თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 01:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4038,
კომენტარები: 27
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლესტერ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 36-ე ტური
თარიღი: კვირა, 1 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 17:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rooney.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ლესტერთან" მატჩის წინ მის გუნდს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო ლუკ შოუ და ბასტიან შვაინშტაიგერი მკურნალობას კვლავ აგრძელებენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"

ტრავმირებულები: ჯეიმსი
დისკვალიფიკაცია: ვარდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ულიოა
განაცხადი: Schmeichel, Schwarzer, Fuchs, Huth, Moore, Morgan, Simpson, Wasilewski, Albrighton, Amartey, Drinkwater, Dyer, Gray, Inler, James, Kante, King, Mahrez, Schlupp, Dodoo, Okazaki, Ulloa.

"ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო ჩემპიონობის საზეიმოდ წამყვანი ბომბარდირის, ჯეიმი ვარდის გარეშე ჩავა, რომელმაც საფეხბურთო ასოციაციისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოვლენილი ემოციის გამო. ნახევარმცველი მეთიუ ჯეიმსი მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს, რომელიც სეზონის სტარტზე მიიღო. მცირე დაზიანება აღენიშნება ლეონარდო ულიოას, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, გამოჯანმრთელებას შეძლებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 59 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო ექვსი საშინაო მატჩი მოიგო და ხუთ მათგანში გოლი არ გაუშვია.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს. უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს - 12 გამარჯვება, მაგრამ "ქალაქელებმა" ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს.

მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" 5 ქულით ნაკლები აქვს დაგროვილი, ვიდრე პრემიერ ლიგაში გატარებული სეზონების საერთო ყველაზე დაბალი ქულების რაოდენობაა - 64 ქულა 2013/14 წლების სეზონში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


1-ლი ადგილი, 76 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბოლო ცხრა მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა, 7 მათგანი კი მოიგო.

"მელიებმა" ჩემპიონატში 22 გამარჯვება მოიპოვეს, რაც გუნდისთვის რეკორდული შედეგია უმაღლეს დივიზიონში. პრემიერ ლიგაში გატარებულ წინა სამ სეზონში ერთად "ლესტერს" ზუსტად ამავე რაოდენობის გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

რანიერის გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გასვლით მატჩებში - 11 მოგება და 37 ქულა 17 მატჩში.

"ლესტერმა" თავისი კარი ბოქსინგ დეის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 17 მატჩიდან 12-ში შეინახა "მშრალად", მათ შორის კი არის 6 მატჩი ბოლო 7-დან.

"მელიებმა" პრემიერ ლიგაში სულ 9 სეზონი გაატარეს და სამჯერ გავარდნენ დაბალ დივიზიონში, მე-8 ადგილზე მაღალი პოზიცია კი არასდროს დაუკავიათ.

"ლესტერს" გარანტირებული აქვს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში თავის ისტორიაში უმაღლესი ადგილის დაკავება გაიმეოროს.. 1929 წელს "მელიები" მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.

მწვრთნელის რანგში რანიერიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 9 მატჩი ჩაატარა და 2 მოიგო - 2 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. "იუნაიტედზე" ორივე გამარჯვება იტალიელმა "ჩელსის" ხელმძღვანელობისას მოიპოვა.

თუ კლაუდიო რანიერის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმარჯვებს, 24-ე გუნდი იქნება, რომელიც ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაშში გახდება ჩემპიონი ("მანჩესტერ იუნაიტედი" - 20-გზის ჩემპიონი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: მარსიალი - 14 გოლი (8 ლიგაში) რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" 99 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ბურთიან ნიშნულს გადაასწრო, ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ გამოიჩინა თავი.

"ლესტერ სიტი" პრემიერ ლიგის სამ გუნდთაგან ერთ-ერთია, რომლის კარშიც უეინ რუნის "იუნაიტედის" მაისურით გოლი არ გაუტანია. დანარჩენ ორ ასეთ გუნდს კი "დერბი" და "ბლექპული" წარმოადგენენ. თუმცა რუნიმ "ლესტერის" კარი "ევერტონის" მაისურით აიღო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. აქამდე მას გატანილი გოლების რაოდენობის მიყვანა ორნიშნიან რიცხვამდე მხოლოდ ორჯერ არ გამოუვიდა, როცა "ევერტონში" თამაშობდა- 2002/03 წლებში (6 გოლი) და 2003/04 წლებში (9 გოლი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: ვარდი -22 გოლი (22 ლიგაში).

ამ ტურამდე რიად მარეზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც თავისი კლუბის რიგებში გატანილი გოლების (17) და საგოლე გადაცემების (11) ორნიშნა რიცხვი აქვს.

თუ მოედანზე დენი სიმპსონი და დანი დრინქუოტერი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 120-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 60 შეხვედრაში იზეიმა, "ლესტერმა" 33-ში, ხოლო 27 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლესტერმა" "იუნაიტედზე" მოპოვებული 6 გასვლითი გამარჯვებიდან სამი მეორე მსოფლიო ომამდე მოიპოვა. უკანასკნელად "მელიებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1998 წლის 31 იანვარს იმარჯვეს, როცა სტუმრებს სამი ქულა ტონი კოტის ერთადერთმა გოლმა მოუტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში დაამარცხა და ამ მატჩებში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ლესტერი" - 32 მოგება, ფრე - 27.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 12 მოგება, "ლესტერი" - 2 მოგება, ფრე - 5.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 38 მოგება, "ლესტერი" - 6 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ლესტერი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ლესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


თარიღი: შაბათი, 31 იანვარი, 2015 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 27', ფალკაო 32', მორგანი 44' (ავტოგოლი).
გოლი "ლესტერის" რიგებში: ვასილევსკი 80'

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩი განსაჯა, 112 ყვითელი და 8 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: გერი ბესუიკი, ლი ბეტსი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
27 კომენტარი
№1
ავტორი: PLANeta
30 აპრილი 2016 01:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
კითხვისნიშნისქვეშ ევანსი გიწერიათ შეასწორეთ არ დავგთარსოს
0
№2
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2016 01:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოტივაციაზე საუბარიც ზედმეტია ალბათ, ჯერ ისედაც მცირე შანსია ოთხეულის და აქ დაკარგული ქულა ყველაფერს გადაწყვეტს. ლესტერზე აღარაფერს დავწერ

იმედია ლესტერი ოლდ ტრაფორდზე არ გაჩემპიონდება, საკუთარ სტადიონზე ბევრად დიდი ხიბლი ექნება და მთლად თავს ნუ მოიკლავენ ეხლა ხვალ wink
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2016 01:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რამდენი საინტერესო რამე ხდება თურმე...

რაოდენ დიდი სასწაულიც არ უნდა იყოს თვით ის ფაქტი, რომ ლესტერი ასეთ რამეს სჩადის, მაინც ვერ აღვიქვამ გუნდად, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება. მარტივად რომ ვთქვა, სერიოზულ ფავორიტად და გუნდად ჯერ კიდევ ვერ მიმიღია, თუმცა ფაქტია, რომ შედეგი უკვე მეტყველებს ამაზე.

არ ვიცი, ზოგს რატომ ჰგონია, რომ ლესტერი თავის ჩემპიონობას გადადებს და სახლში აღებას ეცდება, მაგრამ მე ვფიქრობ, არც ამის თავი აქვთ, არც ამაზე ფიქრია სწორი და არც მაინცდამაინც ნაკლები მოტივაცია უნდა იყოს "ოლდ ტრაფორდზე" გაჩემპიონება. ამ გუნდს წელს არცერთ თამაშში არ აკლდა კონცენტრაცია და საერთოდ, რანიერის ინტერვიუებს ვინც კითხულობდა, ეს კაცი ნამდვილ ეტალონად წარმოუდგებოდა ბავშვთან ურთიერთობაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2016 02:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტია რო ლესტერი ტყუილად არ გამოვა მოედანზე და ვითომდა ევერტონთან უნდა აღნიშვნა მაინც და მაინც
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
30 აპრილი 2016 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
4ული დავიცყებული დიდიხანია რაც მაქ
0
№6
ავტორი: Iunaitedi
30 აპრილი 2016 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Bolobolo ragaxda es lesteri xvale movigebt da egaa ra. Yayacho eyolebat.? Malxazi eyolebat mara aravis fexebiarmojamos. :D
0
№7
ავტორი: abrama
30 აპრილი 2016 09:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Gaxdebian chempionebi ogond old trapordze vera 2_1 morcheba.
0
№8
ავტორი: Lady in red
30 აპრილი 2016 09:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ლესტერი იმას გააკეთებს ოლდ ტრაფორდზე რასაც აკეთებდა მთელი სეზონის განმავლობაში, შეიძლება უფრო მონდომებულები იყვნენ,რადგან ოლდ ტრაფორდზე გაჩემპიონების შანსი ყველას არ აქვს, მე არ ველოდები მათგან სუსტ თამაშს და ჩვენმა ბიჭებმა არ უნდა მისცენ უფლება,რომ ტრაფორდზე გახდნენ ჩემპიომები, თუ დიდი შემართებით გამოვალთ მოედანზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველაფერი გამოგვივა, არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება
0
№9
ავტორი: Chicha14
30 აპრილი 2016 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
სილქ იუნივერსალზე გადის თუ იცით?
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
30 აპრილი 2016 12:14
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ციტატა: Chicha14
სილქ იუნივერსალზე გადის თუ იცით?


კი, უჩვენებენ ეგენი...


წლის ყველაზე პრინციპული მატჩია ჩვენთვის!! თუნდაც ბოლო ადგილზე რომ ვიყოთ არ უნდა მივცეთ ოლდ ტრაფორდის თავზე დამხობის და ზეიმის საშუალება... ოთხეულის ბედიც ამ მატჩს უკავშირდება და კარგი შედეგი უნდა დავდოთ.
ძალიან ბევრს ნიშნავს ვარდი და შეიძლება ულოაც რომ არ ეყოლონ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top