თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 01:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4186,
კომენტარები: 27
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლესტერ სიტი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 36-ე ტური
თარიღი: კვირა, 1 მაისი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 17:05, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, შვაინშტაიგერი, უ.კინი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rooney.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ლესტერთან" მატჩის წინ მის გუნდს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო ლუკ შოუ და ბასტიან შვაინშტაიგერი მკურნალობას კვლავ აგრძელებენ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"

ტრავმირებულები: ჯეიმსი
დისკვალიფიკაცია: ვარდი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ულიოა
განაცხადი: Schmeichel, Schwarzer, Fuchs, Huth, Moore, Morgan, Simpson, Wasilewski, Albrighton, Amartey, Drinkwater, Dyer, Gray, Inler, James, Kante, King, Mahrez, Schlupp, Dodoo, Okazaki, Ulloa.

"ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო ჩემპიონობის საზეიმოდ წამყვანი ბომბარდირის, ჯეიმი ვარდის გარეშე ჩავა, რომელმაც საფეხბურთო ასოციაციისგან ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოვლენილი ემოციის გამო. ნახევარმცველი მეთიუ ჯეიმსი მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს, რომელიც სეზონის სტარტზე მიიღო. მცირე დაზიანება აღენიშნება ლეონარდო ულიოას, მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, გამოჯანმრთელებას შეძლებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 59 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-წ-მ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ბოლო ექვსი საშინაო მატჩი მოიგო და ხუთ მათგანში გოლი არ გაუშვია.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 11 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს. უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს - 12 გამარჯვება, მაგრამ "ქალაქელებმა" ერთი მატჩით მეტი ჩაატარეს.

მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალის გუნდმა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" 5 ქულით ნაკლები აქვს დაგროვილი, ვიდრე პრემიერ ლიგაში გატარებული სეზონების საერთო ყველაზე დაბალი ქულების რაოდენობაა - 64 ქულა 2013/14 წლების სეზონში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


1-ლი ადგილი, 76 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ-მ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


"ლესტერი" პრემიერ ლიგაში ბოლო ცხრა მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა, 7 მათგანი კი მოიგო.

"მელიებმა" ჩემპიონატში 22 გამარჯვება მოიპოვეს, რაც გუნდისთვის რეკორდული შედეგია უმაღლეს დივიზიონში. პრემიერ ლიგაში გატარებულ წინა სამ სეზონში ერთად "ლესტერს" ზუსტად ამავე რაოდენობის გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

რანიერის გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გასვლით მატჩებში - 11 მოგება და 37 ქულა 17 მატჩში.

"ლესტერმა" თავისი კარი ბოქსინგ დეის შემდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული 17 მატჩიდან 12-ში შეინახა "მშრალად", მათ შორის კი არის 6 მატჩი ბოლო 7-დან.

"მელიებმა" პრემიერ ლიგაში სულ 9 სეზონი გაატარეს და სამჯერ გავარდნენ დაბალ დივიზიონში, მე-8 ადგილზე მაღალი პოზიცია კი არასდროს დაუკავიათ.

"ლესტერს" გარანტირებული აქვს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში თავის ისტორიაში უმაღლესი ადგილის დაკავება გაიმეოროს.. 1929 წელს "მელიები" მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩნენ.

მწვრთნელის რანგში რანიერიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ 9 მატჩი ჩაატარა და 2 მოიგო - 2 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. "იუნაიტედზე" ორივე გამარჯვება იტალიელმა "ჩელსის" ხელმძღვანელობისას მოიპოვა.

თუ კლაუდიო რანიერის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმარჯვებს, 24-ე გუნდი იქნება, რომელიც ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან თამაშში გახდება ჩემპიონი ("მანჩესტერ იუნაიტედი" - 20-გზის ჩემპიონი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: მარსიალი - 14 გოლი (8 ლიგაში) რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში).

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" 99 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ბურთიან ნიშნულს გადაასწრო, ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114-ჯერ გამოიჩინა თავი.

"ლესტერ სიტი" პრემიერ ლიგის სამ გუნდთაგან ერთ-ერთია, რომლის კარშიც უეინ რუნის "იუნაიტედის" მაისურით გოლი არ გაუტანია. დანარჩენ ორ ასეთ გუნდს კი "დერბი" და "ბლექპული" წარმოადგენენ. თუმცა რუნიმ "ლესტერის" კარი "ევერტონის" მაისურით აიღო.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. აქამდე მას გატანილი გოლების რაოდენობის მიყვანა ორნიშნიან რიცხვამდე მხოლოდ ორჯერ არ გამოუვიდა, როცა "ევერტონში" თამაშობდა- 2002/03 წლებში (6 გოლი) და 2003/04 წლებში (9 გოლი).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)

"ლესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: ვარდი -22 გოლი (22 ლიგაში).

ამ ტურამდე რიად მარეზი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც თავისი კლუბის რიგებში გატანილი გოლების (17) და საგოლე გადაცემების (11) ორნიშნა რიცხვი აქვს.

თუ მოედანზე დენი სიმპსონი და დანი დრინქუოტერი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 120-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 60 შეხვედრაში იზეიმა, "ლესტერმა" 33-ში, ხოლო 27 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლესტერმა" "იუნაიტედზე" მოპოვებული 6 გასვლითი გამარჯვებიდან სამი მეორე მსოფლიო ომამდე მოიპოვა. უკანასკნელად "მელიებმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1998 წლის 31 იანვარს იმარჯვეს, როცა სტუმრებს სამი ქულა ტონი კოტის ერთადერთმა გოლმა მოუტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში დაამარცხა და ამ მატჩებში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "ლესტერი" - 32 მოგება, ფრე - 27.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 12 მოგება, "ლესტერი" - 2 მოგება, ფრე - 5.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 38 მოგება, "ლესტერი" - 6 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 6 მოგება, "ლესტერი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ლესტერ სიტი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლესტერ სიტი" (პრევიუ)


თარიღი: შაბათი, 31 იანვარი, 2015 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 27', ფალკაო 32', მორგანი 44' (ავტოგოლი).
გოლი "ლესტერის" რიგებში: ვასილევსკი 80'

მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩი განსაჯა, 112 ყვითელი და 8 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: გერი ბესუიკი, ლი ბეტსი
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი
მატჩის წინ
27 კომენტარი
№11
ავტორი: Lalana
30 აპრილი 2016 12:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ძალიან დიდიი იმედი მაქვს,რომ ამ თამაშს მოვიგებთ,უკვე მერამდენე წელიაა სულ იმის დარდში ვარ ჩემი საყვარწკი გუნდი შევა თუ არა ოთხეულშიი.ან არსენალი როგორ უნდა იყოს ჩვენნ წინნ.აღარ ვიცი რა ვინატრო,ოთხეულში შესვლა,თასის მოგება და შემდეგ ბანნ გაალის დატოვებაა,მომავალ წელს კიდევ იმედის გაცრუება,თუ...მოკლედ რაც იქნება იქნებაა,რაც მთავარია ეს თამაში უნდა მოვიგოთ,ამ სტადიონზე მხოლოდ მანჩესტერს ააქვს უფლება იზეიმოს საჯუთარი გამარჯვებები და მიღწევები.
0
№12
ავტორი: hemi
30 აპრილი 2016 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ყველანაორად პრინციპული თამაშია ჯერ სახლში ვართ, მერე ყველა ქულა მნიშვნელოვანია და ბოლოს ლესტერის ჩემპიონობას ტრაფოდრზე არ უნდა ვეღირსოთ
0
№13
ავტორი: pere
30 აპრილი 2016 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ჰანდიკაპით რო მოვიგოთ ეს თამაში ლიგაზეც გავალთ, რადგან ფეხბურთელები თვითრწმენას დაიბრუნებენ და მოიგებენ დარჩენილ მატჩებსაც
0
№14
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2016 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
უნდა გავხიოთ
0
№15
ავტორი: stepno
30 აპრილი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Aucileblat unda movigot didi matchi iqneba
0
№16
ავტორი: s.a.b.a
30 აპრილი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
gilocavt agdgomas
0
№17
ავტორი: Mufc7
30 აპრილი 2016 16:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რატომღაც მჯერა, რომ მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№18
ავტორი: The Special One
30 აპრილი 2016 17:34
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ციტატა: Iunaitedi
Bolobolo ragaxda es lesteri xvale movigebt da egaa ra. Yayacho eyolebat.? Malxazi eyolebat mara aravis fexebiarmojamos. :D

კი ეყოლებათ.
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ქულებს თუ დავკარგავთ 4-ეულს უნდა დავამშვიდობოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№19
ავტორი: Lalana
30 აპრილი 2016 17:37
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
კარგი იქნება სიტის საუთჰემტონთან თუ ქულებს დაკარგავს,შემდეგ არსენალს ეთამაშება და მგონი გასვლაზე სუონს,არსენალისგან განსხვავებით რთული კალენდარი აქვს,ამიტომ შეიძლება ოთხეულზე ფიქრიიიი,უბრალოდ ვესთჰემთან გასვლაზე მოგება ძაან გაგვიჭირდება.
0
№20
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 18:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
aucielblad unda movigot principis da otxeulis sakitxia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top