პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლესტერ სიტი" (პრევიუ)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 36-ე ტური
თარიღი: კვირა, 1 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 17:05, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rooney.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ლესტერთან" მატჩის წინ მის გუნდს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო ლუკ შოუ და ბასტიან შვაინშტაიგერი მკურნალობას კვლავ აგრძელებენ.
"ლესტერ სიტი"
ტრავმირებულები: ჯეიმსი
დისკვალიფიკაცია: ვარდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ულიოა
განაცხადი: Schmeichel, Schwarzer, Fuchs, Huth, Moore, Morgan, Simpson, Wasilewski, Albrighton, Amartey, Drinkwater, Dyer, Gray, Inler, James, Kante, King, Mahrez, Schlupp, Dodoo, Okazaki, Ulloa.
"ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო ჩემპიონობის საზეიმოდ წამყვანი ბომბარდირის, ჯეიმი ვარდის გარეშე ჩავა, რომელმაც საფეხბურთო ასოციაციისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოვლენილი ემოციის გამო. ნახევარმცველი მეთიუ ჯეიმსი მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს, რომელიც სეზონის სტარტზე მიიღო. მცირე დაზიანება აღენიშნება ლეონარდო ულიოას, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, გამოჯანმრთელებას შეძლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-5 ადგილი, 59 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-წ-მ-მ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო ექვსი საშინაო მატჩი მოიგო და ხუთ მათგანში გოლი არ გაუშვია.
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს. უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს - 12 გამარჯვება, მაგრამ "ქალაქელებმა" ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს.
მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.
მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" 5 ქულით ნაკლები აქვს დაგროვილი, ვიდრე პრემიერ ლიგაში გატარებული სეზონების საერთო ყველაზე დაბალი ქულების რაოდენობაა - 64 ქულა 2013/14 წლების სეზონში.
"ლესტერ სიტი"
1-ლი ადგილი, 76 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ-მ
"ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბოლო ცხრა მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა, 7 მათგანი კი მოიგო.
"მელიებმა" ჩემპიონატში 22 გამარჯვება მოიპოვეს, რაც გუნდისთვის რეკორდული შედეგია უმაღლეს დივიზიონში. პრემიერ ლიგაში გატარებულ წინა სამ სეზონში ერთად "ლესტერს" ზუსტად ამავე რაოდენობის გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.
რანიერის გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გასვლით მატჩებში - 11 მოგება და 37 ქულა 17 მატჩში.
"ლესტერმა" თავისი კარი ბოქსინგ დეის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 17 მატჩიდან 12-ში შეინახა "მშრალად", მათ შორის კი არის 6 მატჩი ბოლო 7-დან.
"მელიებმა" პრემიერ ლიგაში სულ 9 სეზონი გაატარეს და სამჯერ გავარდნენ დაბალ დივიზიონში, მე-8 ადგილზე მაღალი პოზიცია კი არასდროს დაუკავიათ.
"ლესტერს" გარანტირებული აქვს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში თავის ისტორიაში უმაღლესი ადგილის დაკავება გაიმეოროს.. 1929 წელს "მელიები" მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.
მწვრთნელის რანგში რანიერიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 9 მატჩი ჩაატარა და 2 მოიგო - 2 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. "იუნაიტედზე" ორივე გამარჯვება იტალიელმა "ჩელსის" ხელმძღვანელობისას მოიპოვა.
თუ კლაუდიო რანიერის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმარჯვებს, 24-ე გუნდი იქნება, რომელიც ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაშში გახდება ჩემპიონი ("მანჩესტერ იუნაიტედი" - 20-გზის ჩემპიონი).
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: მარსიალი - 14 გოლი (8 ლიგაში) რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).
უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" 99 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ბურთიან ნიშნულს გადაასწრო, ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ გამოიჩინა თავი.
"ლესტერ სიტი" პრემიერ ლიგის სამ გუნდთაგან ერთ-ერთია, რომლის კარშიც უეინ რუნის "იუნაიტედის" მაისურით გოლი არ გაუტანია. დანარჩენ ორ ასეთ გუნდს კი "დერბი" და "ბლექპული" წარმოადგენენ. თუმცა რუნიმ "ლესტერის" კარი "ევერტონის" მაისურით აიღო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. აქამდე მას გატანილი გოლების რაოდენობის მიყვანა ორნიშნიან რიცხვამდე მხოლოდ ორჯერ არ გამოუვიდა, როცა "ევერტონში" თამაშობდა- 2002/03 წლებში (6 გოლი) და 2003/04 წლებში (9 გოლი).
"ლესტერ სიტი"
წამყვანი ბომბარდირი: ვარდი -22 გოლი (22 ლიგაში).
ამ ტურამდე რიად მარეზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც თავისი კლუბის რიგებში გატანილი გოლების (17) და საგოლე გადაცემების (11) ორნიშნა რიცხვი აქვს.
თუ მოედანზე დენი სიმპსონი და დანი დრინქუოტერი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 120-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 60 შეხვედრაში იზეიმა, "ლესტერმა" 33-ში, ხოლო 27 მატჩი ფრედ დასრულდა.
"ლესტერმა" "იუნაიტედზე" მოპოვებული 6 გასვლითი გამარჯვებიდან სამი მეორე მსოფლიო ომამდე მოიპოვა. უკანასკნელად "მელიებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1998 წლის 31 იანვარს იმარჯვეს, როცა სტუმრებს სამი ქულა ტონი კოტის ერთადერთმა გოლმა მოუტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში დაამარცხა და ამ მატჩებში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ლესტერი" - 32 მოგება, ფრე - 27.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 12 მოგება, "ლესტერი" - 2 მოგება, ფრე - 5.
"იუნაიტედის" სტადიონზელიგა: "იუნაიტედი" - 38 მოგება, "ლესტერი" - 6 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ლესტერი" - 1 მოგება, ფრე - 2.
წინა ანალოგიური შეხვედრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1
"ლესტერ სიტი"თარიღი: შაბათი, 31 იანვარი, 2015 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 27', ფალკაო 32', მორგანი 44' (ავტოგოლი).
გოლი "ლესტერის" რიგებში: ვასილევსკი 80'
მსაჯთა ბრიგადა:
მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩი განსაჯა, 112 ყვითელი და 8 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: გერი ბესუიკი, ლი ბეტსი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი