ჰემის" რიგებში: ჩეიხუ კუიატე 49'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: დეილი ბლინდი 90+2'

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნირზე, 128 ყვითელი და 12 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, სტივ ბენეტი
სათადარიგო არბიტრი: რიჩარდ ისტი
მატჩის წინ
28 კომენტარი
№21
ავტორი: Memphis_Depay
10 მაი 2016 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
აუცილებლად უნდა მოვიგოთ !!! თუ ახალი მწვრთნელი მოვა ტრანსფერებში დიდი ფაქტორი იქნება რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და არა ევროპა ლიგაზე belay
0
№22
ავტორი: Qutaiseli
10 მაი 2016 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Baiernma naxevar saatshi gaiforma humelsi da renato sanchesi..magenis dedac ...
0
№23
ავტორი: ერეკლე
10 მაი 2016 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
რენატო სანჩესი ბაიერნშია. მაგათი დედაც
0
№24
ავტორი: Count Alucard
10 მაი 2016 17:18
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მარსიალის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ აუცილებელია მოგება თუ ოთხეულზე ფიქრი გვინდა.
0
№25
ავტორი: PaLoMo
10 მაი 2016 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
Tqma ar chirdeba to es match in no sage via.ukve yvelaferi chvenzea damokidebuli DA I media yvelafers shevdzlebt.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№26
ავტორი: nikala2000
10 მაი 2016 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
მარტო მე მგონია დღეს რო დეპაი მო****ვს ამათ?
0
№27
ავტორი: Oni
10 მაი 2016 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
2 მიზეზის გამო მინდა როგორმე მოიგონ, 1. სატრანსფერო ფანჯარაზე თუ ლიგაზე ვერ გავალთ კარგი ფეხბურთელები არ გადმოვლენ. 2. ბარიგა გვარიოლას სიფათი მინა ვნახო უეფას ლიგაზე:)
0
№28
ავტორი: Lexter
10 მაი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
დღეს გლანდებში გადავუგდებთ ჩაქუჩელებს
manutd

დღეს გლანდებში გადავუგდებთ ჩაქუჩელებს
manutd
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top